ავტორი: THE BRITISH 26-02-2010, 15:49 ნანახია: 1129 [ 37 ]
თავის ინტერვუიში ფერგიუსონმა ახსენა რომ თასის ფინალი კარგი მომენტია იმისათვის რათა დაისვენოს უეინ რუნიმ. თუმცა სავარაუდოა რომ ფერგი ამით მარტინ ონილის დაბნევას ცდილობდა და ვილას მწვრთნელი მის არცერთ სიტყვას არ დაუჯერებს. ორივე მწვრთნელი დიდ ყურადღებას აქცევს ყველა შესაძლო ტიტულს ამ სეზონში, ამიტომაც იუნაიტედი უნდა უფრთხილდეს იმ გუნდს რომელმაც წელს "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება იზეიმა. ვილა დიდად არ გამოირჩევა ნაყოფიერებით შეტევაში, თანაც ბევრი იქნება დამოკიდებული ფერგიუსონის გუნდიც დაცვაზე რომელიც ნელ-ნელა ძველ დიდებას იბრუნებს. თამაში ჩატარდება უემბლიზე და ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
თამაშის რეფერი: ფილ დოუდი
წელს: 22 თამაშში აჩვენა 69 და 4 ბარათი; თამაშში საშუალოდ 3.32 ბარათი
სავარაუდო სატარტო შემადგენლობები:
ვერ ითამაშებენ: ასტონ ვილადან(ჰეირვუდი, რეო-კოკერი და ბოუმა) და მანჩესტერიდან(ფერდინანდი, გიგსი, ანდერსონი, ნანი და ჰარგრეივსი)
საინტერესო ფაქტები:
*ბოლო 26 ურთიერთშეხვედრაში მანჩესტერმა მხოლოდ ერთხელ წააგო. *ასტონ ვილას ლივერპულის შემდეგ ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული თასი - ხუთჯერ და ამავდროულად ორჯერ იყო ფინალისტი. *მანჩესტერი ყველაზე მეტჯერ დამარცხებულა თასის ფინალში - ოთხჯერ. *ვილამ რო მოიგოს, ეს იქნება მისთვის ორმოცდამეათე გამარჯვება იუნაიტედთან ყველა შეჯიბრზე. *იუნაიტედს განახლებულ უემბლიზე აქვს ექვსჯერ ნათამაშები და არასდროს მოუგია ძირითად დროში