ავტორი: MuManiac   28-02-2010, 01:30   ნანახია: 239 [ ]
  
დანკან ედვარდსი


დაიბადა 1936 წლის 1 ოქტომბერს ინგლისის ქალაქ დადლიში. გარდაიცვალა 1958 წლის 21 თებერვალს, ქალაქ მიუნხენში

დანკან ედვარდსი, 50-იანი წლების "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის ავიაკატასტროფაში მიღებული მრავლობითი ტრამვებით გარდაიცვალა. მის გარდა კლუბმა კიდევ 7 ფეხბურთელი დაკარგა...
ის ინგლისური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა: 12 წლის იყო, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბავშვთა გუნდში რომ ჩაირიცხა.
1953 წლის 4 აპრილს, მაშIნდელ პირველ დივიზიონში "კარდიფ სიტისთან" 4:1 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა და 16 წლის და 185 დღის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის საკლუბო ელიტაში იასპარეზა.
დანკან ედვარდსს, დენის უაიოლეტს, ჯეკი ბლენჩფლაუერს და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდას, რომელსაც კლუბის თავკაცი მატ ბასბი ხშირად ენდობოდა, ჟურნალისტები "ბასბის ჩვილებს" უწოდებდნენ...
1953-1954 წლების სეზონიდან დანკან ედვარდსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის წევრია, 1955 წლის 2 აპრილს კი პირველად ითამაშა ინგლისის ნაკრებში. ბრიტანეთის ჩემპიონატში, შოტლანდიელებთან მატჩში ასპარეზობით დანკან ედვარდსი ქვეყნის პირველი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიქნა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, მისი რეკორდი მხოლოდ 1998 წელს გააუმჯობესა მაიკლ ოუენმა...
1957-1958 წლების სეზონი ფეხბურთელმა ჩეინებულად დაიწყო და სწორედ მაშინ შეეხმიანნენ იტალიური კლუბები, თუმცა ედვარდსი ოლდტრაფოდელთა ერთგული დარჩა.
1958 წლის 1 თებერვალს, "არსენალთან" 5:4 მოგებულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, ეს იყო მისი უკანასკნელი მატჩი და გოლი ინგლისში...
1958 წლის 6 თებერვალს ედვარდსის "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგრადში, "ცრვენა ზვეზდასთან" ჩემპიონთა თასზე ფრედ 3-3 ითამაშა. ეს მის კარიერაში საერთოდ უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა. მერე იყო მიუნხენის ავიაკატასტროფა, მრავლობითი ჭრილობა და... 26 თებერვალს მშობლიურ დადლიში დაკრძალეს დის - ქეროლ ენის გვერდით, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. ლეგენდარულმა ბობი ჩარლტონმა წლების შემდეგ თქვა: "დანკან ედვარდსის სიკვდილი, ესაა ერთ ადამიანთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც კი "მანჩესტერ იუნაიტედს" და ზოგადად ჩვენ ფეხბურთს შეემთხვა"...

დანკან ედვარდსი
მანჩესტერთან ერთად მოპოვებული ტიტულები:
ინგლისის ჩემპიონი - 1956, 1957
ინგლისის სუპერთასი - 1956, 1957