ავტორი: Luis NANI 17   11-01-2010, 13:34   ნანახია: 322 [ ]
  
დარენ ფლეტჩერი


დარენ ფლეტჩერი დაიბადა 1984 წლის 1 თებერვალს შოტლანდიაში ქალაქ დალკეიტში(ედინბურგთან ახლოს). ის შოტლანდიის ნაკრებში ვიცე კაპიტანია. თამაშობს მარჯვენა ფლანგზე ნახევარ-მცველად და ცენტრშიც. მანჩესტერში ჩაირიცხა 2000 წლის 3 ივლისს. დებიუტი შედგა მისი ამ გუნდში 2003 წლის 12 მარტს ბაზელთან მატჩში, მანამდე კი ის თამაშობდა მანჩესტერის ახალგაზრდულ გუნდში. 2003 -2004 წლებში მან უკაპიტნა კიდევაც რამოდენიმეჯერ მანჩესტერს. 2005 წლის 1 იანვარს პირველი გოლი გაიტანა "მიდლსბროსთან" მატჩში, ეს მატჩი მანჩესტერმა 2:0 მოიგო. როი კინსა და ფლეტჩერს შორის მოხდა დავა 2005 წელს მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ჩემპიონთა ლიგის მატჩში მან გაიტანა გოლი რომასთან მატჩზე მაქვს საუბარი და ბრწყინვალედ ჩაატარა ეს მატჩი მან. ხშირად იჯდა 2006-2007 წლებში სათადარიგოზე რადგან გუნდში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან ნანი, კერიკი, მაგრამ ფერგი მას ენდობოდა და თითქმის ყოველთვის როცა საჭირო იყო ათამაშებდა მას. ის და ჰარგრიუსი ძალიან უგებენ ცენტრში ერთმანეთს. მას მანჩესტერში 214 მატჩი აქვს ჩატარებული და გატანილი აქვს 13 გოლი. სიმაღლეში არის 1.84, წონაში კი 74 კგ. არსენეალთან მატჩში მან მიიღო წითელი ბარათი ეს მატჩი იყო ნახევარ-ფინალი და მან გამოტოვა ფინალური მატჩი. სერ ალექსმა კი განაცხადა რომ, მას მოუწევდა გადაწყობა გუნდის რადგან ფლეტჩერის ნაირი ფეხბურთელი არათუ მანჩესტერში არამედ მსოფლიოში ძალიან ცოტაა. მანჩესტერმა საჩივარი შეიტანა უეფაში რომ, ფლეტჩერს მისცეოდა უფლება რომ ეთამაშა ამ მატჩში მაგრამ მანჩემ უარი მიიღო. ვინ იცის ფლეტჩერი რომ მოედანზე ყოფილიყო მანჩეს შეიძლება მოეგო კიდევაც!


ეხლა კი ფლეტჩერის ჯილდოები:

Premier League: 2006–07, 2007–08, 2008–09

FA Cup: 2003–04

Football League Cup: 2005–06

FA Community Shield: 2003, 2007, 2008

UEFA Champions League: 2007–08

FIFA Club World Cup: 2008