"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ხუმრობით ამბობს, რომ მას ეშინია ხოლმე ანდერსონისთვის თვალებში შეხედვა, მაშინ როცა ბრაზილიელი, მისი გადაწყვეტილებით, ძირითადში ვერ ხვდება. ანდო, რომელსაც მეტსახელად "მხიარულ პორტოელს" ეძახიან, საკმაოდ გახსნილი და თავისუფალი ახალგაზრდაა. Manutd.com–ის ჟურნალისტი დაუკავშირდა ფეხბურთელს და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა მასთან, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ ...
როგორ შეაფასებდით თქვენს წლევანდელ სეზონსიგასული წელი საკმაოდ კარგად დაიწყო ჩემთვის. თუმცა შემდეგ იყო ჩავარდნები, რასაც მოჰყვა კიდეც ჩემი უთამაშებლობა. მე ძალიან ცოტა მატჩი ჩავატარე, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. მე ძალიან ბედნიერი ვარ "იუნაიტედში", იმედი მაქვს კიდევ დიდხანს დავრჩები კლუბში და დავეხმარები მას ტიტულების მოპოვებაში.
ფერგიუსონმა განაცხადა, რომ თქვენ ძალიან ცუდ ხასიათზე დგებით, როდესაც ძირითადში თამაშის უფლება არ გეძლევათ ...არ მეგულება ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი რამ უხაროდეს. თუ შენ ასეთი რაღაცეები არ გაწუხებს ვერასდროს გახდები წარმატებული მოთამაშე, მითუმეტეს ისეთ გუნდში როგორიც "მანჩესტერია". არ უნდა გიხაროდეს, როდესაც რჩები თამაშს მიღმა, თუმცა მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის ბოლომდე ვგულშემატკივრობ ჩემს თანაგუნდელებს. მე მინდა ვითამაშო ყველა მატჩი, თუმცა ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ყოველთვის უნდა გავუწიოთ ანგარიში სერ ალექსის გადაწყვეტილებას.
ალბათ ძალიან რთულია კონკურენცია გაუწიო ასეთ ტოპ–კლასის ნახევარმცველებს ...ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. გუნდში ყოველთვის უნდა იყოს კონკურენცია, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ფეხბურთელების პროგრესს. როდესაც მოთამაშეები ძირითადში მოსახვედრად არაფერს იშურებენ და ბოლომდე იხარჯებიან ვარჯიშზე, ეს მხოლოდ სასიკეთოდ აისახება მთლიანად "იუნაიტედის" თამაშზე.
თქვენ გითამაშიათ უამრავ პოციზიაზე – იყავით შემტევი ნახევარმცველი, მარცხენა ვინგერი და ასევე მოქმედებდით მოედნის ცენტრში და ასრულებდით საყრდენის ფუნქციებს – რომელ მათგანს ანიჭებთ უპირატესობას პირადად თქვენირა თქმა უნდა, მირჩევნია შემტევი ნახევარმცველის როლის შესრულება, რადგან ვფიქრობ რომ ყველაზე უკეთ სწორედ ეს გამომდის. მე მიყვარს, როდესაც მწვრთნელი მაძლევს უფრო მეტ თავისუფლებას, სწორედ ამ დროს ვაჩვენებ ჩემს საუკეთესო თამაშს.
თქვენ განაცხადეთ, რომ ძალიან უკმაყოფილო ხართ თქვენი შედეგიანობით. მუშაობთ თუ არა სიტუაციის გაუმჯობესებაზეიმე ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. ვიცი, რომ სეზონში ერთი გოლი ძალიან ცუდი შედეგია ჩემი ამპლუიდან გამომდინარე, თუმცა იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება. მე მინდა მეტი ბურთი გავიტანო მეტოქის კარში და ამისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები მოედანზე. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გატანილი გოლები ბევრს არაფერს ნიშნავს ამ ეტაპზე, მთავარია გუნდმა შეძლოს გამარჯვება – თუ ვერ გავიტან გოლებს ამ სეზონში, დარწმუბული ვარ, შევძლებ ამის გაკეთებას მომავალს წელს. მე არასდროს დავნებდები და ბოლომდე ვიბრძოლებ. ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით.
"იუნაიტედს" უკანასკნელ თვეში ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა. როგორია სიტუაციაა გასახდელ ოთახში, გჯერათ, რომ კვლავ შეძლებთ წარმატებების მიღწევასიჩვენ საკმაოდ მყარი პოზიციები გვაქვს პრემიერლიგაში, ვიმყოფებით "კარლინგის" თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალში. ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებამ კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი გუნდი. ფეხბურთელები ძალიან დავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს და გვჯერა, რომ შევძლებთ გავხდეთ პირველი კლუბი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 4–ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი.
როგორ აფასებთ თქვენს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაშიიამ მომენტში მე მხოლოდ "იუნაიტედზე" ვფიქრობ. თუ მე კარგად ვითამაშებ და მოვიპოვებ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების უფლებას ეს ფანტასტიკური იქნება, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, მე მაინც ვუგულშემატკივრებ ჩემი ქვეყნის ნაკრებს როგორც უბრალო ფანი. ჩემი უპირველესი მიზანი და პრიორიტეტი "მანჩესტერია" – მე აქ კიდევ უამრავი რამ მაქვს დასამტკიცებელი.