ავტორი: Luis NANI 17   11-01-2010, 14:57   ნანახია: 513 [ ]
  
ედვინ  ვან  დერ  საარი


ევრო 2008 დამთავრების შემდეგ, ვან დერ საარმა განაცხადა, რომ 2008/09 სეზონი ბოლო იქნებოდა პრემიერ-ლიგაში და მის კარიერაში,მაგრამ 2008 წლის 12 დეკემბერს, მან "მანჩესტერ იუნაიტედთან" კიდევ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ასე რომ იგი 2009/10 სეზონის დამთავრებამდე კლუბში დარჩება.

საკლუბო კარიერა:

ედვინ ვან დერ საარი საკლუბო კარიერა დაიწყო ჰოლანდიურ "აიაქსში." 90-იან წლებში კლუბის შემადგენლობაში, მან მოიგო ოთხი ჰოლანდიის ჩემპიონატი და სამი ქვეყნის თასი.
ლუიშ ვან გაალის წყალობით "აიაქსი" შეუჩერებელი იყო ევროპაში.1992 წელს "აიაქსმა" მოიგო უეფას თასი,სამი სეზონის შემდეგ კი გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში.ვენაში, ლიგის ფინალში "აიაქსმა" მოუგო იტალიის "მილანს", ანგარიშით 1-0.უფრო ადრე ედვინი დაეუფლა ევროპის სუპერთასს.
1999 წელს, ანჯელო პერუცის "იუვენტუსიდან" "ინტერში" გადასვლის შემდეგ, ედვინ ვან დერ საარი გახდა პირველი უცხოელი მეკარე, რომელიც "იუვეს" კარში ჩადგა.ორი სეზონი, იგი იყო ძირითადის მეკარე.2001 წელს კლუბმა პარმასაგან შეიძინა ჯანუიჯი ბუფონი და ედვინის შანსები, რომ ძირითადში მოხვედრილიყო საგრძნობლად შემცირდა.
ჰოლანდიელი ფეხბურთელი ინგლისურმა "ფულჰემმა" შეიძინა, 11,5 მილიონ ევროდ.ედვინმა "ფულჰემთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.მან ამ კლუბში 127 მატჩი ჩაატარა.
2005 წლის 1 ივლისს ედვინ ვან დერ საარი "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა, მან ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს.2007 წლის 5 აგვისტოს , მატჩში ინგლისის სუპერთასისთვის, თამაში პენალტებამდე მივიდა.ედვინმა სამივე პენალტი მოიგერია და კლუბს ინგლისის სუპერთასი მოაგებინა.
2008 წლის 21 მაისს,ლიგის ფინალში ჩელსის წინააღმდეგ,ედვინ ვან დერ საარი გახდა მატჩის გმირი,მან მოიგერია ნიკოლა ანელკას პენალტი,რომელიც გახდა გადამწყვეტი და "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

"აიაქსში" 1990-1999 -226 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
"იუვენტუსი"- 1999-2001 -66 მატჩი.
"ფულჰემი" - 127 მატჩი.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - 2005 წლიდან დღემდე - 132 მატჩი.

კარიერა ნაკრებში:

ედვინ ვან დერ საარი პირველად ჰოლანდიის ნაკრებში მოხვდა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,ედ დე გუიას დუბლიორად, მაგრამ პირველად ნაკრებისთვის ერთი წლის შემდეგ ითამაშა.1995 წლის 7 ივნისს მინსკში, ევრო-1996 შესარჩევ მატჩში, ბელორუსია- ნიდერლანდები. მატჩი ყველასათვის მოულონდნელად დასრულდა,მასპინძლებმა მოიგეს 1-0,ვან დერ საარის კარი დალაშქრა სერგეი გერასიმევმა. ამის შემდეგ ვან დერ საარი ნაკრების პირველი ნომერი იყო ევრო-1996,მსოფლიო-1998,ევრო-2004 და მსოფლიო-2006.მთელი ამ დროის მანძილზე, მან გამოტოვა მხოლოდ ერთი მატჩი,ევრო-2000-ის ჯგუფური ეტაპის ფინალური სტადიის დასკვნითი თამაში,ფრანგების წინააღმდეგ.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მან ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ფრანკ დე ბუგას რეკორდი მოხსნა.ვან დერ საარმა 130 მატჩიდან მხოლოდ 71 გაუშვა გოლები, ეს მიიჩნევა ევროპის რეკორდად.

პირადი მიღწევები:

ევრო-2008-ის სიმბოლური ნაკრების წევრი-ფიფას ვერსიით
ევროპის საუკეთესო მეკარე:1995
ჰოლანდიის საუკეთესო მეკარე:1994,1995,1996,1997
ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელი:1998
ნაკრებში გატარებული მატჩებით არის რეკორდსმენი(130 მატჩი)
ბრიტანულ ლიგებში გოლის გაუშვებელად მატჩების რაოდენობით არის რეკორდსმენი, მან გოლი არ გაუშვა:1311 წუთის (14 მატჩი)
მას ასევე ეკუთვნის ევროპის რეკორდი,მან ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში გოლი არ გაუშვა- 1013 წუთი.