''მანჩესტერ იუნაიტედის'' ჰოლანდიელმა მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა განაცხადა,რომ მისი ძალა და პროფესიონალიზმი მის გუნდს ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეოთხეჯერ და რეკოერდის დამყარებაში დაეხმარება.როგორც იცით სერ ალექს ფერგიუსონს გადაწყვეტილი აქვს ინგლისის ჩემპიონატი ზედიზედ მეოთხეჯერ მოიგოს ამისათვის კი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ჯერ არავის არ მიუღწევია.ხვალ იმ შემთხვევაში თუ ''მანკუნიანელები'' ''პორტსმუთს'' მოიგებენ ისინი ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები გახდებიან,ოღონ ეს ''ჩელსისა'' და ''არსენალს'' შორის შეხვედრის შედეგზეცაა დამოკიდებული,რადგან თუ მასპინძლებმა გაიმარჯვეს ქულათა სხვაობა ერთი იქნება ლონდონელთა სასარგებლოდ,მაგრამ ''არსენალმა'' აუცილებლად უნდა მოიგოს.რათა ჩემპიონატის მოგების შანსი შეინარჩუნოს.39 წლის მეკარე,რომელმაც ''არსენალთან'' 1-3 მოგებულ მატჩში თავისი წვლილი შეიტანა მიიჩნევს,რომ მისი გუნდი მოგებათა სერიას გააგრძლებს და პრემიერლიგის თასს უფრო და უფრო მიუახლოვდება.
''რა თქმა უნდა კლუბის წარმატებაში მეც შევიტან წვლილს,ჩვენ ახლა იდეალურ ფორმაში ვართ და დიდი შანსი გვაქვს რომ ეს სეზონიც პირველ ადგილზე დავასრულოთ მიუხედავად იმისა,რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ გუნდში კრიზისი იყო.ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ესა თუ ის პრობლემა,რადგან ასეთ პრობლემურ სიტუაციებში ბევრჯერ ვყოფილვართ.შენს კარიერაში დგება დრო,როდესაც ფიქრობ,რომ უკვე რამოდენიმე წელიწადია ჩემპიონობას შეჩვეული ხარ,ეს ნარკოტიკივითაა რაც უფრო მეტ ტიტულს იგებ და რაც უფრო მეტჯერ იგებ ამ ტიტულს იგივეს გამეორება სულ უფრო მეტად გინდება''. - ციტირებს ვან დერ სარის სიტყვებს Sky Sports.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.