ავტორი: manche_10_var   16-07-2010, 12:38   ნანახია: 696 [ 11 ]
  
რუნის იღბალი


უეინ რუნის ამბები გვინდა გიამბოთ. დავიწყოთ იმით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის კარიერაში ცუდი პერიოდი, როგორც ჩანს წარსულს ჩაბარდა: მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელის მოცარვა წარმატებამ შეცვალა — მანჩესტერში ხელფასს კვირაში 130 ათას ფუნტამდე უზრდიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისელი ვარსკვლავის ჯამაგირი კვირაში 30 ათასი ფუნტით გაიზარდა. ვინ იცის, იქნებ ჯაამაგირის ზრდა იმითაც იყო განპირობებული, რომ რუნისადმი ინტერესი მადრიდის „რეალმა“ გამოხატა და „ოლდ ტრეფორდზე“ იფიქრეს, ჯობს ჩვენს მთავარ ვარსკვლავს გასამრჯელო გავუზარდოთ, თორემ შეიძლება ვინმემ მოთაფლოსო. ყოველ შემთხვევაში, „იუნაიტედმა“ თავისი სიტყვა თქვა და ახლა პასუხის რუნის აგენტზე პოლ სტრეტფორდზეა, რომელიც სეზონის დაწყებამდე კლუბის აღმასრულებელ შეფთან დევიდ გილთან აუცილებლად მოაგვარებს ყველაფერს.

და კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ რუნის ცუდი დროება კარგით შეეცვალა: „იუნაიტედის“ ვარსკვლავმა თავის ყოფილ აგენტებს სასამართლო დავა მოუგო — ყოფილი აგენტები 4,3 მილიონ ფუნტს ედავებოდნენ. ამის შესახებ ადრეც ვწერდით. კერძოდ, ლაპარაკია სპორტული მენეჯმენტის ფირმა „პროაქტივზე“, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუნისგან რამდენიმე „მსუყე“ კონტრაქტის საკომისიოები ეკუთვნოდა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, თავიდან ფირმა „პროაქტივი“ და ზემოხსენებული პოლ სტრეტფორდი ერთად იყვნენ, შემდეგ კი, 2008 წელს, მათი გზები გაიყარა და სტრეტფორდმა რუნი თავისი საკომისიოებიანად თან გაიყოლა. სწორედ ამან გააბრაზა „პროაქტივი“, რომელმაც მიიჩნია, რომ უსამართლოდ დაიჩაგრა და კუთვნილი ფულიც წაართვეს, თუმცა, მანჩესტერის სასამართლომ დავა ფეხბურთელის სასარგებლოდ გადაწყვიტა.


კერძოდ, მოსამართლემ თქვა, რომ ხელშეკრულება, რომელიც რუნიმ 17 წლის ასაკში, ჯერ კიდევ „ევერტონში“ თამაშის წლებში გააფორმა, დღეს რვა წლისა იქნებოდა, მაშინ, როდესაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია რეკომენდაციას იძლევა, ასეთი ხელშეკრულებები ორ წელიწადზე ხანგრძლივი არ იყოს. რუნიმ, რომელიც ოჯახთან ერთად ბარბადოსზე ისვენებს, თქვა


„მე და კოლინი ყოველთვის პატიოსნად ვუხდიდით საკომისიოებს იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენგან ეს ფული ეკუთვნოდა. რაც შეეხება თანხას, რომელსაც ამ შემთხვევაში გვედავებოდნენ — ეს ყველაფერი ცუდ ხუმრობას ჰგავდა და ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ გაძარცვას გვიპირებდნენ. საბედნიეროდ, მოსამართლემ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. მან სწორად გასაზღვრა ის თანხა, რომელიც ჩვენ „პროაქტივისთვის“ უნდა გადაგვეხადა, გაბრილ რიცხვებზე კი ლაპარაკიც აღარ არის“.


დავაზუსტოთ: მოსამართლის გადაწყვეტილებით, უეინ რუნის „პროაქტივისთვის“ გადასახდელი ჰქონდა არა მილიონები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ 90 ათასი ფუნტი, ხოლო კოლინ რუნის 5 ათასი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავმა განაგრძო:


„ყველაზე მეტად სასამართლო გარჩევები არ მინდოდა, მაგრამ გავიცდი, როდესაც დავინახე, რომ კომპანია, რომელიც ბრიტანეთის რამდენიმე უდუდეს ვარსკვლავს წარმოადგენს, ასეთი ხერხით ლამობდა ფულის მოპოვებას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კერძო ბიზნესისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოები საჯარო გახადა. რას იზამ, როგორც ჩანს, ცხოვრებაში სიმართლისთვის ბრძოლაა საჭირო“.
რაც შეეხება რუნის აგენტ პოლ სტრეტფორდს, მას ახლა ახალი ფირმა ჰყავს, რომელსაც ჰქვია Triple S Sports and Entertainment Group Ltd და რუნი, როგორც მოგახსენეთ მისი კლიენტია. სტრეტფორდმა თქვა
:


„ჩვენ პირველი წუთებიდან ვიცოდით, რომ თანხა, რომელსაც გვედავებოდნენ, უსამართლო იყო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უეინსა და კოლინს, რომლებმაც სიმტკიცე გამოამჟღავნეს და საკმაოდ ძლიერი ზეწოლის მიუხედავად თავისი პოზიცია ბოლომდე დაიცვეს“.
დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმ ამბავს, რომ „პროაქტივი“ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ავტორი: ARTist   (16 ივლისი 2010 12:44)
#1

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 400

კომენტარები: 6346

რეგ.დრო: 8.04.2010


ავტორი: dodiko   (16 ივლისი 2010 12:53)
#2

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 101

კომენტარები: 3199

რეგ.დრო: 15.06.2010

ra kacia runi? wink
„ყველაზე მეტად სასამართლო გარჩევები არ მინდოდა
amas uechveli im kacis galaxva undoda da colma ar daaneba!!! wink wink




ავტორი: CHICHARITO 14   (16 ივლისი 2010 13:30)
#3

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1130

რეგ.დრო: 18.06.2010

ნევროზაააააააააააააა მიყვარს ეს ნევროზაააა[/right]









ავტორი: Wayne Rooney10   (16 ივლისი 2010 15:16)
#4

ჯგუფი: User

სიახლეები: 2

კომენტარები: 1187

რეგ.დრო: 6.01.2010

არ ვიცოდი no









ავტორი: Wripa   (16 ივლისი 2010 15:53)
#5

ჯგუფი: User

სიახლეები: 5

კომენტარები: 622

რეგ.დრო: 17.05.2010

ეს დიდი კაცია









ავტორი: c_ronaldo_9   (16 ივლისი 2010 17:12)
#6

ჯგუფი: User

სიახლეები: 68

კომენტარები: 566

რეგ.დრო: 20.12.2009

es nikic chemia da ar shegidzzliat isev am nikze gadmovitabno es siaxle an aqedan wavshli da chems nikidan davamateb?









ავტორი: markeza   (17 ივლისი 2010 02:02)
#7

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 2839

რეგ.დრო: 28.12.2009

arc me




ავტორი: giorgi____rooney   (17 ივლისი 2010 02:59)
#8

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 38

კომენტარები: 4737

რეგ.დრო: 7.03.2010

vaa sg arc me vicodi es ambavi!









ავტორი: ToM -#   (17 ივლისი 2010 04:34)
#9

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 4

რეგ.დრო: 26.05.2010

ar vicodii




ავტორი: Boyka   (17 ივლისი 2010 04:37)
#10

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 841

რეგ.დრო: 24.12.2009

ar vicodi









ავტორი: koka999   (17 ივლისი 2010 08:01)
#11

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 4521

რეგ.დრო: 27.12.2009

sasamartloebze siaruli da gabozeba ar undoda rooneys magram dzzzzzalad gaabozes kaci:D ise rogoria milionebs gaxeven da modi da ar gabozde:D:D:D:D:D:D:D:D;)





ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.