“იუნაიტედს” ბასბის გარეშე ძალიან გაუჭირდა და 1969–1970 წლების სეზონში მე–8 ადგილზე გავიდა ინგლისის ჩემპიონატში. 1970–71 წლების სეზონიც გუნდმა მძიმედ დაიწყო და მაკგინესი სარეზერვო გუნდის მწვრთნელად დააბრუნეს, გუნდში კი ისევ ბასბი მიიწვიეს. შედეგები გაუმჯობესდა, თუმცა ბასბი მხოლოდ 6 თვე დარჩა გუნდში და 1971 წლის ზაფხულში საბოლოოდ დატოვა გუნდი. ამავე დროს “იუნაიტედმა” დაკარგა ისეთი მაღალი დონის მოთამაშეები, როგორებიც იყვნენ ნობი სტაილზი (Nobby Stiles) და პატ კრერანდი.
“მანჩესტერმა” გადაწყვიტა მენეჯერად ჯოკ სტეინი (Jock Stein) მოეწვია, რომელმაც “სელტიკს” ჩემპიონთა თასი მოაგებინა. სტეინსა და კლუბს შოის სიტყვიერი შეთანმებაც მოხდა, თუმცა სტეინმა უკანასკნელ წუთს გადაიფიქრა და მის მაგივრად დანიშნეს ფრენკ ო’ფარელი (Frank O’Farrell). ისევე როგორც მაკგინესმა, ო’ფარელმაც მხოლოდ 18 თვეზე ნაკლები გაძლო პოსტზე. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ წარუმატებლობის გამოსწორებას ო’ფარელი ახალი ტალანტების მოძიებით შეეცადა და 125 000 გირვანქად მარტინ ბიუჩენი (Martin Buchan) გადმოიყვანა შოტლანდიური “აბერდინიდან” (Aberdeen). მის გარდა სხვა ფეხბურთელებიც მოიძია, თუმცა ბიუჩენი საუკეთესო შენაძენი გამოდგა.
ფერგი და ჯოკ სტეინიMU Fans are the Best in the World 4everფრენკ ო'ფარელი Glory მარტინ ბიუჩენი
“იუნაიტედის” შემდეგი მწვრთნელი იყო ტომი დოჰერტი (Tommy Docherty), რომელიც გუნდის მენეჯერად დაინიშნა 1972 წლის ბოლოს. დოჰერტიმ, მეტსახელად “დოკმა” (the Doc), “იუნაიტედი” გავარდნას გადაარჩინა, თუმცა გუნდი 1974 წელს მაინც გავარდა, როდესაც “ოქროს ტრიომ” (ბესტ, ჩარლტონი, ლოუ) გუნდი დატოვა. დენის ლოუ 1973 წლის ზაფხულში გადავიდა “სიტიში” და “იუნაიტედთან” შეხვედრაში გოლიც გაიტანა. საბოლოოდ “მანჩესტერმა” ის შეხვედრა წააგო და სწორედ ლოუს გოლის გამო დაემშვიდობა კიდეც უმაღლეს დივიზიონს. დენის ლოუს გატანილი გოლი არ აღუნიშნავს.
“ოქროს ტრიოს” შემცვლელად ასევე 3 სხვა ფეხბურთელი მოიწვიეს: ლუ მაკარი (Lou Macari), სტიუარტ ჰიუსტონი (Stewart Houston) და ბრაიან გრინოფი (Brian Grinoff), მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა “მანჩესტერის” ლეგენდები ღირსეულად ვერ შეცვალა.
ტომი დოჰერტიwe play against the idea of losing ლუ მაკარი
გუნდი პირველივე ცდიდან დაბრუნდა ელიტაში და სეზონის ბოლოსკენ გუნდში დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა სტივ კოპელს (Steve Coppell), რომელიც “ტრანმერ როვერსიდან” (Tranmere Rovers) გადმოიყვანეს. კოპელის დახმარებით გუნდმა 1976 წელს ასოციაციის თასის ფინალს უწია, თუმცა “საუთჰემპტონთან” (Southampton) დამარცხდა. 1977 წელს გუნდი ისევ გავიდა ასოციაციის თასის ფინალში და დაამარცხა “ლივერპული” 2–1. მიუხედავად ამ წარმატებისა და ფანებს შორის პოპულარობისა, “ლივერპულთან” მოგებული ფინალის შემდეგ დოჰერტი გუნდიდან გაუშვეს, რადგანაც გაირკვა, რომ ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა გუნდის ფიზიოთერაპევტის ცოლთან.
სტივ კოპელი
1977 წლის ზაფხულში დოჰერტი დეივ სექსტონმა (Dave Sexton) შეცვალა. მან გუნდის სათამაშო სტილი დაცვით ვარიანტზე გადააწყო. ფანები მიჩვეულები იყვნენ ბასბისა და დოჰერტისგან შემტევ ფეხბურთს და მათთვის სექსტონის დაცვითი სტილი რთული მისაღები აღმოჩნდა. სექსტონის მთავარი შენაძენები იყვნენ ჯო ჯორდანი (Joe Jordan), გორდონ მაკქუინი (Gordon McQueen), გარი ბეილი (Gary Bailey) და რეი უილკინსი (Ray Wilkins), მაგრამ სექსტონის დაცვითი “იუნაიტედი” ცხრილის შუაგულს ვერ გასცდა. ერთხელ გუნდი მეორე ადგილზე გავიდა და ერთხელაც ასოციაციის თასის ფინალს მიაღწია, სადაც “არსენალთან” (Arsenal) დამარცხდა. ტიტულების ნაკლებობის გამო სექსტონი გუნდიდან გაუშვეს 1981 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მისი დათხოვნის მომენტში გუნდს ზედიზედ 7 მატჩი ჰქონდა მოგებული.
დეივ სექსტონი united road. . . გორდონ მაკქუინი the Red Devils გარი ბეილი
სექსტონი შეცვალა რონ ატკინსონმა (Ron Atkinson), რომლის თვითნებული ხასიათი მის გაწვრთნილ ყველა გუნდს ეტყობოდა. მან მოხსნა ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდი, როდესაც თავისი ყოფილი გუნდიდან, “ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან” (West Bromwich Albion) გადმოიყვანა ბრაიან რობსონი (Bryan Robson). შემდეგში რობსონი აღიარებულ იქნა “მანჩესტერის” ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველად დანკან ედვარდსის დროიდან მოყოლებული. ატკინსონმა გუნდში მოიყვანა სხვა ფეხბურთელებიც: იესპერ ოლსენი (Jesper Olsen), პოლ მაკგრატი (Paul McGrath) და გორდონ სტრაჩანი (Gordon Strachan), რომლებიც შეათამაშა გუნდის აღზრდილებთან: ნორმან უაიტსაიდთან (Norman Whiteside) და მარკ ჰიუზთან (Mark Hughes). “იუნაიტედმა” ასოციაციის თასი ორჯერ, 1983 და 1985 წლებში მოიგო, 1985–86 წლების სეზონში კი ინგლისის ჩემპიონობის მოპოვების უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, სეზონის პირველი 10 მატჩიდან ყველას მოგებისა და მეორეადგილოსანთან 10 ქულიანი უპირატესობის გამო. თუმცა გუნდმა ფორმა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. გუნდის საზიზღარი ფორმა შემდეგ სეზონშიც გაგრძელდა და გუნდი გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა 1986 წლის ნოემბრისათვის.
რონ ატკინსონი დაითხოვეს.
რონ ატკინსონი Come Onბრაიან რობსონი Plaing For Win გორდონ სტრაჩანი Come On ნორმან უაიტსაიდი
მარკ ჰიუზი