ადრეული წლები (1878-1945) კლუბი ჩამოალიბდა 1878 წელს ნიუტონ ჰიტ LYR-ის (Lancashire & Yorkshire Railway - ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზა) სახელწოდებით მანჩესტერის რკინიგზის მუშათა ჯგუფის მიერ. მალე სახელწოდება შემოკლდა და უწოდეს ნიუტონ ჰიტი, ადგილობრივი მოსახლეობა კი უბრალოდ 'the Heathens' -ს უწოდებდა. კლუბი 1889 წელს გახდა საფეხბურთო ალიანსის დამფუძნებელი წევრი და 1892 წელს შეუერთდა საფეხბურთო ლიგას, როდესაც ეს ორი ორგანიზაცია გაერთიანდა.
1902 წელს კლუბი გაკოტრდა და იგი დაშლისაგან იხსნა ადგილობრივმა მეწარმემ დევისმა, რომელმაც გაისტუმრა კლუბის ვალები. მისი მოთხოვნით შეიცვალა კლუბის სახელწოდება. ნიუტონ ჰიტი გახდა მანჩესტერ იუნაიტედი. ახალი სახელით კლუბმა 1908 წელს მოიგო ლიგა, ხოლო 1909 წელს 26 აპრილს ასოციაციის თასის ფინალში დაამარცხა კრისტალ პალასი. დევისის ფინანსური დახმარებით 1910 წელს მანჩესტერ იუნაიტედი ბენკ სტრიტიდან ახალ სტადიონზე, ოლდ ტრაფორდზე გადაბარგდა. 1911 წელს კლუბმა მეორედ მოიგო ჩემპიონატი.
ბასბის წლები: 1945 წელს მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელად მეტ ბასბი დაინიშნა და უდიდესი სამუშაოს ჩატარება დაიწყო. წარმატება მალევე მოვიდა. 1947 წელს მისი მეშვეობით კლუბი მეორე ადგილზე გავიდა, 1948 წელს კი ასოციაციის თასი მოიპოვა.
მან დაამკვიდრა სხვადასხვა კლუბებიდან ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების მოზიდვის პრაქტიკა, რამაც შედეგი სწრაფად გამოიღო. კლუბმა 1956 წელს იმ ფეხბურთელებით მოიგო ლიგა, რომელთა საშუალო ასაკი 22 წელს არ აღემატებოდა. შემდეგ წელს კლუბმა კვლავ მოიგო ლიგა და მიაღწია საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალს, სადაც ასტონ ვილასთან წააგო. მანიუ ასევე გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ევროპის თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და ნახევარფინალსაც მიაღწია, სადაც მომავალ გამარჯვებულთან, მადრიდის რეალთან წააგო.
მომდევნო სეზონი ტრაგიკული აღმოჩნდა. როდესაც გუნდი თვითმფრინავით ევროპის თასის მატჩიდან ბრუნდებოდა, მოხდა კატასტროფა. 1958 წლის 6 თებერვლის მიუნხენის საჰაერო კატასტროფამ მანიუს 5 ფეხბურთელის სიცოცხლე შეიწირა. ტრაგედიის მიუხედავად გუნდი მანიც განაგრძობდა თამაშს. დაშავებული ბასბის გამოჯანმეთელებამდე გუნდს ჯიმი მერფი წვრთნიდა. ასეთ მდგომარეობაში მანიუმ მაინც მიაღწია საფეხბურთო ასოციაცის ფინალამდე, სადაც ბოლტონთან წააგო.
60-იან წლებში ბასბიმ კვლავ მოახერხა ძლიერი გუნდის აღდგენა. ამ პერიოდში ხელი მოეწერა კონტრაქტს დენის ლოსა და პატ კრერანდთან. 196 წელს კლუბმა მოიგო ასოციაციის თასი, 1965 და 1967 წელს ლიგა და 1968 წელს გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის თასი მოიპოვა. იმ პერიოდში მანიუში თამაშობდნენ დენის ლო, ბობი ჩარლტონ და ჯორჯ ბესტი. ბასბი მწვრთნელის თანამდებობიდან 1969 წელს წავიდა და იგი სარეზერვო გუნდის მწვრთნელმა, მანჩესტერის ყოფილმა ფეხბურთელმა უილფ მაკგუინესმა ჩაანაცვლა.
1969-1986 წლები 70-იან წლებში, ბასბის წასვლის შემდეგ მანიუში ხანგრძლივი კრიზისი დაიწყო. სერ მეტის ღირსეული შემცვლელი ვერაფრით გამოინახა. უილფ მაკგუინესისა და ფრენკ ო ფარელის ხელმძღვანელობით კლუბი იბრძოდა, როგორც შეეძლო. 1972 წელს მწვრთნელი გახდა ტომი დოკერტი. "დოკმა" იმ სეზონში კი იხსნა კლუბი დაქვეითებისგან, მაგრამ მომდევნო სეზონში ვერაფერი მოახერხა და 1974 წელს კლუბმა მეორე ლიგაში გადაინაცვლა. მანიუ პირველივე ცდით დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში და 1976 წელს ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალსაც მიაღწია, მაგრამ საუთჰემპტონთან დამარცხდა. 1977 წელს ისევ მიაღწია ფინალს და ამჯერად წარმატებაც მოიპოვეს ლივერპულის წინააღმდეგ. მიუხედავად ასეთი წარმატებებისა და გულშემატკივართა შორის პოპულარობისა, დოკერტი პირადი მიზეზების გამო გუნდიდან გაუშვეს. 1977 წელს იგი დეივ სექსტონმა შეცვალა და გუნდში უფრო დაცვითი სტილი შემოიტანა, რაც უაღრესად არაპოპულარული იყო გულშემატკივართა შორის. ისინი მიჩვეულნი იყვნენ შეტევით ფეხბურთს, რომელსაც უპირატესობას ანიჭებდა როგორც დოკერტი, ისე ბასბი. სექსტონმა ვერც ერთი ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა და 1981 წელს იგი გუნდიდან გაუშვეს იმის მიუხედავად, რომ მისი ხელმძღვანელობით ბოლო 7 თამაში გუნდმა ზედიზედ მოიგო. მწვრთნელი გახდა რონ ატკინსონი, რომელმაც ძალიან სწრაფად ბრიტანეთისთვის რეკორდულ ფასად ვესტ ბრომვიჩისგან ბრაიან რობსონი შეიძინა. მისი მოღვაწეობის პერიოდში ხელი მოეწერა კონტრაქტს იესპერ ოლსენსა და გორდონ სტრაჩანთან. გარდა ამისა, კლუბში თამაშობდნენ ახალგაზრდული გუნდიდან გადმოსული ნორმან უაიტსაიდი და მარკ ჰაგსი. 1983 და 1985 წლებში იუნაიტედმა ასოციაციის თასი მოიგო. 1985-1986 წლებში ლიგის მოგების უმთავრესი ფავორიტი გახდა. ატკინსონის ხემძღვანელობით მანიუს ფეხბურთელებმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყეს, ზედიზედ 10 მატჩი მოიგეს, უახლოეს მეტოქესთან 10 ქულიანი უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ სათამაშო ფორმა მოულოდნელად დაკარგეს და სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულეს. კრიზისი მომდევნო წელსაც გაგრძელდა. გუნდი პირველი დივიზიონიდან გავარდნის ზღვარზე იყო, ამის გამო ატკინსონი გაუშვეს.
ალექს ფერგიუსონის ერა: ატკინსონის შემდეგ კლუბი ალექს ფერგიუსონმა ჩაიბარა, რომელიც მანამდე აბერდინის მწვრთნელი იყო. 1987-88 წლის სეზონში კლუბი მეორე ადგილზე გავიდა. ბრაიან მაკლერი კი ჯორჯ ბესტის შემდეგ გახდა მანჩესტერ იუნაიტედის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის ერთ სეზონში 20 გოლი გაიტანა.
მიუხედავად ამისა, 1989 წელი მანჩესტერმა წარუმატებლად ჩაატარა და პირველი დივიზიონიდან გავარდნის ზღვარზეც კი აღმოჩნდა. ფერგიუსონის შეძენილი ფეხბურთელების დიდმა უმრავლესობამ მანიუს გულშემატკივართა იმედები ვერ გაამართლა. იმედოვნებდნენ, რომ 1990 წლისთვის ფერგიუსონს გუნდიდან გაუშვებდნენ, მაგრამ ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში მოპოვებულმა გამარჯვებამ სეზონი იხსნა და მანიუმ ფინალში კრისტალ პალასს მოუგო.
1990-1991 წლების სეზონში მანიუმ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ფინალში ბარსელონას მოუგო, მაგრამ მომდევნო სეზონის ბოლოს წაბორძიკებამ მას ლიგის საგზური დააკარგვინა.
1992 წლის ნოემბერში მანჩესტერის რიგებში ჩაირიცხა ერიკ კანტონა. იგი მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი შენაძენი აღმოჩნდა. მის გარდა გუნდში თამაშობდნენ გარი პალისტერი, დენის ირვინი, პოლ ინსი და ამომავალი ვარსკვლავი რაიან გიგზი. 1992-1993 წლების სეზონში პირველად 1967 წლის შემდეგ მანიუ ჩემპიონი გახდა. ამ სეზონში ჩემპიონობას ასოციაციის თასიც დაუმატეს და დუბლი შეასრულეს, მაგრამ წარმატებული სეზონს ჩრდილი მიაყენა 1994 წლის 20 იანვარს მანიუს ლეგენდარული მწვრთნელისა და კლუბის პრეზიდენტის მეტ ბასბის გარდაცვალებამ .
1994-1995 წლების სეზონში სერჰალს პარკზე გამართული თამაშისას კრისტალ პალასის გულშემატკივრის, მათეუ სიმონსის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო კანტონამ რვათვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ლიგის ბოლო მატჩი ფრედ დაამთავრა, ლიგის თასის ფინალში კი ევერტონთან წააგო. ლიგაშიც და ასოციაციის თასზეც მეორე ადგილი დაიკავა. ფერგიუსონმა გულშემატკივრების განსაკუთრებული წყრომა გამოიწვია იმის გამო, რომ დაიწყო წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა და მათ მაგიერ კლუბში მოიყვანა ახალგაზრდული გუნდის წევრები, მათ შორის ბექჰემი, გარი და ფილ ნევილები, პოლ სქოულზი. ახალი მოთამაშეები, რომელთაგან რამდენიმე სწრაფად გახდა ინგლისის ნაკრების წევრი, ყველას გასაკვირად შესანიშნავად მოერგნენ კლუბს და 1995-96 წლების სეზონში მანიუ პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ორჯერ შეასრულა დუბლი.
1997 წელს მანიუმ კვლავ მოიგო ლიგა და კანტონამ 30 წლის ასაკში გამოაცხადა, რომ ფეხბურთს თავს ანებებდა, მომდევნო სეზონი ლუბმა კარგად დაიწყო, მაგრამ მხოლოდდამხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა. 1997-1998 წლების სეზონის გამარჯვებული არსენალი გახდა.
Treble 1998-99 წლების სეზონი მანიუსთვის ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამ სეზონში მანიუ გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ინგლისური კლუბი, რომელმაც ერთდროულად სამი უმნიშვნელოვანესი ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მანჩესტერმა მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა 2:1. ორივე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეცვლაზე შემოყვანილმა ფეხბურთელებმა - ტედი შერინგემმა და ოლე გუნარ სოლსკიაერმა გაიტანეს. ამ გამარჯვების გამო ალექს ფერგიუსონს რაინდის წოდება მიენიჭა. ამის შემდეგ დიდი ხნის პაუზის შემდეგ მანჩესტერმა კვლავ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი 2007-08 წლებში მან ჩელსი დაამარცხა.ძირითადი დრო 1-1 დასრულდა ხოლო შემდეგ პენლებში ძლია მანჩესტერმა ჩელსს.გოლი მანჩესტერის მხრიდან კრისტიანო რონალდომ გაიტანა.
მიუნხენის ტრაგედია (1958)
მომდევნო სეზონში მოხდა კატასტროფა. გუნდი ბელგრადიდან ბრუნდებოდა, სადაც ჩემპიონთა თასის მატჩი ითამაშა. "იუნაიტედი" ჩარტერული რეისით ბრუნდებოდა სახლში და სწორედ ჩარტერის გამო აღმოჩნდა მიუნხენში. თვითმფრინავი ჩამოვარდა და პირდაპირ იმ ადგილს დაასკდა, სადაც საწვავს ივსებდნენ ხოლმე თვითმფრინავები.
ეს კატასტროფა მოხდა 1958 წლის 6 თებერვალს და 8 ფეხბურთელი შეიწირა: ჯეოფ ბენტი (Geoff Bent), როჯერ ბირნი, ედი კოლმანი (Eddie Colman), დანკან ედვარდსი, მარკ ჯონსი, დევიდ პეგი (David Pegg), ტომი ტეილორი (Tommy Taylor) და ლაიამ "ბილი" უელანი (Liam "Billy" Whelan). დაიღუპა აგრეთვე სხვა 15 მგზავრი, "იუნაიტედის" თანამშრომლების უოლტერ კრიკმერის (Walter Crickmer), ბერტ უოლლისა (Bert Whalley) და ტომ კურის (Tom Curry) ჩათვლით.
თვითმფრინავმა ორჯერ სცადა აფრენა, მესამე ცდის დროს კი ასაფრენი ბილიკის გაუმართაობის გამო თვითმფრინავის სიჩქარე შენელდა და მას არ ეყო სიჩქარე ასაფრენად. ის ჩამოვარდა ასაფრენი ბილიკის ბოლოს, გაარღვია ღობე და დაუსახლებელ სახლს შეასკდა. "იუნაიტედის" მეკარე ჰარი გრეგმა (Harry Gregg) გონება არ დაკარგა, მოახერხა შეენარჩუნებინა სიფხიზლე. მან იფიქრა, რომ თვითმფრინავი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა აფეთქებულიყო და შეძლო ბობი ჩარლტონისა (Bobby Charlton) და დენის ვაიოლეტის გამოხსნა ქამრებიდან და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ცნობისათვის, ჩარლტონს "იუნაიტედის" შემადგენლობაში დებიუტი 18 თვით ადრე ჰქონდა. გუნდის 7 ფეხბურთელი კატასტროფის ადგილზევე გარდაიცვალა, დანკან ედვარდსი კი მიუნხენის ჰოსპიტალში 2 კვირა უშედეგოდ ებრძოდა სიკვდილს.
მარჯვენა გარემარბი ჯონი ბერი (Johnny Berry) გადაურჩა ავიაკატასტროფას, მაგრამ მიღებულმა ტრავმებმა არ მისცეს კარიერის გაგრძელების საშუალება.
მიუნხენელი ექიმების აზრით ბასბის გადარჩენის შანსები ნულს უახლოვდებოდა, ინგლისში მას პარაკლისიც კი გადაუხადეს, მაგრამ ის სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს და ორ თვეზე მეტი გაატარა ჰოსპიტალში, შემდეგ კი "იუნაიტედს" დაუბრუნდა.
"არსენალი" - "მანჩესტერი" 4-5. "ჰაიბერიზე" გამართული თრილერი ბოლო ინგლისური მატჩი გამოდგა "იუნაიტედის" 9 ფეხბურთელისათვის
განწირული შემადგენლობა. . . (დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: ედვარდსი, კოლმანი, ჯოუნსი, მორგანსი, ბობი ჩარლტონი, ვაიოლეტი, ტომი ტეოლორი, ფოულკსი, გრეგი, სკანლონი, კაპიტანი როჯერ ბირნი)
მატჩი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ
დანარცხებული Elizabethan Airliner
როჯერ ბირნი - კაპიტანი ტრაგედიამდე
როჯერ ბირნის დაკრძალვა
კაპიტანი ტრაგედიის შემდეგ - ბილ ფოულკსი. "იუნაიტედის" პირველი მატჩი ტრაგედიის შემდეგ. ასოციაციის თასის V რაუნდში "შეფილდ უენსდეის" (Sheffield Wednesday) წინააღმდეგ
ბობი ჩარლტონი საავადმყოფოში
ბასბი ებრძვის სიკვდილს მიუნხენის ჰოსპიტალში
ბასბი გამოწერეს 17 აპრილს
ვარაუდობდნენ, რომ "იუნაიტედი" ყველა ტურნირიდან გამოვარდებოდა და ძალიან დასუსტდებოდა, თუმცა ჯიმი მერფიმ, რომელიც ბასბის არყოფნაში ასრულებდა მენეჯერის ფუნქციებს, მოახერხა და გუნდს (უფრო სწორად რაც მისგან დარჩა) კარგი ფორმა ააკრეფინა. საბოლოოდ იმ სეზონში "მანჩესტერი" ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც "ბოლტონ უონდერერზთან" (Bolton Wanderers) წააგო.
სეზონის დასრულების შემდეგ UEFA-მ შესთავაზა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას, რომ ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ინგლისის ჩემპიონ "ვულვერჰემპტონ უონდერერზთან" (Wolverhampton Wanderers) ერთად "მანჩესტერსაც" ეასპარეზა და ამით პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისათვის, მაგრამ საფეხბურთო ასოციაციამ შეთავაზება უარყო.
ტრაგედიის მომდევნო სეზონში "იუნაიტედმა" მოახერხა ბოლო ტურამდე ებრძოლა ჩემპიონობისათვის და "ვულვერჰემპტონისათვის" კუდში ედევნა, საბოლოოდ კი გუნდი II ადგილზე გავიდა, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგი იყო ძირითადი შემადგენლობის 9 ფეხბურთელის დამკარგავი გუნდისათვის.
მიუნხენის ტრაგედიის აღსანიშნავი მემორიალური დაფა "ოლდ ტრაფორდზე"
ტრაგედიის შემდეგ აღორძინებული კლუბი 1960-1968 წლები
ბასბის ახალი გუნდიბასბიმ მოახერხა გუნდის ხელახალი აღორძინება 1960-იანების დასაწყისში ისეთი ფეხბურთელების მოყვანით, როგორებიც არიან დენის ლოუ (Dennis Law) და პატ კრერანდი (Pat Crerand), აგრეთვე მრავალი ახალგაზრდა მოთამაშე გამოზარდა აკადემიიდან. შესაძლოა, რომ ბასბის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მთელი თავისი კარიერის მანძილზე, გუნდში ახალგაზრდა ბელფასტელი ბიჭის, ჯორჯ ბესტის (George Best) მოყვანა იყო. ბესტი ათლეტიზმით არ გამოირჩეოდა, მაგრამ საოცრად ფლობდა ბურთს. მისი სისწრაფე მას საშუალებას აძლევდა მეტოქის დაცვაში ნებისმიერ, თუნდაც უმცირეს ნაპრალში გამძვრალიყო. გუნდმა ასოციაციის თასი მოიგო 1963 წელს, თუმცა ინგლისის პირველ დივიზიონში მხოლოდ XIX ადგილი დაიკავა. როგორც ჩანს, ასოციაციის თასის მოგებამ საკუთარი ძალების რწმენა ჩაუნერგა ფეხბურთელებს და 1964 წელს მათ ჩემპიონატში II ადგილი დაიკავეს, 1965 და 1967 წლებში კი ჩემპიონობაც მოიპოვეს.
1968 წელს "იუნაიტედმა" ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, ფინალში კი ეუსებიოს (Eusebio) "ბენფიკა" დაამარცხა 4-1. “იუნაიტედი” გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც აღნიშნული ტურნირი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებ გუნდში თამაშობდა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის ("ოქროს ბურთი") 3 მფლობელი: ბობი ჩარლტონი (1964), დენის ლოუ (1966) და ჯორჯ ბესტი (1968).
“მანჩესტერი” 1968 წელს
მატ ბასბი მენეჯერის პოსტიდან გადადგა 1969 წელს და ის შეცვალა სარეზერვო გუნდის მწვრთნელმა და "იუნაიტედის" ძველმა მოთამაშემ უილფ მაკგინესმა (Wilf McGuinness).
დენის ლოუ
Glory Gloryჯორჯ ბესტი
Glory Man Unitedბობი ჩარლტონი
]Glory Glory Man Unitedპატ კრერანდი
1998-2008 წლის სეზონებიტრებლი (სეზონი 1998-99)1998-99 წლების სეზონი გამოდგა ყველაზე წარმატებული "იუნაიტედისათვის". ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელადაც, ინგლისურმა გუნდმა მოახერხა ტრებლის გახერხება: "იუნაიტედმა" მოიგო პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ევროპის ჩემპიონთა ლიგა - სამივე მთავარი ტურნირი. ძალიან დაძაბულ პრემიერლიგის სეზონში "იუნაიტედმა" ბოლო ტურში მოახერხა ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, დაამარცხა რა "ტოტენჰემ ჰოტსპური" (Tottenham Hotspur) 2-1. "მანჩესტერის" უმთავრესმა კონკურენტმა, "არსენალმა" აგრეთვე მოიგო თავისი მატჩი (1-0 "ასტონ ვილასთან"). "მანჩესტერი" "ტოტენჰემთან" 0-1 აგებდა და მოგების გარდა არაფერი აწყობდა.
პრემიერლიგის მოგება ტრებლისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ ფერგის თქმით, ურთულესი.
ასოციაციის თასის ფინალში "იუნაიტედმა" "ნიუკასლს" (Newcastle) სძლია 2-0. გოლები ტედი შერინგემმა (Teddy Sheringham) და პოლ სქოულზმა გაიტანეს, მაგრამ ასოციაციის თასის ფინალზე უფრო მეტად აღსანიშნავი ნახევარფინალი იყო, სადაც უდრამატულეს მატჩში რაიან გიგზის ბრწყინვალე გოლით 10 კაციანმა "მანჩესტერმა" 2-1 დაამარცხა "არსენალი".
1998-99 წლების სეზონის ბოლო აკორდი იყო ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენის "ბაიერნის" (Bayern) წინააღმდეგ ქალაქ ბარსელონაში, "ბარსელონას" (F.C. Barcelona) სტადიონ "ნოუ კამპზე" (Nou Camp).
"იუნაიტედმა" ენით აუწერელ მატჩში დაამარცხა გერმანული გუნდი 2-1. ეს ფინალი დრემდე მიჩნეულია ჩემპიონთა ლიგის ფინალებს შორის ერთ-ერთ (თუ არა ყველაზე) საუკეთესოდ.
შემდეგ სეზონში "მანჩესტერმა" იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საკონტინენტთაშორისო თასიც მოიპოვა დაამარცა რა სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო გათამაშების, ლიბერტადორესის თასის (Copa Libertadores) გამარჯვებული ბრაზილიური "პალმეირასი" (Palmeiras).
ალექს ფერგიუსონი ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ რაინდად აკურთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
ტრებლის შემდგომი პერიოდი (1999 წლიდან დღემდე)"იუნაიტედმა" პრემიერლიგა 2000 და 2001 წლებშიც მოიგო, მაგრამ ეს სეზონები, შეიძლება ითქვას, მაინც არ იყო წარმატებული, რადგანაც გუნდმა ევროპულ სარბიელზე ბევრს ვერაფერს მიაღწია და ორივეჯერ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს ვერ გასცდა.
2000 წელს დაარსდა წამყვანი ევროპული გუნდების ასოციაცია G-14 და "მანჩესტერი" მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
ფერგიმ გადაწყვიტა "იუნაიტედი" ცოტა უფრო დაცვით სისტემაზე გადაეყვანა, რათა გუნდი ევროპულ სარბიელზე უფრო წარმატებით ათამაშებულიყო და ზოგადად ძნელი დასამარცხებელი ყოფილიყო, თუმცა გუნდმა მაინც ვერ მიაღწია წარმატებას და პრემიერლიგაშიც დათმო პოზიციები: 2001-02 წლების სეზონში გუნდი III ადგილზე გავიდა.
"იუნაიტედმა" ინგლისის ჩემპიონის ტიტული მომდევნო სეზონშივე დაიბრუნა და 2003-04 წლების სეზონშიც კარგად დაიწყო, მაგრამ წამყვანმა მცველმა რიო ფერდინანდმა (Rio Ferdinand) დოპინგ-ტესტის გაცდენის (და არა ტესტზე ჩავარდნის) გამო 8 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მისმა დისკვალიფიკაციამ ბევრი ეჭვი გააჩინა და ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა, მითუმეტეს, რომ ფერდინანდს დოპინგი სისხლში ვერ აღმოუჩინეს. დისკვალიფიკაცია ძალაში შევიდა 2004 წლის 12 იანვარს. გუნდმა წამყვანი მცველის გარეშე ძალიან სუსტად იასპარეზა პრემიელიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც, თუმცა მოიგო ასოციაციის თასი. ფინალამდე მათ იმ სეზონში პრემიერლიგის მომგები "არსენალი" ჩამოიცილეს, ფინალში კი დაბალლიგელ, ცნობილი ფეხბურთელის დენის უაიზის (Dennis Wise) გაწვრთნილ "მილუოლს" სძლიეს (Milwall).
2004-05 წლების სეზონი გამორჩეული იყო იმით, რომ "მანჩესტერმა" ყველა ტურნირზე ძალიან ცოტა გოლი გაიტანა და პრემიერლიგაში საბოლოოდ III ადგილზე გავიდა. ასოციაციის თასის ფინალში კი "არსენალთან" დამარცხდა პენალტების სერიაში, ძირითადი და დამატებითი დროის უგოლოდ დასრულების შემდეგ.
დაბალი შედეგიანობა ჰოლანდიელ თავდამსხმელ რუუდ ვან ნისტელროის (Ruud Van Nistelrooy) ტრავმასთან იყო დაკავშირებული.
საბოლოოდ ის სეზონი "მანჩესტერმა" უტიტულოდ დაასრულა.
ყველაზე საინტერესო რაც ზემოთ ხსენებულ სეზონში მოხდა იყო ის, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა მალკოლმ გლეიზერმა (Malcolm Glazer) გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენისა. ამ ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა და ვნებათაღელვა გამოიწვია.
"იუნაიტედმა" 2005-06 წლების სეზონი სუსტად დაიწყო. 2005 წლის დეკემბერში კაპიტანი როი კინი გუნდიდან წავიდა მას შემდეგ, რაც საჯაროდ გააკრიტიკა რამდენიმე თანაგუნდელი. გუნდმა, პირველად ათწლეულის მანძილზე, ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვა, დამარცხდა რა გადამწყვეტ მატჩში ლისაბონის "ბენფიკასთან" (Benfica). მეტიც, "იუნაიტედმა" ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
ამ სეზონში "მანჩესტერის" ოთხმა ფეხბურთელმა მძიმე და გრძელვადიანი ტრავმები მიიღო: გაბრიელ ჰაინცემ (Gabriel Heinze), ალან სმიტმა (Alan Smith), რაიან გიგზმა და პოლ სქოულზმა. მაგრამ "იუნაიტედმა" მაინც შეძლო და სეზონი ტიტულით დაასრულა, მოიგო რა ლიგის თასი (Carling Cup), დაამარცხა ფინალში პრემიერლიგაში ახლადაღზევებული "უიგანი" (Wigan) ანგარიშით 4-0.
პრემიერლიგაში ფერგის გუნდმა II ადგილი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატური მოხვედრა გაინაღდა. ყველაფერი კი ბოლო დღეს გადაწყდა, როდესაც "იუნაიტედმა" "ჩარლტონ ატლეტიკს" (Charlton Athletic) სძლია 4-0.
ამ სეზონში გუნდს რომ ლიგის თასიც არ მოეგო, იქნებოდა პირველი შემთხვევა 1989 წლიდან მოყოლებული, როდესაც გუნდი ზედიზედ 2 სეზონის მანძილზე ხელცარიელი დარჩა.
სეზონის ბოლოს გუნდის წამყვანი თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტელროი მადრიდის "რეალში" (Real Madrid) გადავიდა სერ ალექს ფერგიუსონთან უთანხმოების გამო.
ზაფხულში ფერგიმ ერთადერთი ტრანსფერი განახორციელა: "ტოტენჰემიდან" ნახევარმცველი მაიკლ კარიკი (Michael Carrick) გადმოვიდა 18 მილიონ გირვანქად. მას 16–ნომრიანი მაისური უბოძეს, რომელიც ადრე როი კინს ეკუთვნოდა. კარიკმა გაამართლა იმედები.
"მანჩესტერი" ისეთივე შემტევ სტილში ათამაშდა, როგორც მას სჩვევია და როგორც 90-იანი წლების ბოლოს საკუთარ, და არა მარტო საკუთარ, გულშემატკივარს უხარებდა თვალს.
2007 წლის იანვარში "მანჩესტერმა" ორთვიანი იჯარით შვედი თავდამსხმელი ჰენრიკ ლარსონი (Henrik Larsson) ინათხოვრა შვედური "ჰელსინგბორგიდან" (Helsingborg). ლარსონი ძალიან წაადგა გუნდს და 2007 წლის აპრილისათვის "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსა და ასოციაციის თასის ფინალში იყო გასული, ხოლო პრემიერლიგაში კი 32 ტურის შემდეგ პირველი იყო და მეორეადგილოსან "ჩელსიზე" (Chelsea) 20 გოლით მეტი ჰქონდა გატანილი.
გაჩნდა ტრებლის მეორედ მოგების იმედი, თუმცა "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იტალიურ "მილანთან" (A. C. Milan) დამარცხდა ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3–5.
2007 წელს შესრულდა 50 წელი მას შემდეგ, რაც "მანჩესტერმა" პირველად ითამაშა ევროტურნირზე. აგრეთვე 2007 წელი იყო დღევანდელი ევროპისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის დამფუძნებელ რომის ხელშეკრულების ხელისმოწერიდან გავიდა 50 წელი. ამ ორ თარიღთან დაკავშირებით 13 მარტს გაიმართა საქველმოქმედო მატჩი "მანჩესტერის" "ოლდ ტრაფორდზე" (Old Trafford). "იუნაიტედი" დაუპირისპირდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შექმნილ გუნდს, რომელთა მწვრთნელი იტალიელი მარჩელო ლიპი (Marcello Lippi) გახლდათ.
"მანჩესტერმა" სანახაობრივ ბრძოლაში 4-3 გაიმარჯვამ, გოლები "იუნაიტედელებისგან" კი უეინ რუნიმ (Wayne Rooney; 2 გოლი), უეს ბრაუნმა (Wes Brown) და კრიშტიანუ რონალდუმ (Cristiano Ronaldo; ულამაზესი საჯარიმო დარტყმით) გაიტანეს.
2003 წლის შემდეგ "იუნაიტედმა" დაიბრუნა ინგლისის ჩემპიონის ტიტული. ეს გადაწყდა 36-ე ტურში, 2007 წლის 6 მაისს: "ჩელსიმ" გასვლაზე ფრედ ითამაშა "არსენალთან" და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 7 ქულით ჩამორჩა "იუნაიტედს", რომელმაც თავის მხრივ 5 მაისს მანჩესტერულ დერბიში 1-0 სძლია "სიტის" (Manchester City). ეს იყო პრემიერლიგის 15-წლიან ისტორიაში "მანჩესტერის" მე-9 ჩემპიონობა.
უპრეცედენტო მეოთხე ინგლისური "დუბლი" არ შედგა, რადგანაც ასოციაციის თასის ფინალში "იუნაიტედი" "ჩელსისთან" დამარცხდა დამატებით დროში 0-1. ფინალური მატჩი გაიმართა განახლებულ "უემბლის" (Wembley) სტადიონზე.
ეს იყო პირველი დიდი ოფიციალური მატჩი ლეგენდარულ სტადიონზე 2000 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც "უემბლი" რეკონსტრუქციისთვის დაანგრიეს.
ბოლო სეზონი (2007-08)2007-08 წლების სეზონი "მანჩესტერმა" გამარჯვებით დაიწყო: "ჩერითი შილდზე" "ჩელსისთან" მატჩში ძირითადი და დამატებითი დრო 0-0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "იუნაიტედმა" 3-0 გაიმარჯვა, პენალტების სერიის გმირი კი მეკარე ედვინ ვან დერ სარი (Edwin Van Der Sar) გახდა, რომელმაც სამი 11-მეტრიანი დარტყმა მოიგერია.
მიუხედავად ამ გამარჯვებისა "მანჩესტერმა" პრემიერლიგა საშინლად დაიწყო და პირველ 5 მატჩში ერთადერთი გამარჯვება და მხოლოდ 8 ქულა ჰქონდა.
იმ ზაფხულს "მანჩესტერმა" 4 ტრანსფერი განახორციელა და ჯამში 60 მილიონ გირვანქაზე მეტი დახარჯა. გუნდში მოვიდნენ: არგენტინელი 23 წლის თავდამსხმელი კარლოს ტევესი (Carlos Tevez), რომლის ორწლიანი იჯარა ხელფასის ჩათვლით გუნდს დაახლოებით 10 მილიონი გირვანქა დაუჯდება; 19 წლის პორტუგალიელი გარემარბი ნანი (Nani), რომელიც ლისაბონის "სპორტინგიდან" (Sporting) 18 მილიონ გირვანქად გადმოვიდა; 26 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ოუენ ჰარგრივსი (Owen Hargreaves), რომლის ტრანსფერიც 25 მილიონი გირვანქა დაჯდა მიუნხენის "ბაიერნიდან"; და 19 წლის ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი ანდერსონი (Anderson) პორტუგალიური "პორტუდან" (F.C. Porto) - 20 მილიონ გირვანქად.
"მანჩესტერის" წარუმატებლობა იმით გაგრძელდა, რომ გუნდი მეორე შემადგენლობით ინგლისის ლიგის თასის II ეტაპზე "ოლდ ტრაფორდზე" დაბალლიგელ "ქოვენთრი სიტისთან" (Coventry City) 0-2 დამარცხდა.
თუმცა "იუნაიტედმა" სიტუაცია გამოასწორა, გოლების გატანას მოუხშირა და საბოლოოდ პრემიერლიგის 16-წლიან ისტორიაში, ეს ტურნირი მეათედ მოიგო.
"მანჩესტერი" ასოციაციის თასის მოგებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა თასის მომავალ მფლობელ "პორტსმუთთან" (Portsmouth) 0-1.
სეზონი კი ევროპული ტრიუმფით დასრულდა. "მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგა მესამედ მოიგო. ტურნირის 50-ზე მეტწლიან ისტორიაში პირველად შედგა ინგლისური ფინალი: "მანჩესტერი" - "ჩელსი", რომელიც ძალიან დაძაბული, სანახაობრივი და დრამატული გამოდგა.
ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, დამატებითი დრო უგოლოდ გაილია და საბოლოო ჯამში სეზონი ისევე დასრულდა, როგორც დაიწყო: "იუნაიტედმა" პენალტების სერიაში სძლია "ჩელსის" 6-5 და ევროპის ღირსეული ჩემპიონი გახდა.