ავტორი: Lasha_Manchester   7-02-2010, 07:36   ნანახია: 614 [ 22 ]
  
ბედი და უბედობა


ჩატარდა ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრები როგორც მოგეხსენებათ ტურის მთავარი მატჩი დღეს 16.00 ლონდონში გაიმართება სადაც ლონდონურ დერბიში ”არსენალი” ”ჩელსის” ესტუმრება, ამის გარდა დარჩენილია კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა ვიდრე დღევანდელ შეხვედრებს შევეხებოდეთ გუშინდელზეც ვთქვათ და კერძოდ გუშინ ჩატარებულ ყველაზე საინტერესო მატჩებზე, სადაც ფავორიტებმა ითამაშეს, მორიგი ქულები გაანიავა ”მანჩესტერ სიტიმ” რომელიც ”ჰალთან” დამარცხდა, სამაგიეროდ ათამაშდა ”ლივერპული” რომელმაც ლივერპულული დერბი მოიგო და ოთხეულშიც შეაღწია, თუმცა ჩამორჩენა იმდენად დიდია მასსა და ლიდერს შორის რომ ლივერპულელებს აბსოლუტურად არაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ, რადგან ლიდერი ვახსენეთ აქვე ვთქვათ რომ ლიდერი შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღამდე, ამჯერად პირველ ადგილზე ”მანჩესტერ იუნაიტედი” იმყოფება, რომელმაც გუშინ ”პორტსმუთი” დასცა ”ოლდ ტრაფორდზე”, უფრო სწორედ პორტსმუთელებმა თავისი თავი თვითონვე დაამარცხეს რამის, გუშინდელი შეხვედრა რომელიც მანჩესტერში გაიმართა ერთგვარად კომიკურიც გამოდგა, გთავაზობთ "Daily Express"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.

”მორიგი გამარჯვება მოიპოვა გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა ”მანჩესტერ იუნაიტედმა”, როგორც იცით მანჩესტერელები შინაურ ”ოცნებათა თეატრში” ”პორტსმუთს” მასპინძლობდნენ, შეხვედრა მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით ანგარიშით 5:0 დასრულდა, თუმცა ყველაზე უფრო საინტერესო და ალბათ კომიკური გახლდათ ის რომ ამ შეხვედრაში გატანილი ხუთი გოლიდან მხოლოდ ორი შეაგდეს მანჩესტერელმა ფეხბურთელებმა, დანარჩენი სამი გოლი კი ”პორტსმუთის” მოთამაშეებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს, მოკლედ რომ ვთქვათ მანჩესტერელებს დიდი ბრძოლა არც დაჭირვებიათ სამი ქულის ასაღებად, არადა ეს სამი ქულა მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ამ სამი ქულის წყალობით პრემიერლიგას სათავეში კვლავ ”ეშმაკები” ჩაუდგნენ, ”პორტსმუთზე” კი რა შეიძლება ითქვასი დღეს ინგლისურ პრესაში ასეთი სათაურის მქონე სტატია დაიწერა: ”როცა ღმერთსაც არ უყვარხარ”, ასეა მართლაც პორტსმუთელთა საქმე, ყველაფერთან ერთად მათ წინააღმდეგ უკვე საფეხბურთო იღბალიც ამოქმედდა, რა თქმა უნდა სისულელე იქნება თუ ”იუნაიტედის” წარმატებას იღბალს მივაწერთ, მაგრამ აი ”პორტსმუთის” საქმე კი ძალიან ცუდათაა, არა ქულები, და ამასთანავე საშინელი ფინანსური პრობლემები, თუ ასე გაგრძელდა გუნდი გავარდნას ნამდვილად ვერ გადაურჩება.

ახლა კი გუშინდელ მატჩს უფრო დაწვრილებით შევეხოთ, საერთოდაც ”პორტსმუთის” შემადგენლობას თუნდაც ამ შეხვედრაში გამოსულს ან საერთოდ განაცხადს თუ დავუკვირდებით იქ ვნახავთ რომ ეს გუნდი არცთუ ცუდი ფეხბურთელებისგან შედგება, ცალცალკე აღებული გვარებით ეს გუნდი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ თუ იმასაც დავუკვირდებით რომ ამ ფეხბურთელების სრული უმრავლესობა ან ზამთარშო მოსულია, ან საეროდაც ზამთღის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაშინ მიხვდებით რომ გუნდის მთავარი პრობლემაც ესაა - შეუთამაშებლობა, პრემიერლიგის გათამაშებაში რომ ახლად შექმნილი გუნდი ვერაფერს მიაღწევს ეს ფაქტია, რაც შეეხება ”იუნაიტედს” იგი შემტევი ტაქტიკით გავიდა მოედანზე 4-4-2, როგორც მოსალოდნელი იყო კარში ჰოლანდიელი ვან დერ სარი იდგა, რაც შეეხება დაცვის ხაზს, აქ მარჯვნივ მოლოდინისამებრ გუნდის კაპიტანი გარი ნევილი იყო, აი ცენტრში კი ”იუნაიტედის” გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაუცრუვდათ იმედები, საქმე იმაშია რომ ყველა ელოდა ნემანია ვიდიჩის დაბრუნებას დაცვის ცენტრში კი კვლავ ევანს-ბრაუნის წყვილი ვიხილეთ, როგორც ჩანს ვიდიჩს ტრამვა ჯერაც არ მოუშუშებია, სავარუდოთ იგი ოთხშაბათს ”ასტონ ვილას” წინააღმდეგ უკვე აუცილებლად იქნება.

ნახევარდაცვის ხაზში სერ ალექსმა ორი ჩამშლელი ტიპის ნახევარმცველი გამოიყვანა: დარენ ფლეტჩერი და მაიკლ ქერიკი, საკმაოდ უცნაური გახლდათ ეს ფაქტი, როგორც ჩანდა ფერგიუსონი პორტსმუთელებს ცოტათი უფრთხოდა, ასე თუ ისე ფერგიუსნმა დაასვენა პოლ სქოულზიც და რაიან გიგზიც, იყო რეალური შანსი იმის რომ გამოსულიყო ოლივეირა ანდერსონი, მაგრამ ანდერსონი ფერგიუსონმა მეორე გუნში გამოიყვანა და სეზონის ბოლომდე ძალიან ნაკლები შანსია რომელიმე შეხვედრაში ათამაშოს, როგორც ჩანს ბრაზილიელს გუნდში დიდი მომავალი აღარ აქვს, ფლანგებზე ანტონიო ვალენსია და ლუიშ ნანი დადგნენ, სხვათაშორის ეს ნახევარდაცვა ალბათ გუნდის საუკეთესო ვარიანტია, შეტევაში კი ორი ფეხბურთელი გახლდათ - უეინ რუნი და დიმიტარ ბერბატოვი, სხვათაშორის ხუთი გოლიდან ის ორად ორი გოლი რომელიც ”იუნაიტედის” ფეხბურთელებმა შეაგდეს ორივე ამ ფორვარდზე მოდის, ესეც პასუხი სკეპტიკოსებს იმაზე თუ როგორ ითამაშებდნენ გუნდის ფორვარდები ორი შემტევის: ტევესისა და რონალდოს წასვლის შემდეგ, ფაქტია რომ უკვე მოხშირდა ისეთი შემთხვევები როდესაც ბერბატოვსა და რუნის უკვე გოლის ავტორებს ერთად უწევთ მოედნის დატოვება და მათ მაგივრად სათადარიგო ორი ფორვარდი შემოდის ასე მოხდა გუშინაც.

თამაშზე ბევრის თქმა არ შეიძლება რადგან ”იუნაიტედმა” მეტოქეს უბრალოდ დაუნდობლად გაუსწორდა, რაც შეეხება ცალკეულ ფეხბურთელებს, მეკარე და ”იუნაიტედის” დაცვის ხაზი საერთოდ არ გამოჩენილა, რადგან ”პორტსმუთი” მეტოქის ნახევარზე თითქმის არ გადადიოდა, რაც შეეხება ”იუნაიტედის” შემტევ ფეხბურთელებს, აქ მაინც ოთხი მოთამაშე უნდა გამოვყოთ: ვალენსია, ნანი, რუნი და ბერბატოვი, ვალენსია ჩვეულად აქტიური იყო და ერთ მომენტში ბულგარელის ფენომენალური გადაცემით გოლის გატანც შეეძლო მაგრამ ვერ გაიტანა, ასევე აქტიური იყო ნანი, თუმცა ქუმაგებს მისი უკეთესი შეხვედრებიც ახსოვთ, რაც შეეხება რუნის, იგი ასე ვთქვათ ძალზედ მარტივად თამაშობდა, გაიტანა პირველი გოლი, გუნდის მოგებას სათავე დაუდო და მშვიდად გავიდა მოედნიდან, გოლების აქტივი კი 21 აწია, რაც შეეხება ბულგარელ ფორვარდს, იგი ერთ-ერთჳ ყველაზე აქტიური გახლდათ და ხშირად ითხოვდა კიდეც ბურთს, პირველ ტაიმში არანორმალურად კარგი შანსი გაუშვა ხელიდან გოლის გატანისა და დარჩენილი დრო ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა, ჯერ ვალენსიას მიმართ იდეალური პასით ხოლო ბოლოს თავადაც გაიტანა ამ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი, ასე თუ ისე ”იუნაიტედმა” მეტოქის ხელშეწყობითაც მშვიდად გაიმარჯვა, ბურთების ბალანსიც გააუმჯობესა და კუთვნილი პირველი ადგილიც დაიბრუნდა, მანამ სანამ დღეს ლონდონში ”დიდი ლონდონური” დერბი გამართულიყოს, სადაც ”იუნაიტედს” აშკარად ”მეთოფეთა” წარმატება უნდა აძლევდეთ ხელს”.

ავტორი: Lasha_Manchester   (7 თებერვალი 2010 07:40)
#1

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 792

კომენტარები: 6468

რეგ.დრო: 19.12.2009

იქ ვართ სადაც უნდა ვიყოთ! თუ ტრამვები მეტმა არავინ მიიღო და ვიდა-ჰარგრივსიც მალე დაბრუნდნენ ამ სეზონში დარჩენილი ყველა ტურნირის მოგების შანსი გვექნება! დღეს კი არსენალის ფანი ვარ wink ლიდერები ლიდერებად უნდა დავრჩეთ, ტანაც ბურთების სხვაობითაც ყველას გავასწარით, მოკლედ ჩვეული სურათი - "ეშმაკები" სრული სვლით!!!









ავტორი: chelsea_97   (7 თებერვალი 2010 07:45)
#2

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 554

რეგ.დრო: 22.12.2009

BerbaFan

"ეშმაკები" სრული სვლით!!!


საითიიი lol




ავტორი: Lasha_Manchester   (7 თებერვალი 2010 07:51)
#3

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 792

კომენტარები: 6468

რეგ.დრო: 19.12.2009

chelsea_97,

ნერვიულობა ხომ არ შეგეტყოი wink არა დღეს არსენალთან არ დამარცხდებით პირიქით ოლდ ტრაფორდამდე საუკეთესო ფორმაში მოხვალთ მაგრამ იქ კი ნამდვილი ღამის კოშმარი გელით! მაშინ გამოცდით ეშმაკთა ძალას!!! am am am









ავტორი: a X [a] L a   (7 თებერვალი 2010 07:59)
#4

ჯგუფი: Staff Leader

სიახლეები: 109

კომენტარები: 2706

რეგ.დრო: 20.12.2009

სადმე ბერბა რო არ შეგეკვეხებინა არ იქნებოიდა ხო ? wink wink ისე ვალენსიამ რა ვერ გაიტანა ტო :|| ისე მე ლიჩნად ქერიკმა რო დაარტყა და რიკოშეტი წავიდა ეგ უფრო დამევასა

BerbaFan,
წინ იყურე კენჭს არ წამოკრა ფეხი თორე აიჩეხები !!!




ავტორი: AnReX   (7 თებერვალი 2010 08:07)
#5

ჯგუფი: User

სიახლეები: 145

კომენტარები: 587

რეგ.დრო: 19.12.2009

BerbaFan,
სიცხე გაქვს ლაშა ?? რაღაც არეულად ლაპარაკობ wink









ავტორი: FERDINANDa   (7 თებერვალი 2010 08:11)
#6

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 613

რეგ.დრო: 23.01.2010

kidev didi xani ar dabrundeba HARGRIVSi tyuila nu velodebit ra









ავტორი: AnReX   (7 თებერვალი 2010 08:13)
#7

ჯგუფი: User

სიახლეები: 145

კომენტარები: 587

რეგ.დრო: 19.12.2009

FERDINANDa,
ჰარგრივსი დაბრუნდება კი ოღონდ სახლში wink









ავტორი: FERDINANDa   (7 თებერვალი 2010 08:18)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 613

რეგ.დრო: 23.01.2010

AnReX
wink lol
saxlshi dabrunebac moenatra, sul savadmyofoebshi agdia lol









ავტორი: a X [a] L a   (7 თებერვალი 2010 08:19)
#9

ჯგუფი: Staff Leader

სიახლეები: 109

კომენტარები: 2706

რეგ.დრო: 20.12.2009

AnReX,
დალაგებულად როდის ლაპარაკობდა შენც კიდე wink




ავტორი: lika   (7 თებერვალი 2010 08:22)
#10

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 154

კომენტარები: 3694

რეგ.დრო: 20.12.2009

dges chelseam minda ro waagoos!!!









ავტორი: FERDINANDa   (7 თებერვალი 2010 08:24)
#11

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 613

რეგ.დრო: 23.01.2010

wageebit ar waagebs , magram fre damtavrdeba ,
1:1 an saertod 0:0









ავტორი: chelsea_97   (7 თებერვალი 2010 08:28)
#12

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 554

რეგ.დრო: 22.12.2009


lika


გინდა ეგრე არაა wink




ავტორი: tornike.iva   (7 თებერვალი 2010 08:37)
#13

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 37

კომენტარები: 2063

რეგ.დრო: 14.01.2010

აქ კალაძეს ემდურიან...









ავტორი: sLipa ;X   (7 თებერვალი 2010 08:57)
#14

ჯგუფი: Guest

სიახლეები: 0

კომენტარები: 0

რეგ.დრო: --

sg avtor.. ;X ukve droa pirvel adgilze ertpirovnulad davmkvidrdet too .. male garbis dro da ukve droa! .. ;X


arsenal arsenal :D arsenal :D amyevit yvelaa :D




ავტორი: koka999   (7 თებერვალი 2010 08:58)
#15

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 4521

რეგ.დრო: 27.12.2009

dges arsenals vbaleishikob rogorc arasdros!!!! wink am am am




ავტორი: Lasha_Manchester   (7 თებერვალი 2010 09:11)
#16

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 792

კომენტარები: 6468

რეგ.დრო: 19.12.2009

AnReX,

არა პროსტა გულისგანმგმირავი სტატიებია ვნახე პრესაში და კიდე ცოტა ნასვამივით ვარ სუულ ცოტა feel wink










ავტორი: a X [a] L a   (7 თებერვალი 2010 09:38)
#17

ჯგუფი: Staff Leader

სიახლეები: 109

კომენტარები: 2706

რეგ.დრო: 20.12.2009

BerbaFan,
sheni daleva ar sheileba !!! wink




ავტორი: GUGUNA   (7 თებერვალი 2010 11:09)
#18

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 177

კომენტარები: 1397

რეგ.დრო: 22.12.2009

BerbaFan,
საღოლ! ისე ცოტა სუბიექტურობას გატყობ ამ ბოლო დროს, ჩვენში რო დარჩეს!









ავტორი: CaNToNa   (7 თებერვალი 2010 16:14)
#19

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 560

რეგ.დრო: 20.12.2009

Уэйн Руни 21 0 0 1 22
Автогол 9 0 0 0 9
Бербатов 8 0 0 0 8
____________________________________________
:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD









ავტორი: mamu   (8 თებერვალი 2010 01:06)
#20

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 15

რეგ.დრო: 5.01.2010

au ra lenchi gundia es arsenali ra magrad itamasha :D[i][/i]




ავტორი: THE BRITISH   (8 თებერვალი 2010 03:59)
#21

ჯგუფი: User

სიახლეები: 82

კომენტარები: 4402

რეგ.დრო: 31.12.2009

nagdad lashaseburi statiaa :D saxelic ar uvarga :X









ავტორი: Achi.G.Best   (11 თებერვალი 2010 07:46)
#22

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 78

კომენტარები: 1351

რეგ.დრო: 14.01.2010

am ntav rodsi gveshvelbaa... ra uazro saitiaa :@:@:@










ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.