
ფაბიო და სილვა ამპლუით არის მარცხენა მცველი, მაგრამ როგორც მის ძმას - რაფაელს, მასაც უყვარს შეტევაში ჩაბმა.
ძმები-ახლობლები, რომლებიც მანჩესტერში ირიცხებიან 2005 წლიდან, მათ უკვე შეძლეს ახალგაზრდულ ტურნეში მონაწილეობის მიღება, ლეს კერშოუს მეთაურობით, რომელიც მანჩესტერის აკადემიის მწვრთნელი იყო.
ფაბიო უკვე შეძლო ასულიყო მაღალ დონეზე. 17 წლამდელტა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც კორეაში ჩატარდა, ფაბიიომ მიაღწია ბრაზილიის ნაკრების კაპიტნობას და ნაკრების ბომბარდირიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიამ ვერ შეძლო გასულიყო 1/8 ფინალში, FIFA.com-მმა ასე აღწერა მისი თამაში, რომელიც "განის" ნაკრების წინააღმდეგ გამართა: "სასიამოვნო საყურებელი იყო ბრაზილიის ნაკრების მშვიდი და ვირტუოზული თამაშის ყურება, რომელსაც ხელმძღვანელობდა შეუდარებელი ფაბიო"
უმაღლესად აფასებს მათ თამაშს სერ ალექს ფერგიუსონიც: "მე ვფიქრობ, ისინი ორივე შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, ისინი მთელი ენთუზიაზმით და მონდომებით თამაშობენ, ისინი ტიპიური ბრაზილიელები არიან, რომლებიც ფიქრობენ მხოლოდ ფეხბურთზე, ისინი ძალიან სწრაფები და მოხერხებულები არიან, ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია შევაფასოთ მათი თამაშის ალღოდ აღება, რადგან მათ ფეხბურთის გარეშე ერთი წელი გაატარეს. 2007 წლის იანვარში ჩვენ გადმოვიბირეთ ისინი, მაგრამ უკვე გვიანი იყო რომ მათთვის დაერთოთ ნება სამუშაოდ."
2008 წლის 4 აგვისტოს, ძმების დებიუტი შედგა "პიტერბოროსთან", სადაც რაფაელისგან გაოცებული მაყურებელი ოვაციებს ვერ მალავდა, ფაბიომ მხოლოდ შეცვლაზე შევიდა მეორე ტაიმში და ასევე ოვაციები დაიმსახურა, რომელიც თამაშში ვერ მალავდა მის ენთუზიაზმს და აგრესიას მოედანზე. როგორც ძირითადი შემადგენლობის მარცხენა მცველ პატრის ევრას, ფაბიოსაც უყვარს პარტიორების დახმარება და შეტევაში ჩაბმა, რომელიც ასევე შესანიშნავად ფლობს ბურთს.