
ულტრასები - ადამიანები რომლებიც საფეხბურთო ამინდს ქმნიან სტადიონებზე, სწორედ ისინი ითვლებიან მეთორმეტე მოთამაშედ, თავგადაკლული ფანები რომლებისთვისაც ფეხბურთი ცხოვრების წესია.
ისინი ხშირად ძალიან აგრესიულები არიან მეტოქე გუნდის ულტრასების მიმარტ და ხშირად ეს ხელჩართულ ჩხუბში იზრდება რომელიც ყოველთვის კარგად არ სრულდება... ამის გამო ზოგისთვის ისინი უბრალო ხულიგნები არიან ზოგისთვის კი ნამდვილი ფანები.
ულტრასები გამოირჩევიან ერთნაირი ჩაცმულობით ( მაიკები, შარფები, ქუდები და ა.შ ). მათ მოველეობა თავიანთი გუნდის გამხნევება ( შეძახილებით, სიმღერებით, სტვენით, ხშირად ისინი პეტარდებსაც აფეტქებენ და ა.შ ). ისინი მეტოქე გუნდს მაქსიმალური წნეხის ქვეშ ამყოფებენ - სწორედ ამიტომ ისინი არიან მეტორმეტე მოთამაშე.
ულტრასები გამოირჩევიან კარგი ორგანიზებულობით... თითოეულ ულტრასების დაჯგუფებას ყავს თავისი ლიდერი, რომელიც განაგებს სხვა ჯგუფის წევრებს... თითოეულ დაჯგუფებას აქვს თავისი ემბლემა.
ეს დაჯგუფებები ხშირად პრობლემებს უქმნიან სამართალ დამცავებს, ხშირად ამის მიზეზი ულტრასთა ჯგუფების ერთმანეტში დაპირისპირებაა, ისინი ასევე თავს ესხმიან ცალკეულ ფეხბურთელებსაც... ისინი ხანდახან ყოვლად უმართავები ხდებაიან.
მათ აქვთ დიდი გავლენა კლუბების ხელმძღვანელობაზე და ხელმძღვანელობაც იძულებულია გაითვალისწინოს ულტრასების აზრი.
ულტრასთა ჯგუფები განსაკუთრებით ინგლისში ბობოქრობენ მათი სისხლიანი დაპირისპირებები უკვე ათეულ წლებს ითვლის.
მათგან ყველაზე გავლენიანები და მრავალრიცხოვანები არიან:
Red Army - მანჩესტერი
Service Crew - ლიდსი
Headhunters - ჩელსი
Bushwackers - მილუოლი
Gremlins - ნიუკასლი
Inter City Firm - ვესტ ჰემი
The Urchins - ლივერპული
The Muckers - ბლექპული
Yid Army - ტოტენჰემი
Zulus - ბირმინგემი
6.57 Crew - პორტსმუთი
Baby Squad - ლესტერი
Frontline - მიდლსბრო
Villa Hardcore - ასტონ ვილა
Gooners - არსენალი
Subway Army - ვულვზი
Blades Business Crew - შეფილდ იუნაიტედი

ჯგუფი: Administrator
სიახლეები: 792
კომენტარები: 6468
რეგ.დრო: 19.12.2009