ავტორი: MuManiac   28-02-2010, 01:24   ნანახია: 237 [ ]
  
ბილი მერედიტი

ბილი მერედიტი

დაიბადა1874 წლის 30 ივლისს უელსის ქალაქ ჩერკში. გარდაიცვალა 1958 წლის 19 აპრილს, ქალაქ მანჩესტერში.

ბილი მერედიტი ბრიტანული ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "მანჩესტერ სიტიში" და "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა.
უელსის პატარა ქალაქ ჩერკში დაბადებულმა ბიჭმა ფეხბურთის თამაში თავისსავე ქალაქში დაიწყო, თუმცა "ნორვიჩ ვიქტორიასთან" ერთად მოპოვებული რამოდენიმე ტიტულის შემდეგ, ინგლისს მიაშურა - სამოყვარულო კლუბებში თამაში არ აკმაყოფილებდა...
ჯერ იყო "მანჩესტერ სიტი": 1894-1906 წლებში 339-ჯერ ითამაშა ამ კლუბში და 129 გოლი გაიტანა. ამ კლუბთან ერთად მერედიტმა 1904 წელს ასოციაციის თასი მოიგო...
1906 წლის 1 იანვარს, ბირმინგემის "ასტონ ვილასთან" 1-0 მოგებულ მატჩში, ამპლუით გარემარბმა პირველად ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედში".
1924 წელს, "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნებულმა მერედიტმა ასოციაციის თასის ნახევარფინალში "ნიუკასლ იუნაიტედის" წინააღმდეგ 49 წლის და 245 დღის ასაკში ითამაშა - ამ შედეგით ერთ-ერთი უხუცესი მოთამაშეა...
ბილი მერედიტი 83 წლის გარდაიცვალა 1958 წელს. წლების შემდეგ მისი საფლავი დაიკარგა, თუმცა უელსის ფეხბურთის ასოციაციის, პროფესიონალურ ფეხბურთელთა ასოციაციის, "მანჩესტერ სიტის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელთა ძალისხმევით და დაფინანსებით, ფეხბურთელის საფლავის მოძებნა მოხერხდა.
2006 წლიდან მერედიტი "მანჩესტერ სიტის" დიდების დარბაზის წევრია, 2007 წლის აგვისტოში კი მისი სახელი ინგლისის ფეხბურთის დიდების დარბაზშიც უკვდავჰყო.

უილიამ ჰენრი მერედიტი
მანჩესტერთან ერთად მოპოვებული ტიტულები:
ინგლისის ჩემპიონი - 1908, 1911
ინგლისის თასი - 1909