ავტორი: GUGUNA   5-02-2010, 01:32   ნანახია: 877 [ 33 ]
  
რუნი საუკეთესოა

"მანჩესტერ იუნაიტედის" იფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელსაც იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშე უნდა გამოევლინა, ინგლისელმა უეინ რუნიმ პირველობა არავის დაუთმო და ეს საპატიო წოდება კიდევ ერთხელ მოიპოვა.

"წითელი ეშმაკების" 10 ნომერი ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება. მან იანვარში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ამდენჯერვე შეძლო მეტოქის კარის დალაშქრა – რუნიმ ჯერ "ბარნლის" გაუტანა, შემდეგ პოკერი შეასრულა "ჰალის" წინააღმდეგ, გამარჯვება მოუტანა "იუნაიტედს" თასის ნახევარფინალურ მატჩში "სიტისთან" და ასევე დაამწუხრა "მეთოფეები" მათივე მოედანზე. უეინი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირიც არის 20 გატანილი გოლით. მას დიდი შანსი აქვს, პირველად თავის კარიერაში, გადაცდეს 30 ბურთიან ნიშნულს.

რუნის სასარგებლოდ გამოკითხულთა 77 %–მა მისცა ხმა. მეორე ადგილას გავიდა პორტუგალიელი ნანი 18 %–ით, მესამეზე პატრის ევრა 2%–ით, ხოლო მეოთხე–მეხუთე პოზიციები ედვინ ვან დერ საარმა და ჯონი ევანსმა დაიკავეს 1–1 %–ით. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 21788 გულშემატკივარმა მიიღო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი გაოცებულულია უეინის შესანიშნავი თამაშით. იგი ამბობს, რომ რუნიმ ძალიან კარგად გაართვა თავი ერთადერთი ფორვარდის ფუნქციის შესრულებას. "ის ტოპ–კლასის ფეხბურთელია. მას მარტო უწევს წინ თამაში და ეს არც ისე ადვილია მისთვის, რადგან უეინს უყვარს ხშირად ბურთის მიღება და ამის საშუალება უკანასკნელ თამაშებში არ ეძლევა. თუმცა რუნიმ ფანტასტიკურად გაართვა ამ ამოცანას თავი და ვფიქრობ, სულ არაა აუცილებელი მას წინ პარტნიორი ჰყავდეს. უეინს მარტოც კარგად შეუძლია მცველებს დაუსხლტეს და გოლები გაიტანოს, რაც უკანასკნელ შეხვედრებში ნათლად გამოჩნდა კიდეც".

ავტორი: THE BRITISH   (6 თებერვალი 2010 00:59)
#31

ჯგუფი: User

სიახლეები: 82

კომენტარები: 4406

რეგ.დრო: 31.12.2009

REDDEVILS,
dzma gitxari xo ukve ararealuri aramgonia metqi da ra ver gaige?... bz araa samive shesadzlebelia da dz minda moxdes. prosta imas vambob rom dznelad dasajerebelia samive survili ro agvixdes lol









ავტორი: R U N I 1 0   (6 თებერვალი 2010 03:48)
#32

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1080

რეგ.დრო: 15.01.2010

runi clis sauketeso fexburtelic gaxdeba minimuminglisshi da tan kvela versiit daimaxsovret,rogorc ronaldo gaxda sharshan




ავტორი: Lasha Manchester   (6 თებერვალი 2010 10:38)
#33

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 815

კომენტარები: 6622

რეგ.დრო: 19.12.2009

damsaxurebulad agiares!










ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.