
მოგვიანებით ჩარლი მიტენი კოლუმბიაში წავიდა, რადგანაც იმ დროისათვის კოლუმბიურ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებდა (ნარკობარონები უხვად აფინანსებდნენ გუნდებს. . .) და ფეხბურთელებს კარგად უხდიდნენ. მიუხედავად ამისა გუნდმა მოახერხა და ინგლისის ჩემპიონობა დაიბრუნა 1952 წელს. აღსანიშნავია, რომ გუნდი საკმაოდ გამოცდილი, შესაბამისად კი ასაკოვანი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ბასბიმ იცოდა, რომ გუნდს გამოცდილების გარდა ახალი სისხლი სჭირდებოდა და ახალგაზრდული აკადემიიდან ყოველთვის ცდილობდა პატარა ბიჭების ამოწევას. ახალგაზრდებით, როჯერ ბირნით (Roger Byrne), ბილ ფოულკსით (Bill Foulkes), მარკ ჯოუნსითა (Mark Jones) და დენის ვაიოლეტით (Dennis Viollet) გუნდმა პირველ დივიზიონში მხოლოდ VIII ადგილი დაიკავა, მაგრამ 1956 წელს კიდევ ერთხელ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული: გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო და გუნდმა ჩემპიონატის მანძილზე 103 გოლი გაიტანა. ბასმის მიერ დანერგილი ახალგაზრდული პოლიტიკა იყო საფუძველი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდებისა (1950-იანების ბოლო, 1960-იანების ბოლო, 1990-იანები).
როჯერ ბირნიMU the Bestბილ ფულკსიMU the Bestდენის ვაიოლეტი
ბასბის მიერ აღმოჩენილ ახალგაზრდებს “ბასბის ჩვილებს” (Busby Babes) უწოდებდნენ. ეს იყო კრებული ბრწყინვალე ფეხბურთელებისა და გვირგვინის ნამდვილი ბრილიანტი იყო ნახევარმცველი დანკან ედვარდსი (Duncan Edwards). ეს ბიჭი წარმოშობით დადლიდან (Dudley), უესტ მიდლენდიდან (West Midland) იყო და "იუნაიტედში" დებიუტი 1953 წელს ჰქონდა 16 წლის ასაკში. ამბობენ, რომ ედვარდსს ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში, მისი თამაშის მნახველები კი ამბობდნენ, რომ ის იყო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. მომდევნო 1956-57 წლების სეზონში "ბასბის ჩვილებმა" კიდევ ერთხელ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასის ფინალშიც გავიდნენ, სადაც "ასტონ ვილასთან" დამარცხდნენ.
დანკან ედვარდსი
აგრეთვე "იუნაიტედი" გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. საფეხბურთო ასოციაციის თანხმობით "იუნაიტედმა" ჩემპიონთა თასის გათამაშებაში და ნახევარფინალს უწია, სადაც მადრიდის "რეალთან" (Real Madrid) დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო ასოციაციამ წინა სეზონში "ჩელსის" (Chelsea) არ მისცა ხსენებულ ევროტურნირში ასპარეზობის უფლება.
როგორც აღვნიშნეთ, გუნდმა ნახევარფინალში გააღწია, ნახევარფინალამდე კი მათ ბელგიური "ანდერლეხტი" (Anderlecht) დაამარცხეს 10-0 "სიტის" სტადიონ "მეინ როუდზე" (Maine Road). და ეს ანგარიში დღემდე არის ყველაზე დიდი, რომლითაც კი "იუნაიტედს" მოუგია, ყველა ტურნირის გათვალისწინებით