მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი მაიკლ კერიკის აზრით იუნაიტედის ხემძღვანელობა დიდ შეცდომას დაუშვებს თუ ბრაზილიელ ანდერსონს კლუბიდან გაუშვებს,ინგლისელმა ფეხბურთელმა გამოთქვა საკუთარი აზრი და დაამატა რომ ახალგაზრდა ბრაზილიელს ჯერ ყველაფერი წინ აქვს და მას შანსი აუცილებლად უნდა მიეცეს ,,ანდერსონი ძალიან დიდი ნიჭის პატრონია,მე არ მინდა მან გუნდი დატოვოს აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი და მე არ ვიქნები მოხარული თუ ის გუნდიდან წავა''-განაცხადა კერიკმა,ინგლისელის აზრით როგორც ნანის დასჭირდა ადაპტაცია ისე დაჭირდება ანდერსონს და ის რომ თითქოს ანდერსონი კლუბს ინგლისური ენის არცოდნის გამო ტოვებს სრული აბსურდია ,,როგორც ნანი ათამაშდა ისე ათამაშდება ანდერსონი მე ამის იმედი მაქვს ის მოედანზე შესანიშნავი პარტნიორი და ძალიან კარგი ადამიანია''-დაასრულა ინგლისელმა