მიუხედავად იმისა რომ ინგლისის მოქმდი ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი შესანიშნავ სათამაშო ფორმაში შევიდა, გუნდში ყველა პრობლემა მაინც არ მოგვარებულა, გასაგებია რომ ”იუნაიტედს” იმდენი პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს რაც სეზონის საწყის ეტაპზე აწუხებდა და ისიც მნიშვნელოვანია რომ გუნდი საუკეთესო კონდიციებში მაშინ შევიდა როდესაც ეს კლუბს ყველაზე საჭირო მომენტში ჭირდებოდა, მაგრამ ცალკეულ ფეხბურთელებს გუნდში კვლავაც აქვთ პრობლემები, ძირითადად ამ შემთხვევაში სამი ფეხბურთელი უნდა დავასახელოთ: დანი ველბეკი, გაბრიელ ობერტანი და ოლივეირა ანდერსონი, ამათგან ერთი - ველბეკი უკვე წავიდა, რაც შეეხება ობერტანსა და ანდერსონს ისინი ახლა მეორე გუნდის შემადგენლობაში გამოვიდნენ და ყველა წინასწარი პროგნოზით იმისთვის არიან განწირულნი რომ მომავალ სეზონში მათ გუნდის დატოვება მოუწევთ, თუ ობერტანს შანსები ჯერ კიდევ აქვს, რადგან სულ რაღაც ნახევარი წლის ნაყიდი მოთამაშეა, ბრაზილიელი ანდერსონი უკვე ნამდვილად არ ატარებს პირველ სეზონს, მიუხედავად იმისა რომ მისგან ბოლოს და ბოლოს გახსნას ელოდნენ ეს არადა არ ხდება, ანდერსონის მანჩესტერული კარიერა კი დასასრულს უახლოვდება, გთავაზობთ "TrialFootball"-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სტატიას.
”მანჩესტერ იუნაიტედში” პორტუგალიიდან კერძოდ კი ამ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდიდან - ”პორტოდან” გადავიდა ბრაზილიელი ფეხბურთელი ოლივეირა ანდერსონი, მისგან თავის დროზე ძალიან ბევრს ელოდნენ, პრინციპში ამის რეალური საფუძვლებიც არსებობდა რადგან ანდერსონი პორტუგალიაში უბრალოდ ფანტასტიკურად თამაშობდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იგი ძალიან კარგი შედეგიანობით გამოირჩეოდა და ”იუნაიტედში” გადასვლამდე უკანასკნელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ”პორტოს” რიგებში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელიც გახლდათ, მოკლედ ყველა წინაპირობა არსებობდა იმის რომ ეს ტექნიკური, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი და ტალანტის მქონე ფეხბურთელი ინგლისში შესანიშნავად ათამაშებულიყო, სხვათაშორის ანდერსონთან ერთად იმ წელს პორტუგალიელი ლუიშ ნანიც მოვიდა, ეს ერთგვარად ახალი შევსება იყო სერ ალექსის მხრიდან, სავარაუდოთ სწორედ ამ ფეხბურთელებზე უნდა დაყრდნობიოლიყო ”მომავლის იუნაიტედი”, თუმცა სეზონები გადიოდა და ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ თამაშობდა ისე როგორც შეეძლოთ, განსაკუთრებით ეს ანდერსონზე ითქმის, მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, თუმცა შესაძლოა ის რაც ახლა ბრაზილიელის გარშემო ხდება მხოლოდ მისი ბრალი არც იყოს.
ანდერსონი თავის დროზე პორტუგალიაში შემტევ ფეხბურთელად თამაშობდა, უფრო მეტიც, შეიძლება ვთქვათ რომ უკან დაწეული ფორვარდი იყო, სხვა შემთხვევაში იმდენ გოლს ნამდვილად ვერ გაიტანდა რასაც იგი სამშობლოში იტანდა, რა თქმა უნდა შესაძლოა ვინმემ იფიქროს რომ პორტუალიისა და ინგლისის ლიგებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მაგრამ ის რომ ანდერსონი ასე ვთქვათ მხოლოდ სუსტებს შორის არ იყო გამორჩეული ჩემპიონთა ლიგაზეც გამოჩნდა როდესაც იგი ევროპის წამყვანი კლუბების წინააღმდეგ ფანტასტიკურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მოკლედ ვერავინ წარმოიდგენდა იმას რომ ფეხბურთელი რომელიც ასეთი შედეგიანობით გამოირჩეოდა დღეს ”იუნაიტედში” მხოლოდ ერთადერთი გატანილი გოლით თუ დაიკვეხნიდა, თუმცა ეს შესაძლოა გუნდის მთავარი მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ბრალიც იყოს, რატომღაც მან ანდერსონი თავიდანვე არასწორ ადგილას ათამაშა - რატომღაც ჩამშლელ ნახევარმცველზე, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მას ცენტრალურ ნახევარმცველად იყენებდა რომელსაც ფორვარდობასთან არაფერი ჰქონდა შეხება, შესაბამისად ანდერსონი ვერ თამაშობდა და ძნელია მოსთხოვო ფეხბურთელს რომელიც გოლებსა და შეტევასაა მიჩვეული ცამშლელად თამაში.
ამის გამო ანდერსონი დღემდეც ვერ ათამაშდა ისე როგორც შეუძლია ძნელია ახლა ანდერსონს სტილის შეცვლა მოსთხოვო სათამაშოსი მაგრამ ფაქტია რომ ბრაზილიელი ვერადავერ გაიხსნა, განსხვავებით ლუიშ ნანისგან რომელმაც ბოლოს და ბოლოს თამაში დაიწყო ანდერსონი არამცთუ უმატებს თამაშს, არამედ პირიქით, ”ლიდსთან” მატჩის შემდეგ ანდერსონის საქმეები უკან-უკან წავიდა, სერ ალექს ფერგიუსონმა იგი დაადანაშაულა იმაში რომ იგი თითქოს არ იბრძვის, და აქტიურ ორთაბრძოლებში არ შედის, მოკლედ რომ ვთქვათ ფერგიუსონმა იგი არცთუ დიდი მოტივაციის ქონაში დაადანაშაულა და ქმედებამაც არ დააყოვნა - ანდერსონი ფერგიუსონმა მეორე გუნდში გადაიყვანა, ეს კი ბევრის აზრით უკვე იმას ნიშნავს რომ ანდერსონის კარიერა დასასრულს უახლოვდება ”იუნაიტედში” სხვათაშორის ამ სეზონში ერთხელ უკვე განაცხადა ანდერსონმა რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა სამშობლოში, ეს ერთი შეხედვით ამ ფეხბურთელის მხრიდან დანებებას ნიშნავდა, მაგრამ როგრც ჩანს ოლივეირა ამ სიტუაციასთან შეგუებას და ასე უსახელოდ წასვლას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში მან დღეს საქვეყნოდ განაცხადა რომ იგი აუცილებლად იბრძოლებს პირველ გუნდში დასაბრუნებლად და ასე მარტივად არ დანებდება:
”ძალიან ძნელია როდესაც ფეხბურთელის კარიერაში ასეთი მომენტი დგება, როდესაც შენგან ძალიან ბევრს ელიან მაგრამ შენ ვერ ამართლებ, ვერ უმართლებ იმედებს შენს გულსემატკივრებს, შენს საყვარელ ადამიანებს, მთავარ მწვრთნელს რომელიც ყველაფრის მიუხედავად გენდობა, ვიცი რომ ჩემგან ბევრს ითხოვენ და ყველანაირად სევეცდები რომ ყველაფერი ასე არ დასრულდეს, ძნელია იყო ”მანჩესტერ იუნაიტედის” დონის გუნდის ძირითად შემადგენლობაში აქ თითოეული ფეხბურთელი მსოფლიო კლასის დონისაა, მაგრამ სწორედ აქ, სწორედ ასეთი კონკურენციის პირობებში უნდა აჩვენო ყველას თუ რა შეგიძლია რეალურად, რაც მთავარია მწვრთნელი როცა გენდობა და როცა იცი რომ თამაშის მომატების შემთხვევაში ძირითადში მოხვდები აუცილებლად იბრძოლბ, მეც ბრძოლას ვაპირებ, ვიცი რომ ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ ისიც ვიცი რომ წარუმატებლობას წარმატება მოსდევს, მთავარი მონდომება და ყველაფერი შესაძლებელი გახდება, მე მჯერა და ყველანაირად ვეცდები რომ ისე ავთამაშდე როგრც ამას ჩემგან ელიან, მე საუკეთესო პარტნიორები მყავს, რომელთაც სათავეში საუკეთესო მწვრთნელი გვიდგას, მე ამ გუნდში უბედნიერესი ვარ, არწსად წასვლას არ ვპირებ და პირიქით შევეცდები გუნდისთვის უფრო ღირებული გავხდე”
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.