ავტორი: FLeeTcH   6-05-2010, 15:52   ნანახია: 300 [ ]
  
დაბადების თარიღი : 1949 წლის 29 მაისი
დაბადების ადგილი : კოლიჰერსტი, მანჩესტერი
პოზიცია : ფორვარდი
თამაში "მანჩესტერ იუნაიტედში" : 272
გოლები "მანჩესტერ იუნაიტედში" : 69
თამაში ინგლისის ნაკრებში :2
გოლები ინგლისის ნაკრებში : 1



ბრაიან კიდი არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დაიბადა კოლიჰერსტში 1949 წლის 29 მაის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ "იუნაიტედის" კიდევ ერთი ლეგენდა ნობი სტაილზი დაიბადა იმავე კოლიჰერსტში. ისინი ორივენი, სწავლობდნენ ერთი და იმავე სკოლაში. ბრაიან კიდმა, თავისი საფეხბურთო კარიერა სკოლის გუნდში დაიწყო. შემდეგ კი მან სწავლა "მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო სკოლაში განაგრძო. რვა თვის შემდეგ, 1963 წლის აგვისტოში ის ხდება ნაციონალური გუნდის წევრი, ხოლო 1966 წელს ის ღებულობს პროფესიონალი ფეხბურთელის ლიცენზიას.

ბრაიანი ბრწყინვალედ და აქტიურად თამაშობდა "იუნაიტედის" სარეზერვო კლუბში. 1967 წლის 12 აგვისტოს, 18 წლის ასაკში, მან ჩაატარა სადებიუტო მატჩი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, რომელიც 3-3 დასრულდა. (მაშინ არ იყო 11 მეტრიანები) შემდეგ მან ჩაატარა პირველი მატჩი ინგლისის ჩემპიონატში, "ევერტონის" წინააღმდეგ, რომელიც "იუნაიტედის" დამარცხებით 1-3 დასრულდა. თავის სადებიუტო სეზონში, კიდი ისე დამაჯერებლად თამაშობდა, რომ მოიპოვა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში და პირველ სეზონში მხოლოდ 4 მატჩი გამოტოვა. ადვილი მისახვედრია, თუ რატომ ათამაშებდა მეტ ბასბი ახალგაზრდა კიდს, მთავარ შემადგენლობაში. ის გამორჩეული ახალგაზრდა იყო, სისწრაფით, დამაჯერებლად თამაშობდა ყველა სიტუაციაში და მარტივად ატყუებდა მცველებს.

ბრაიან კიდი

თითქმის 40 წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა და ევროპის ჩემპიონების თასის ფინალი როგორც დღეს, მაშინაც მაისის ბოლოს იმართებოდა. 37 წლის უკან, "მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა ამ პრესტიჯული ევროპული ჩემპიონატის ფინალში, სადაც ინგლისელები "ბენფიკას" ეთამაშებოდნენ. პურტუგალიელებს ქონდათ სიამაყის მიზეზი, იმიტომ რომ მათ გუნდში თამაშობდა ცნობილი ეისებიო. ფინალის დღეს, "უემბლიზე" შეკრებილი ინგლისელი გულშემატკივრები მღეროდნენ: "Eusebio, and I say Kiddo". ხო, სწორედ ამ დღეს იყო ჩვენი გმირის დაბადების დღე და გულშემატკივრები მღეროდნენ The Beatles "Hello, Goodbye", გულშემატკივრები ამ გზით ულოცავდნენ ბრაიან კიდს დაბადების დღეს, რომელიც 19 წლის ხდებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" აუცილებლად უნდა მოეგო ეს მატჩი. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, დენის ლოუ ტრავმირებული იყო. შეიძლება ეს ფაქტი დაეხმარა ბრაიან კიდს, რომ ეთამაშა ეს მატჩი. თავიდან ორივე გუნდმა მსგავსი ფერის ფორმები აირჩიეს, შემდეგ კი გადაწყვეტილი იქნა, რომ "ბენფიკას" ფეხბურთელები ჩაიცმევდნენ თეთრი ფერის მაისურებს, ხოლო "იუნაიტედის" ფეხბურთელები კი ლურჯს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა : სტეპნი, ბრენანი, დანი, კრერანდი, ფოლკსი, სტაილზი, ბესტი, კიდი, ჩარლტონი, სედლერი და ესტონი.

მატჩი ძალზედ დაძაბული, აღმოჩნდა. პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა. თამაშს ესწრებოდა 100 000 მაყურებელი. დაიწყო შესანიშნავი მატჩის მეორე ნახევარი. 8 წუთის შემდეგ ბობი ჩარლტონმა თაური დარტყმით ბურთი "ბენფიკის" კარებში გაგზავნა და ანგარიში 1-0 გახადა. მატჩის დასრულებამდე, 9 წუთით ადრე "ბენფიკამ" შეძლო ანგარიშის გათანაბრება ჯიმი გრასეს დახმარებით. ეისებიოს ქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მან ეს შანსები ვერ გამოიყენა და დაინიშნა დამატებითი დრო.

მსაჯმა მისცა სასტვენი და დაიწყო დამატებითი დრო. გავიდა 3 წუთი და ჯორჯ ბესტმა შეძლო გოლის გატანა. (2-1) ამ გოლბა მატჩში დიდი გარდატეხა მოახდინა და მომდევნო 5 წუთის განმავლობაში, "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა 2 გოლი გაიტანეს. 95_ე წუთზე ბრაიან კიდმა გაიტანა გოლი, ხოლო მატჩის დასასრულს ჩარლტონმა გაიტანა ბრწყინვალე გოლი და ანგარიში 4-1 გახადა.

რა მშვენიერი ღრუბლებში ფრენა და რა მძიმეა მიწაზე დანარცხება

ბრაინმა დაკარგა სტაბილურობა. მან 68/69 სეზონში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. ხოლო, "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრიუმფის შემდეგ 11_ე აღმოჩნდა. 70_იანი წლების დასაწყისი, როგორც "იუნაიტედისთვის" ასევე ბრაიანისთვისაც ძალზედ დაძაბული იყო. 3 წლის განმავლობაში "იუნაიტედი" ცხრილში 8_ე ადგილს იკავებდა. 72/73 სეზონში, კი "იუნაიტედმა" სეზონი 18_ე ადგილზე დაასრულა და ბრაინმა მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. ხოლო კიდის ბოლო სეზონში(73/74) "იუნაიტედმა" 21_ე ადგილი დაიკავა და 2 დივიზიონში გადავარდა. ამ სეზონშიც ბრაინმა ცუდი შედეგიანობა აჩვენა. (მხოლოდ 2 გოლი)

5 სეზონის განმავლობაში, კიდი ბრძოლობდა იმისთვის რომ ეთამაშა მთავარ შემადგენლობაში და გაემართლებინა. მისთვის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" 1974 წელს დასრულდა, როდესაც "იუნაიტედი" მეორე დივიზიონში გადავარდა. ბრაიან კიდსი გადაბარგდა ლონდონის "არსენალში" 110 000 ფუნტ სტერკინგად.

ბრაიან კიდი

ცხოვრება "იუნაიტედის" შემდეგ

როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბრაინმა "არსენალში" გადასვლის შემდეგ ორი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. მან 70 მატჩში 30 გოლის გატანა შეძლო.

1976 წლის ივლისში, ბრაიანი ბრუნდება "მანჩესტერში", მაგრამ არა "იუნაიტედში", არამედ "სიტიში". "მანჩესტერ სიტის" ეს ტრანსფერი იგივე თანხა 110 000 ფუნტი დაუჯდა. კიდმა, "სიტიში" 98 მატჩი ითამაშა და 44 გოლი გაიტანა.

1979 წლის მარტში, ბრაიანი ლივერპულის "ევერტონში" აღმონდა. მარტიდან ივნისამდე, მან "ევერტონის" რიგებში 9 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონში, ბრაიანი არ ბრწყინავდა შედეგიანობით, ჩაატარა 31 მატჩი და 9 გოლი გაიტანა.

1980 წლის მაისში, კიდი გადავიდა ბოლტონში, ჩაატარა 43 შეხვედრა და 14 გოლი გაიტანა. რის შემდეგაც ის შემდეგ სეზონში აშშ-ში აღმოჩნდა. ის არენდით თამაშობდა Atlanta Chiefs-ში. ამერიკული ფეხბურთის დონე ისეთი დაბალი იყო, რომ ბრაიანმა 29 მატჩში 23 გოლი გაიტანა. 82-83 წლებში ბრაიანი გადავიდა სხვა ამერიკულ კლუბში Fort Lauderdale Strikers, აქაც საკმაოდ წარმატებული სეზონი ჩაატარა, 51 მატჩში 34 გოლი. მისი კარიერა ამერიკაში დასრულდა 1984 წელს, Minnesota Strikers _ში. (13 მატჩი, 8 გოლი)

იმავე 1984 წელს, ბრაიანი ბრუნდება ინგლისში, მოთამაშე მწვრთნელი სახით Barrow_ში. შემდეგ, კიდი გახდა Swindon Town_ის მთავარი მწვრთნელის მოადგილე.

Take me home United Road

1988 წელს ბრაიან კიდი ბრუნდება "ოლდ ტრაფორდზე", "მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო სკოლის დირექტორად.

ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდები, იზრდებოდნენ ბრაიანის დირექტორობის დროს. ის ასევე სკაუტის როლს ასრულებდა და თვითონვე იყო დაკავებული ახალი ტალანტების აღმოჩენაში. მისი დირექტორობის დროს, გუნდში იზრდებოდნენ : დევიდ ბექემი, რაიან გიგზე, პოულ სქოულზი.

1991 წელს, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის დამხმარე მწვრთნელი არჩი ნოკსი, მოულოდმელად წავიდა "რეინჯერსში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ფერგიუსონმა შესტავაზა კიდს, რომ დაეკავებინა ნოკსის ადგილი. მან ასეთი სიტყვებით მიმართა მას : " კიდ, არ მოგვეხმარები პირველ გუნდშიი". ფერგიუსონმა ჯურნალისტებს შემდეგი სიტყვები უთხრა:

"არჩის წასვლა გუნდიდან, ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, მაგრამ მე ვიცი, რომ ბრაიან კიდი მას ღირსეულად შეცვლის."

"კიდს ძალიან დიდი წილი მიუძღვის ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდაში. ის იყო უდიდესი ფეხბურთელი და ვფიქრობ, რომ ის დაეხმარება პირველ გუნდს."

კიდმა დაიწყო თავისი ახალი მოვალეობების შესრულება. მისით ყველა კმაყოფილები იყვნენ და დაუფასეს. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი, გულშემატკივრებმა ის კლუბის ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მას ეძახდნენ - მეფეს. ასე თქვა ერიკ კანტონამ ბრაიან კიდის შესახებ:

"ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის შენი მწვრთნელი. რასაც ის აკეთებს, არის უფრო მეტი ვიდრე ოსტატობა, ეს არის სიყვარული."

სერ ალექს ფერგიუსონმა და ბრაიან კიდმა "იუნაიტედთან" ერთად 4-ჯერ გახდნენ ჩემპიონები, 3-ჯერ მოიგეს Charity Shield, 2-ჯერ ინგლისის თასი, 1-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, ასევე არიან თასთა თასის მფლობელები და უეფას სუპერთასის.

ჩანდა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ 1998 წელს ბრაიანმა დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბლექბერნ როვერსის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. იმ დროს "ბლექბერნს" ძალიან უჭირდა თამაშის მხრივ და ცხრილშიც აუთსაიდერები იყვნენ.

I did it my way

რატომ მოიქცა კიდი ასეი შეიძლება იმიტომ რომ მას პირველობა სურდა. 1998 წლის 6 დეკემბერს კიდი "ბლექბერნ როვერსის" უფიციალური მწვრთნელი გახდა. ხოლო, შემდეგ ის დეკემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ბრაიან კიდის მთავარ პოსტზე დანიშვნა, არ დაეხმარა "ბლექბერნს" და 1999 წელს ისინი გავარდნენ პირველი დივიზიონიდან. მათ, სწორედ ბოლო გადამწყვეტი მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩაატარეს, მათთვის აუცილებელი იყო 3 ქულის მოპოვება, მაგრამ მატჩი 0-0 დასრულდა.

1999/2000 წლის სეზონის დასაწყისი, კიდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და ამიტომ მას მოუხდა კლუბის დატოვება. ეს მოხდა 1999 წლის 3 ნოემბერს.

შემდეგი მძიმე დარტყმა, კიდმა მიიღო სერ ალექს ფერგიუსონისგან. ამას არავინ ელოდა, თვითონ ბრაიან კიდიც. სერ ალექს ფერგიუსონმა გამოსცა თავისი ბიოგრაფია "Managing My Life", სადაც კიდი ძალიან, ძალიან მკაცრად გააკრიტკა.

"ბლექბერნ როვერსის" ლეგენდამ ტონი პარკსმა განაცხადა, რომ სერ ალექსის მიერ გამოთქმულმა სიტყვებმა, დიდი ზიანი მიაყენა ბრაიან კიდს.

"ვფიქრობ, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წიგნმა დიდი ზიანი მიაყენა კიდს" - თქვა პარკსმა

"ბრაიანი ტემპერამენტიანი ადამიანი, მას გააჩნია გრძნობები და სერ ალექსმა თავისი სიტყვებით ტკივილი მიაყენა მას."

"ის ცდილობდა გაერკვია, თუ რატომ მოხდა ეს ასე. ის მუშაობდა სერ ალექსტან ერთად, ეხმარებოდა ტიტულების მოპოვებაში, ხოლო წიგნიდან გამომდინარე გამოდის, რომ ის არ აკეთებდა თავის საქმეს."

ბრაიან კიდი

2000 წელს, ბრაიანი ღებულობს შემოთავაზებას "ლიდსი იუნაიტედისგან", კლუბის ახალგაზრდული სკოლის დირექტორად. კიდიც დათანხმდა. იმავე წლის ოქტომბერში, ის ხდება 21 წლამდე ინგლისის ნაკრების მწვრთნელი.

2001 წელს, ბრაიანი ხდება "ლიდსი იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, დევიდ ოლირის ნაცვლად. პირველივე მატჩი მას მოუწია "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. მატჩის დღეს, სერ ალექსმა მოაწყო შოუ და მკაცრად გააკრიტიკა კიდი. ეს მატჩი დასრულდა 1-1, შედეგმა ძალიან განარისხა სერ ალექსი.

2002 წელს, 10 მატჩიანი წაგებული სერიის შემდეგ, "ლიდსის" გულშემატკივრებმა მოაწყვეს აქცია ბრაიან კიდსის წინააღმდეგ და მოითხოვდნენ მის გუნდიდან წასვლას. მაგრამ ლიდსის მეკარემ ნაიჯელ მარტინმა, რიო ფერდინანდმა და ალან სმიტმა მხარი დაუჭირეს კიდს და ის გადაურჩა გუნდიდან წასვლას.

2003 წლის მაისში კიდმა დატოვა ლიდსი. "ლიდს იუნაიტედის" პრეზიდენტმა პიტერ რიდმა მისი წასვლა გუნდიდან დაუკავშირა კლუბის ფინანსურ პრობლემებს.

2004 წლის მაისში კიდი დააწვინეს საავადმყოფოში. (დაახლოებით, იმ დროს სავადმოფოში იწვა, იმავე დაავადების გამო "იუნაიტედის" ლეგენდა დენის ლოუ.) კიდმა საბოლოოდ დაამარცხა ავადმოყოფობა და გამოჯამრთელდა. მან უარი თქვა საფეხბურთო ცხოვრებაზე და დასვენება გადაწყვიტა.