
რომ გავიხსენოთ ინგლისური ფეხბურთის, 90_იანი წლების საუკეთესო მცველები, გაგვახსენდება: დენის უაიზი, დევიდ ბეტი, ვინი ჯოუნსი და როი კინი. მაგრამ ასევე არ უნდა დავივიწყოთ ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი პოლ ინსი, ზედმეტსახელად კი "პროფესორი".
პოლ ინსი დაიბადა ლონდონის ერთ-ერთ რაიონში, "ილფორდში". როდესაც ის იყო ორი წლის, მამამისმა მიატოვა ოჯახი და შვილები დედას დაუტოვა აღსაზრდელად. (პოლს ყავდა ორი და და ერთი ძმა). ოჯახში ფული კატასტროფულად ჭირდა და როდესაც პოლი 10 წლის გახდა, დედა წავიდა გერმანიაში სამუშაოდ, ხოლო შვილები ნათესავებს დაუტოვა. როდესაც პოლი იხსენებს ამ დროს, ის ამბობს, რომ მას ფული დიდად არ აღელვებდა და უმეტეს დროს ქუჩაში, მეგობრებთან ერთად ატარებდა.
პოლი ბავშვობიდან გულშემატკივრობდა ლონდონის კლუბს, "ვესტ ჰემს". ხოლო,
როდესაც პოლი თამაშობდა ფეხბურთს სკოლის გუნდში, ის შეამჩნია ჯონ ლიალმა. რომელმაც, პოლს შესთავაზა გადასულიყო "ვესტ ჰემის" ახალგაზრდულ გუნდში. პოლი თავიდან ვერ შეეგუა რეჟიმს, ხოლო 1983 წლის აპრილში ვარჯიშის დროს, კლუბში მოვიდნენ პოლიციელები, რომლებიც აპირებდნენ მის ციხეში წაყვანას. მაგრამ საბედნიეროდ მწვრთნელების ჩარევით პოლი გადაურჩა ციხეს. მას უნდა ამოერჩია ერთი გზა: ან გააგრძელებდა ხულიგნობას, ან სერიოზულად მოეკიდებოდა სპორტს. საბედნიეროდ პოლის ეყო ჭკუა და მეორე გზა არჩია.
პოლ ინსის დებიუტი შედგა 1986 წლის 30 ნოემბერს, პირველ დივიზიონში, "ნიუკასლის" წინააღმდეგ. იმ დროს "ვესტ ჰემი" ძალიან ცუდად ასპარეზობდა და იბრძოდნენ გადარჩენისთვის, მაგრამ გუნდი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა სათასო ჩემპიონატებში. ლიგის თასის ნახევარფინალში, "ვესტ ჰემი" დაუპირისპირდა "ლივერპულს", სადაც მან ორი გოლის გატანა შეძლო და მატჩი ლონდონელების გამარჯვებით, 4-1 დასრულდა. ამ მატჩის შემდეგ პოლზე ძალიან ბევრი რამ ითქვა, როგორც ერთ-ერთ ახალგაზრდა, ნიჭიერ, ინგლისელზე. შემდეგ, ამას მოჰყვა პოლის გამოძახილი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც მას კაპიტნის წოდება მიანიჭეს.
მომავალში კი, პოლი იყო კაპიტანი ყველგან, რომელ გუნდშიც ითამაშა.
ამ დროს კი, ლონდონელები ცხრილში უფროდაუფრო ქვემოთ ჩამოდიოდნენ და საბოლოოდ კიდევაც დატოვეს პირველი დივიზიონი. ხოლო, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბრძოლა დაიწყეს გრანდებმა. საბოლოოდ ამ ბრძოლაში გამარჟვებული დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი იყო. მასში გადახდილი იქნა 4 მილიონი დოლარი. 1989 წელს, როდესაც პოლმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი, გუნდში მოვიდნენ: ნილ უები და გარი პალისტერი.
პოლ ინსი კარგად შეეწყო "წითელი ეშმაკუნების" თამაშს. ის მოედნის ცენტრში, ბრაიან რობსონთან ერთად სასწაულებს ახდენდა და "იუნაიტედმა" მათი დახმარებით , ინგლისის თასის ფინალში დაამარცხა "კრისტალ პალასი". მადა ჭამის დროს მოდის და შემდეგ სეზონში "იუნაიტედმა" მოიპოვა ევროპული ტიტული. შემდეგ კი, თასთა თასის ფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაამარცხა "ბარსელონა", სადაც დუბლი შეასრულა მარკ ჰიუზმა. მომდევნო სეზონში, ჩემპიონატის დასასრულს, ერიკ კანტონას, პიტერ შმეიხელის და ბრაიან რობსონის დახმარებით "იუნაიტედმა" მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ხოლო, ოქროს მატჩი "შეფილდ უენსდისთან" და ბოლო წუთებზე შესრულებული დუბლი სტივ ბრიუსის მიერ, სამუდამოდ დაამახსოვრდება "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატჯივრებს.
პოლ ინსის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" მისთვის ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი იყო. 1992 წლის სექტემბერში, პოლი პირველად გამოიძახეს ინგლისის ნაკრებში, მაგრამ გრემ ტეილორი არ ენდობოდა მას და მხოლოდ რამოდენიმეჯერ მისცა თამაშის უფლება. რამოდენიმე თვის შემდეგ, პოლ ინსი ინგლისის ნაკრების პირველი შავკანიანი კაპიტანი გახდა.
პოლ ინსის კარიერა მწვერვალს უახლოვდებოდა, მაგრამ 1994-1995 წლის სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონების ტიტული "ბლექბერნს დაუთმეს". ხოლო, პოლის და ალექს ფერგიუსონის ურთიერთობდა დაიძაბა. შოტლანდიელმა მწვრთნელმა ბევრი არ იფიქრა და პოლს გუნდი დაატოვებინა. ხოლო მის შემცვლელად როი კინი აღმოაჩინა.
პოლ ინსი შეიძინა მილანის "ინტერმა", 7 მილიონ ფუნტად. რატომ დატოვა პოლმა სამშობლოი - პასუხი მარტივია, მას სურდა, რომ ეთამაშა იმ დროის საუკეთესო ჩემპიონატში. პოლი დღეს ნოსტალგიით იხსენებს ცხოვრებას იტალიაში. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში თამაშობდნენ: ზანეტი, ჯორკაეფი, ვინტერი, სფორცა, პალიუკა, ბერგომი, სამორანე, მათ ვერაფერს ვერ მიაღწიეს, მილანელმა ვარსკვლავებმა 1997 წელს, უეფას თასის ფინალში გასვლა შეძლეს და იქაც დამარცხდნენ "შალკესთან".
პოლის საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ევროპის ჩემპიონატი 1996 წელს. "ინგლისელებმა" ფრედ დაამთავრეს მატჩი "შვეიცარიასთან", მაგრამ შემდეგ დაამარცხეს "შოტლანდიელები", ანგარიშით 2-0. ხოლო, მსოფლიო ჩემპიომატზე იტალიაში, ინგლისელებმა კვლავ ვერ შეძლეს გამარჯვება და 11 მეტრიანებში დამარცხდნენ გერმანელებთან. პოლი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა პენალტის დარტყმაზე.
ჩემპიონატის შემდეგ პოლი დაბრუნდა ინგლისში. ბევრი ინსის ადგილას, არ გარისკავდა და არ ითამაშებდა ორ ყველაზე დიდ ბრიტანულ კლუბში. მაგრამ პოლმა გარისკა და "ლივერპულში" გადავიდა. ევანსის გუნდი შემდეგი იყო: ჯიმი რედნაპი, სტივ მაკმანამანი, დევიდ ჯეიმსი და რობი ფაულერი.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა პოლმა, სადაც ინგლისი დამარცხდა არგენტინასთან გადაწყვიტა დაესვენებინა. მაგრამ, ევანსის ნაცვლად გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი ჯერარ ულიე. ჯერარმა გადაწყვიტა ახალი გუნდის აწყობ, მან გუნდში მოიყვანა - ახალგაზრდა სტივენ ჯერარდი, ხამანი და ბარმბი. საბოლოოდ პოლ ინსმა დატოვა კლუბი.
1999 წელს პოლ ინსი "მიდლსბროში" გადავიდა. ისინი არც ისე ცუდ ფეხბურთს აჩვენებდნენ და ცხრილში 9_ე ადგილს იკავებდნენ. იმ დროისთვის პოლის მთავარი მიზანი იყო ევრო-2000, მაგრამ ბევრი სპეციალისტი საუბრობდა, რომ მისი გამოძახება ნაკრებში აუცილებელი არ იყო. მისი შანსები ძან მცირე იყო, იმიტომ რომ მიმდინარეობდა გუნდის გაახალგაზრდავება. ამის გამო ნაკრებში არ გამოიძახეს: ტიმ შერვუდი, პოლ მერსონი, დარენ ანდერტონი და ტედი შერინგემი. მაგრამ პოლის ადგილი მოინახა. ინგლისის ნაკრების ნახევარდაცვა ასე გამოიყურებოდა: პოლ სქოულზე, დენის უაიზი, ახალგაზრდა სტივენ ჯერარდი და გამოცდილი პოლ ინსი. პირველ ტურში ინგლისის ნაკრები დამარცხდა პურტუგალიასთან 3-2. მომდევნო ტურში კი ინგლისელებმა დაამარხცხეს გერმანელები და გაუჩნდათ იმედი, რომ შეძლებდნენ ჯგუფიდან გასვლას, მაგრამ ისინი კვლავ დამარცხდნენ რუმინეთის ნაკრებთად და მათთვის ჩემპიონატი დასრულდა. ასე დასრულდა პოლ ინსის კარიერა ინგლისის ნაკრებში.
"მიდლსბროდან" პოლ ინსი "ვულვერჰეპტონში" გადავიდა, სადაც ის კლუბს დაეხმარა "პრემიერ ლიგაში" გადასვლაში. 2006 წელს, პოლს შესთავაზეს გამხდარიყო "სუინდონ თაუნის" მოთამაშე მწვრთნელი. მან იქ ძალიან ცოტა დრო გაატარა და შემდეგ "მაკსფილდ თაუნის" მწვრთნელი გახდა. ის დაეხმარა კლუბს, რომ არ გავარდნილიყო მეორე დივიზიონოდან. მაგრამ პოლი უკმაყოფილო დარჩა კლუბის მდგომარეობით და როდესაც მიიღო შემოთავაზება "მილტონ კეინსდონსიდან" მაშინვე დაეთანხმა.
ძალიან საინტერესო რამ შეემთხვა ამ კლუბს. ინგლისური ფეხბურთის ყველა მოყვარულს, ძალიან კარგად ახსოვს ცხობილ "უიმბლდონს", სადაც თამაშობდა ვილნი ჯონსი. 2000 წელს კლუბი გამოვარდა ინგლისის "პრემიერ ლიგიდან" და გაბანკროტდა. კლუბილს მფლობელმა პიტ ვილკელმანმა გუნდი გადაიყვანა ლონდონის გარეუბანში და არამხოლოდ მისი სახელწოდება შეცვალა, არამედ კლუბის სიმბოლური ფერიც. გულშემატკივრები ძალიან აღშფოთებულები იყვნენ და შექმნეს "უიმბლდონი".
ასეთ მდგომარეობაში მყოფ გუნდს ესაჭიროებოდა არამხოლოდ მწვრთნელი, არამედ ისეთი ადამიანი, რომელიც გულშემატკივრების ყურადღებას მოიპყრობდა. ხოლო, პოლ ინსი საუკეთესო კანდიდატურა აღმოჩნდა. კლუბმა პოლის დახმარებით დაიწყო საკმაოდ აგრესიული და ენერგიული ფეხბურთის თამაში. მათ მოიგეს League Two, ხოლო სეზონის დასასრულს კიდევ ერთი ტიტული დაამატეს - "LDV"_ს თასი. ახალგაზრდა მწვრთნელის ასეთი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩა "პრემიერ ლიგაში". "ბლექბერნიდან" მარკ ჰიუზი გადავიდა "მანჩესტერ სიტიში". ხოლო "ბლექბერნი" ეძებდა მის შემცვლელს. არვიცი სწორად მოიქცა თუ არა პოლ ინსი, მან დატოვა "იუმბლდონი" და "ბლექბენრში" გადავიდა. მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. მინდა დავამატო, რომ შესაძლოა ჩვენ ინგლისის მოედნებზე ვიხილოთ პოლ ინსის შვილი, რომელიც "ლივერპულის" აკადემიაში თამაშობს და როგორც ცნობილია საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა.
რას ფიქრობს პოლ ინსი თავის კარიერაზეი - "ყველაზე ცუდი ის არის, რომ არის ხალხის ისეთი კატეგორია, რომლებიც ჩემს საფეხბურთო კარიერას წარუმატებელს თვლის. მაგრამ ეს ასე არ არის, დააკვირდით თუ რამდენს მივაღწიე მე ჩემს კარიერაში. რამოდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი ინლისის კაპიტანი. ასევე მშვენიერი დრო გავატარე "მანჩესტერ იუნაიტედში", "ინტერში" და "ლივერპულში"." _თქვა პოლმა.
პოლ ემერსონ კარლაილ ინსი, დაიბადა 1967 წლის 21 ოქტომბერს, ლონდონში. სიმაღლე - 178 სმ, პოზიცია : ნახევარმცველი.
[b]კარიერაახალგაზრდული კლუბი1982—1984 ვესტ ჰემ იუნაიტედი
კარიერა კლუბებში1984—1989 ვესტ ჰემ იუნაიტედი 72 (7)
1989—1995 მანჩესტერ იუნაიტედი 206 (25)
1995—1997 ინტერი 54 (10)
1997—1999 ლივერპული 65 (14)
1999—2002 მიდლსბრო 93 (7)
2002—2006 ვულვერჰეპტონი 115 (10)
2006 სუინდონ თაუნი 3 (0)
2007 მაკლსფილდ თაუნი 1 (0)
1984—2007 მთლიანად კარიერაში 609 (73)
ინგლისის ნაკრები*1989 ინგლისი(до 21) 2 (0)
1992 ინგლისი-2 1 (0)
1992—2000 ინგლისი53 (2)
მწვრთნელობის კარიერა2006—2007 მაკსფილდ თაუნი
2007—2008 მილტონ-კინს დონს
2008 ბლექბერნ როვერსი
მიღწევებიროგორც ფეხბურთელი* ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონი (1993, 1994)
* ინგლისის თასი (1990, 1994)
* თასთა თასის მფლობელი (1991)
* საფეხბურთო ლიგის თასის მფლობელი (1992)
* უეფას სუპერთასის მფლობელი (1991)
* ინგლისის სუპერთასის მფლობელი (1990, 1993, 1994)
* ინგლისის თასის ფინალისტი (1995)
* უეფას თასის ფინალისტი (1997)
როგორც მწვრთნელი* ინგლისის მეორე საფეხბურთო ლიგა: 2008
* საფეხბურთო ლიგის ტიტული : 2008[/b]