სურათზე სამი ლეგენდა:ტონი დუნე,ჯორჯი ბესტი, სერ ბობი ჩარლტონი
ანტონი პეტერ დანი,დაიბადა 1941 წლის 24 ივლისს დუბლინში,ირლანდიელი ფეხბურთელი,რეგულარულად თამაშობდა მარცხენა მცველის პოზიციაზე.აქვს ნათამაშები 33 მატჩი ირლანდიის ნაკრებში 1962 წლიდან 1975 წლამდე.იყო ირლანდიის საუკეთესო ფეხბურთელი 1969 წელს.სიმაღლე 1.68.
საფეხბურთო კარიერა
ალბად ბევრისათვის უცნობი კლუბი,''შელბურნი'', სწორედ აქ დაიწყო თავის საფეხბურთო კარიერა ''იუნაიტედის '' ლეგენდამ. ის ამ კლუბში 1958 წლიდან 1960 წლამდე თამაშობდა.სულ 18 მატჩი და 1 გოლი საკმარისი იყო, რომ ეს ფეხბურთელი ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასულიყო.პირველი ტიტული სწორედ ''შელბურნში'' თამაშისას მოიგო ირლანდიის FAI-ს თასი.მაშინ ფინალში მისმა გუნდმა ჰიბერნიანი 2-0 დაამარცხა.ამ ფაქტიდან სწორედ ერთი კვირის შემდეგ კი ის უკვე ''იუნაიტედში' 5000 ევროდ გადავიდა.თავის სადებიუტო მატჩი, მან 1960 წლის 15 ოქტომბერს ''ბარნლის'' წინააღმდეგ ითამაშა.ის დაეხმარა გუნდს 1963 წელს FA-ს თასის,1965,1967 წლებში პრემიერ ლიგის ხოლო 1968 წელს ''ჩემპიონთა'' ლიგის მოგებაში.ის იყო ''მანჩესტერელთა'' რეგულარული ძირითადი შემადგენლობის მარცხენა მცველი და სწორედ ამან გამოიწვია ის რომ, მან 530 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.ჩატარებული მატჩების რაოდენობით ტონის მხოლოდ რაიან გიგზი,სერ ბობი ჩარლტონი,ბილ ფულკსი, პოლ სქოულზი,გარი ნევილი და ალექს სტეფნი უსწრებენ.ამგვარად ის ამ მიმდევრობაში მე-7-დეა.
ტონიმ ''ოულდ ტრაფორდი'' 1973-74 წლების სეზონში დატოვა და ბოლტონში გადაბარგდა.აქ მან 6 წელი დაჰყო (1973-79) და მისი შემდეგი კლუბი დეტროიტ ექსპრესი იყო სადაც დაასრულა კიდეც საფეხბურთო კარიერა.
სამწვთნელო კარიერა
პროფესიონალური ფეხბურთის კარიერის დასრულების შემდეგ ტონი იყო ''ბოლტონ უანდერზის'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტი 1979-81 წლებში.
1982-83 წლებში კი ''სტეინკერის'' მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც სამწვრთნელო კარიერაც დაასულა.
დღესდღეობით ის არის 68 წლის და ცხოვრობს ალტრინკამში.
ტიტულები:
FAI-ს თასი-1960
პრემიერ ლიგა-1964/65, 1966/67
ჩემპიონშიფი-1977/78
FA-ს თასი-1963
ჩემპიონთა ლიგა-1968