მოახლოვდა მორიგი საფეხბურთო უქმეები და გუნდებიც შესაბამისად მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის ემზადებიან მითუმეტეს რომ უკვე დასასრულს უახლოვდება სეზონის მატჩები და შეიძლება ითქვას რომ ახლა თითოეული დაკარგული ქულა ძალზედ ძვირად ფასობს, რა თქმა უნდა შეხვედრები გაიმართება ინგლისის პრემიერლიგის მაშტაბითაც, ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში შედგება სადაც ლონდონურ დერბიში ”არსენალი” ”ჩელსის” ხვდება, ამ შეხვედრის დატვირთვა ყველას შესანიშნავად მოახსენება, თუმცა ვიდრე ჩემპიონობის ორი მაძიებელი ერთმანეთს უშუალოდ გაუსწორდება მინდორზე მანამდე თავის შეხვედრას ”მანჩესტერ იუნაიტედიც” ჩაატარებს იგი საკუთარ მინდორზე ”პორტსმუთს” მიიღებს და აუცილებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება, საქმე იმაშია რომ გამარჯვება ”პორტსმუთსაც” ძალიან ჭირდება, მიზეზი კი ისაა რომ თუ ”იუნაიტედი” ჩემპიონობისათვის იბრძვის, პორტსმუთელები გადარჩენას ცდილობენ, რაც ჯერ მთლად კარგად არ გამოსდით, ფაქტია რომ გუნდი ბოლო ადგილზეა და ასე ჩადის ”ოცნებატა თეატრში”, მოკლედ ეს თამაში საკმაოდ ემოციებით დატვირთული უნდა აღმოჩნდეს, გთავაზობთ "The Times"-გამოქვეყნებულ სტატიას.
”ინგლისის პრემიერლიგის გათამაშება საკმაოდ რთჲლი და რაც ყველაზე მთავარია საკმაოდ დაძაბული და საინტერესოა, ეს გათამაშება იმით გამოირჩევა რომ მას ყველა სხვა ტურნირისგან გამორჩეული სპეციფიკა აქვს - აქ ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს შეუძლია გათამაშების ლიდერი დაამარცხოს, სწორედ ამიტომ ხვალ მანჩესტერელებს პორტსმუთელების წინააღმდეგ საკმაოდ დიდი სიფრთხილე მართებთ, ფაქტია რომ ერთადერთი რასაც პორტსმუთელები არ უჩივიან ეს საბრძოლო განწყობაა, ყოველ შემთხვევაში ამას ცდილობს პორტსმუთელთა მთავარი მწვრთნელი ავრაამ გრანტი, სხვა მხრივ კი ”პორტსმუთი” ბოლო ადგილზე იმყოფება და ერთი შეხედვით აბსოლუტურად ვერანაირი პრობლემა ვერ უნდა შეუქმნას იდეალურ სათამაშო ფორმაში მყოფ ”იუნაიტედს”, მოკლედ ხვალინდელ შეხვედრაში ერთადერთი ვისაც ”იუნაიტედის” დამარცხება შეუძლია კვლავაც მხოლოდ და მხოლოდ ”იუნაიტედია”, ფაქტია რომ მეტოქის შეუფასებლობა პრემიერლიგაში ძალზედ ძვირად იჯდება და მითუმეტეს ახლა მანჩესტერელებს ამის უფლება არ აქვთ, მიზეზი კი ისაა რომ ქულების დაკარგვას განაგრძობს ”ჩელსი”, ამით კი მანჩესტერელებმა აუცილებლად უნდა ისარგებლონ.
შესაბამისად სწორედ ამიტომ ”იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ამ შეხვედრისთვის სრული მობილიზებით ემზადება, თავისთავად საინტერესო იქნება ის თუ რა შემადგენლობით გამოვა ”იუნაიტედი”, როგორც იცით ამ გუნდმა უკანასკნელი ორი შეხვედრა საკმაოდ რთულ მოწინააღმდეგეებთან გამართა პირველი გალხდათ ”მანჩესტერ სიტი”, ხოლო მეორე ”არსენალი”, იმ ფეხბურთელებიდან რომელთაც ამ შეხვედრებში ითამაშეს შესაძლოა ზოგიერთი მათგანი სერ ალექსმა დაასვენოს, ის რომ ”იუნაიტედი” ამ მატჩში შემტევი ტაქტიკით გამოვა ესეც ნათელია, ყველაფრის მიუხედავად სერ ალექსის გუნდს დანაკლისები კვლავაც გააჩნია, ჯონ ო’ში უკვე გუნდს ამ სეზონში გამოაკლდა, შესაძლოა ო’შის ბედი გაიზიაროს კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ოუენ ჰარგრივსმა რომლის დაბრუნების შესახებაც არაფერია ცნობილი, საერთოდაც ჰარგრივსის დაბრუნების საკითხი ძალიან დიდი ხანია გაიწელა და შესაძლოა ეს ყველაფერი ფეხბურთელისთვის ძალზედ ცუდათ დასრულდეს, ამ ორი მოთამაშის გარდა ვერ იქნება ინგლისელი მცველი რიო ფერდინანდი რომელიც ჯერაც სასჯელის გაპროტესტებით არის დაკავებული და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მომდევნო მატჩში გამოვიდეს.
ეს რაც შეეხებოდა დანაკლისებს სამაგიეროდ სერ ალექსის გუნდს შევსებაც გააჩნია, პირველ რიგში სერბი ნემანია ვიდიჩის სახით, რადგან ვიდიჩი ვახსენეთ აქვე იმ შემადგენლობასაც შევეხოთ რომლითაც ფერგიუსონის გუნდი სავარაუდოთ უნდა გამოვიდეს, მეკარის საკითხი წინასწარ გადაწყვეტილია თუ ედვინ ვან დერ სარმა რაიმე სახის ტრამვა არ მიიღო იგი აუცილებლად ძირითადში იქნება, დაცვის მარჯვენა ფლანგზე შესაძლოა უკვე ვეტერანი გარი ნევილი ვიხილოთ, რადგან რაფაელის თამაშის აუცილებლობა ნამდვილად აღარაა, სამაგიეროდ დაცვის ცენტრში დაბრუნებულ ნემანია ვიდიჩს პარტნიორობას ჯონი ევანსი გაუწევს, მარცხენა ფრთა პატრის ევრას განკარგულებაში იქნება, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სერ ალექსი უფრო შემტევი შემადგენლობის გაყვანას აპირებს და შესაბამისად მოედანზე ოთხი ნახევარმცველი იქნება და არა ხუთი როგორც ეს ბოლო მატჩებში იყო, მარჯვენა ფრთაზე დაბრუნდება მცირე შესვენების შემდეგ ანტონიო ვალენსია, ნახევარდაცვის ცენტრში არაა გამორიცხული რომ ქერიკი-ანდერსონის წყვილი ვიხილოთ, მარცხენა ფრთაზე კი იდეალურ ფორმაში მყოფი ნანი იქნება, ეს არცაა გასაკვირი რადგან ნანის სახით გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და ფერგი მას არანაირად არ შეცვლის.
რაც შეეხება შეტევას, აქ ორი ფორვარდი იქნება, რაღათქმა უნდა უეინ რუნი და სავარაუდოთ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება ვალენსიას გარდა კიდევ ერთი ფეხბურთელი დიმიტარ ბერბატოვი, აი ასეთი შემტევი იქნება ”იუნაიტედის” თერთმეტეული პრინციპში სერს სხვა გზა არც აქვს, რადგან ის რომ ”პორსტმუთი” ყველანაირად ეცდება თუნდაც ქულის აღებას ეს აშკარაა, არც ისაა გამორიცხული რომ პორტსმუთელებმა პირველივე წუთებიდან ყველა ზონა გადაკეტონ და მყარად გამაგრდზნენ საკუთარ საჯარიმოში ”ოლდ ტრაფორდზ” გუნდების უმეტესობა ასე იქცევა, შესაბამისად სერს ისეთჳ მოთამაშეები ჭირდება რომლებიც მატჩის დასაწყისშივე აიღებენ ინიციატივას და შესაძლოა სწრაფი გოლიც დაავალოს თავის გუნდს, ყოველ შემთხვევაში პორტსმუთელებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ეს მათმა მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნა რომ მათ ”იუნაიტედის” არ ეშინიათ და არც უნდა ეშინოდეთ, ”ოლდ ტრაფორდზე” ისინი ქულებისთვის ჩავიდნენ, თუმცა ერთია ბრძოლა და მეორე ის რომ ”იუნაიტედი” იდეალურ ფორმაშია და ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს მისი გაჩერება არნახულად უნდა გაუჭირდეს, მოკლედ ხვალ ”ოლდ ტრაფორდზე” საკმაოდ საინტერესო მატჩია მოსალოდნელი, ორმაგი ბრძოლა: ბრძოლა გადარჩენისთვის და ბრძოლა საჩემპიონო ტრიუმფისთვის”.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.