ახლოვდება მორიგი საფეხბურთო სეზონის 2009/10 წლის ასე ვთქვათ ბოლო ეტაპი როდესაც გუნდები საკუთარ პირველობებზე გადამწყვეტ შეხვედრებს გამართავენ, ახლვდება უკვე უეფას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრებიც, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი გახლავთ იტალიურ-ინგლისური დაპირისპირება ”მილანსა” და ”მანჩესტერ იუნაიტედს” შორის, ორივე გუნდი ამ ტურნირის მოგების ფავორიტია შესაბამისად ამ შეხვედრის ირგვლივ განსაკუთრებულად დიდი ინტერესია, თუმცა შესაძლოა მას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობაც მიენიჭოს, ყოველ შემთხვევაში დღეს ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ისე მოხდეს რომ ეს გუნდები სეზონის შემდეგაც შევხდნენ ერთმანეთს, მხოლოდ უკვე სატრანსფერო ბაზარზე და საკმაოდ საინტერესო გაცვლაც განახორციელონ, რამდენად ეწოდება იმას რასაც ინგლისური პრესა წერს გაცვლა რთჲლი სათქმელია, მაგრამ ფაქტია რომ შესაძლოა ამ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა: ნემანია ვიდიჩმა და კლაას იან ჰუნტელაარმა თავისი მომავალი კლუბების წინააღმდეგ ითამაშონ, გთავაზობთ "The Sun"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.
”როგორც იცით ძალიან ბევრი საუბრები მიდის იმასთან დაკავშირებით რომ ზაფხულში ”მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი სერბი ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი, ის კი არა ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს სერიოზულად დადგა იმის საკითხი რომ სერბი მცველი უკვე ზამთარშივე გადავიდოდა მადრიდის ”რეალში”, როგორც იცით მადრიდელები მასში საკმაოდ დიდძალ თანხას იხდიან, მაგრამ როგორც ინგლისური მხარე აცხადებს მათ უფრო მეტის მიღება სურთ, ანუ უკვე ის ფაქტი რომ ინგლისელები ვიდიჩზე ვაჟრობენ იმის მანიშნებელია რომ სერბ მცველს გუნდში დიდი ხანი ყოფნა აღარ უწერია, ის რომ ამ ფეხბურთელით მადრიდული კლუბია დაინტერესებული ესეც ყველამ იცის, მაგრამ მსურველები ვიდიჩს სხვაც ბევრი ყავს, საერთოდაც ვიდიჩის გადასვლა სხვა გუნდში ბევრს შესაძლოა არც გაუკვირდეს, რადგან ამ ფეხბურთელმა ”იუნაიტედში” ყველაფერს მიაღწია და ყველაფერი მოიგო, საერთოდაც არის იმასთან დაკავშირებით საუბარი რომ ამ სეზონის შემდეგ გუნდიდან წავა გუნდის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, შესაბამისად ეს გუნში დაწყებული წმენდის სათავე გახდება, ანუ საჭირო გახდება ახალი ”იუნაიტედის” მშენებლობა ახალი მწვრთნელის ხელში.
ამ გუნდმა რომელიც დღესაა ”იუნაიტედში” და საერთოდ ამ თაობამ მოახერხა და აბსოლუტურად ყველა ტურნირი მოიგო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოიგო ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, შესაბამისად არ იქნება ის გასაკვირი თუ 2008 წლის შემადგენლობიდან ასაკში შესული ფეხბურთელები გუნდს დატოვებენ, მოკლედ რომ ვთქვათ შესაძლოა მომავალი სეზონიდან განახლებული ”იუნაიტედი” ვიხილოთ, ძნელი სათქმელია მოხდება თუ არა ასე მომავალ სეზონში, მაგრამ ფაქტია რომ სერბი მცველის გარშემო ზალზედ სერიოზულად მიდის საუბრები იმასთან დაკავშირებით რომ ის გუნდს დატოვებს, საერთოდაც ეს ბევრს არ სჯერა, ალბათ კი ”იუნაიტედის” ფანებს არ სურთ ამის დაჯერება, მაგრამ ეს რომ საკმაოდ რეალურია ბევრი რამ მეტყველებს თუნდაც ის რომ გუნდში მოვიდა ახალი ცენტრალური მცველი ”ფულჰემიდან” სმოლინგი, რომელიც გუნდს მომავალი სეზონიდან შეუერთდება, შესაძლოა ეს იმას ნიშნავდეს რომ იგი სწორედ სერბის შემცვლელად აღიქმება, ”მომავლის გუნდიც” ამას გულისხმობს, ის რომ სმოლინგი სუპერვარსკვლავი არ არის ეს ფაქტია და არც ვიდიჩის დონის მცველია, მაგრამ სამაგიეროდ იგი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა რომლისგანაც როგორც ინგლისში ამბობენ ”ახალი რიო ფერდინანდი” უნდა დადგეს.
საერთოდაც ვიდიჩის წასვლის მიზეზად სხვადასხვა მიზეზები სახელდება, უფრო სწორედ ვიდიჩი ჯერ არ წასულა მაგრამ ამის შანსი კი საკმაოდ ბევრია, თუნდაც ის რომ ამ ადამიანის მეუღლეს ძალზედ სურს ეგრეთწოდებულ ”თქბილ ქვეყნებში” ცხოვრება, ისეთი როგორიც თუნდაც ესპანეთი და თუნდაც იტალიაა, დიახ იტალია სადაც ვიდიჩის გადასვლის შანსი უფრო მეტია ვიდრე ”რეალში”, მიზეზი კი ისაა რომ ამ ფეხბურთელით იტალიური ”მილანი” დაინტერესდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თუ ”მილანის” უპირველესი კონკურენტი ”რეალი” ვიდიჩიში მხოლოდ გარკვეულ და ისიც არასაკმარის თანხას სთავაზობს ”იუნაიტედს” აი ”მილანმა” უფრო ჭკვაინური პოლიტიკა აწარმოა და შესთავაზა ზუსტად იმდენი რამდენიც ”რეალმა” მხოლოდ იმ სხვაობით რომ საქმეში კიდევ ერთი ფეხბურთელი გარია, საუბარია ჰოლანდიის ნაკრებისა და ამჟამად ”მილანის” წევრ კლაას იან ჰუნტელაარზე, რომელსაც საფეხბურთო სამყარო ”მონადირედ” იცნობს, მას ”ახალ ვან ნისტელროიდაც” მოიხსენიებენ, მოკლედ რომ ვთქვათ ჰუნტელაარი საკმაოდ ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელიც ”იუნაიტედს” ნამდვილად წაადგება, მითუმეტეს რომ ამ გუნდს ფორვარდები ნამდვილად ჭირდება.
მოკლედ ეს შესაძლოა ყველასთვის მომგებიანი გარიგება გამოდგეს რადგან ”იუნაიტედს” ერთი შეხედვით უკვე ნაპოვნი ჰყავს შემცვლელი ვიდიჩის სმოლინგის სახით, ახლა კი მას შეუძლია დიდძალ თანხასთან ერთად საკმაოდ კარგი ფორვარდიც ჩაიგდოს ხელში, რომელიც ვერადავერ გაიხსნა და ვერ ათამაშდა ვერც ”რეალში” და ვერც ”მილანში” როგორც ის ამას ჰოლანდიაში და კერძოდ ”აიაქსში” აკეთებდა, ფაქტია რომ იგი სამხრეთულ სტილს ვერ მოერგო, ვერც ესპანურს და ვერც იტალიურს, ამბობენ რომ ასეთი სტილის მოთამაშესთ[ის რომელსაც თავით თამაში საკმაოდ კარგად შეუძლია ინგლისური სტილი შესანიშნავი გამოდგებოდა, მაგრამ ამის ლაპარაკი ჯერაც ნაადრევია, ის კი ნამდვილად არის ცნბილი რომ ”მანჩესტერ იუნაიტედი” უკვე ძალიან დიდი ხანი აკვირდება ჰუნტელაარს და მის მიმართ გარკვეულ სიმპათიებსაც გამოთქვამს, თუმცა რამდენად შეეგუება გუნდი ვიდიჩის წასვლას, ფეხბურთელის რომელიც გუნდის ბურჯი გახლდათ დაცვის ცენტრში რთჲლი სათქმელია, ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა, თუმცა ფაქტია რომ ვიდიჩის წასვლა უკვე არც ისეთჳ წარმოუდგენელია როგორც ბევრი ფიქრობდა, თავის მხრივ კი ვიდრე ”იუნაიტედი” და ”მილანი” სატრანსფერო ბაზარზე შეხვედრილან, ისინი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მაშტაბით ხვდებიან და შესაძლოა საინტერესო დაპირისპირებაც შედგეს: ვიდიჩი ჰუნტელაარის წინააღმდეგ”.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.