
თავისი საფეხბურთო კარიერა ბრაუნმა დაიწყო სკოლებში «School of Excellence» და «Greater Manchester». 1996 წლის ივლისში უესმა მოაწერა კონტრაქტი "იუნაიტედთან" და 4 ნოემბერს უკვე გახდა პროფესიონალი. ახალგაზრდულ გუნდში გადასულმა, ბრაუნმა პირველად თავის სეზონში მოიგო ოქროს მედალი ინგლისის ახალგაზრდული ლიგის თასის და გახდა კლუბის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. 1998 წლის 4 მაისს "ლიდსთან" მატჩში ის უკვე იყო "მანჩესტერის" სათადარიგო ფეხბურთელი. 1 კვირის შემდეგ მისი დებიუტი შედგა ძირითად შემადგენლობაში "ბარნსლისთან" მატჩში, რომელიც "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა 2-0 მოიგეს.
1998/99 სეზონში ბრაუნი აგრძელებდა "იუნაიტედში" თამაშს და აჩვენებდა შესანიშნავ თამაშს ახალგაზრდა ფეხბურთელის კვალობაზე. ბრაუნმა მიიღო მუდმივი ადგილი ძირითად შემადგენლობაში დაცვაში ტრავმირებული დენის ირვინის ნაცვლად. ის იყო ძალიან სწრაფი და შესანიშნავად ერთვებოდა ფლანგიდან შეტევებში. ამ პერიოდში უკვე ის გამოდიოდა ინგლისის ნაკრები 21 წლამდელთა შემადგენლობაში. თავისი პირველი შემოთავაზება "იუნაიტედის" მცველმა ნაკრებიდან მიიღო კევინ კიგანისგან და პირველად მან ითამაშა უნგრეთის წინააღმდეგ ბუდაპეშტში.
1999/2000 სეზონში მას პრაქტიკულად მატჩი არ ჩაუტარებია, რადგან ვარჯიშზე მან მიიღო საშინელი ტრამვა, რომლის შედეგადაც მისთვის ის სეზონი პრაქტიკულად დასრულდა.
2000/01 სეზონის შემოდგომაზე ბრაუნი დაბრუნდა კლუბში. ცენტრალურ მცველად იაფ სტამთან ერთად მან ძალიან ბევრ თამაშში შესანიშნავი თამაში აჩვენა.
მან მიიღო ძალიან ბევრი კომპლიმენტი გუნდის ხელმძღვანელობისგან და "მანჩესტერის" ვეტერანებისგანაც. ბრაუნი მიიწვიეს უკვე ინგლისის ნაკრებში და ის იმედოვნებდა, რომ მომავალში შეძლებდა ნაკრებში ძირითადში თამაშს. მას თავის კარიერის განმავლობაში არაერთი ბურთი აქვს საკუთარ კარში გადაგზავნილი, მაგრამ მისი დაცვაში შესანიშნავი თამაში ამას ხაზს უსვამს. უესმა დაამტკიცა, რომ მას აქვს პოტენციალი, რათა გახდეს მსოფლიო დონის ვარსკვლავი.
2001/02 სეზონის პირველი თვეები ბრაუნისთვის არც ისე კარგი იყო, გუნდს დაცვაში ჰქონდა ძალიან ბევრი პრობლემა. ამას დაემატა ისიც, რომ ბრაუნმა მიიღო მუხლის ტრამვა. ის დაბრუნდა გუნდში აპრილში და მის თამაშს სეზონის ბოლომდე აკვირდებოდა სვენ გორან ერიქსონი, რათა გადაეწყვიტა, წაეყვანა თუ არა ის მსოფლიო ჩემპიონატზე 2002 წელს კორეა-იაპონიაში.
შემდეგი სეზონის დასაწყისში ბრაუნმა კვლავ ტრამვა მიიღო და ოქტომბრამდე ვეღარ შეძლო თამაში. მოედანზე დაბრუნებულს მას მოუწია ცენტრალურ მცველად თამაში რიო ფერდინანდთან ერთად. ვარსკვლავური წუთები ბრაუნის ცხოვრებაში დადგა მაშინ, როდესაც ლიგის ფინალში ერთმანეთს "იუვენტუსი" და "იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. ამ მატჩში ბრაუნმა გაიტანა თავისი პირველი გოლი კლუბში. ეს სეზონი ბრაუნისთვის ისევე საშინლად დამთავრდა, როგორც დაიწყო. ბოლო მატჩში "ევერტონის" წინააღმდეგ, მან კვლავ მიიღო მუხლის ტრამვა და სეზონს გამოეთიშა.
მან მოედანზე დაბრუნება შეძლო 2004 წლის იანვარში, როდესაც ინგლისის თასის 3-ე რაუნდში "იუნაიტედი" "ასტონ ვილას" ხვდებოდა. ტრამვებისგან ბრაუნი ამოვარდა ფორმიდან და მატჩი უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარა. მითუმეტეს ამას მიჰყვა ფერდინანდის დისკვალიფიკაციაც. ბრაუნი მთავარ კრიტიკის ობიექტად იქცა "იუნაიტედის" დაცვაში. ბრაუნი ამოვარდა იმ ფორმიდან, როგორც ჰქონდა მას ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში "არსენალის" წინააღმდეგ.
2004/05 სეზონში მან გააგრძელა პროგრესირება და გადაურჩა ტრამვას. "იუნაიტედის" რიგებში მან ამ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა. 2004 წლის ნოემბერში მან "იუნაიტედთან" მოაწერა ახალი კონტრაქტი, რომელიც მას გუნდში ტოვებდა 2008 წლის ივნისამდე.
2005/06 სეზონში ბრაუნმა "წითელი ეშმაკების" რიგებში 31 მატჩი ჩაატარა. მას შეხვდა დაცვის რიგებში ისეთი კონკურენტები, როგორებიც იყვნენ: ვიდიჩი, ო'ში, ჰაინცე. ფერგიუსონი ენდო ბრაუნს და სეზონის ბოლომდე იგი ათამაშა ძირითადში.
2006/07 სეზონში ფერგიუსონმა ცენტრალურ დაცვაში ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტი დააყენა და ბრაუნმა უკვე მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა. როცა ვიდიჩი ან ფერდინანდი ტრამვას იღებდნენ, ბრაუნი კვლავ ცენტრში გადადიოდა. მან ჩაატარა 31 მატჩი ძირითად შემადგენლობაში და 5-ში შემოვიდა ცვლილებაზე.
2007/08 სეზონში ბრაუნმა პრაქტიკულად მთელი სეზონი ჩაატარა მარჯვენა ფლანგზე ტრავმირებული გარი ნევილის შემცვლელად. უესმა ჩაატარა 52 მატჩი და გახდა პირველი გოლის ავტორი "ლივერპულთან" მატჩში "ოლდ ტრაფორდზე". მოსკოვში გამარჯვებას მან მიაღწია პოლ სკოულზთან და რაიან გიგზთან ერთად და მან მეორედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი.
ოთხი მცველი - ბრაუნი, ფერდინანდი, ვიდიჩი და ევრა არიან ყველაზე უძლიერესები კლუბის არსებობის ისტორიაში. 2008 წელს ბრაუნმა "წითელ ეშმაკებთან" გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი, რომელიც იწურება 2013 წლის ივნისში.