,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ახლანდელი ხელმძღვანელობა ყველაფერში უჭერს მხარს, მიუხედავად იმისა რომ გლეიზერების ოჯახს გამუდემებით აკრტიკებენ.
გლეიზერებმა როდესაც კლუბი შეიძინეს მათ მანამდეც ქონდათ ვალები, ამიტომ პრესა ტყუილად გამოთქვამს უკმაყოფილებას. თქვენ ალბათ იცით რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ,,მანჩესტერ იუნაიტედისა'' მართავს საპროტესტო აქციებს. მე მინდა დავამშვიდო ყველა და ვუთხრა რომ რაც არ უნდა ვთხოვო კლუბის ხელმძღვანელობვას ისინი სულ ჩემს გვერდით არიან და გამუდმებით მხარს მიჭერენ ამა თუ იმ საკითხებში.
,,მანჩესტერ იუნაიტედი'' როდესაც გახდა ძალიან პოპულარული გუნდი სახსრები ესაჭიროებოდა ზუსტადაც ამ მიზნით გლეიზერებმა შეიძინეს ,,იუნაიტედი'' მათ ადგილას სხვაც შეიძლება ყოფილიყო და კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. მე არასდროს გამომითქვამს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელმძღვანელობა ფულს არ მაძლევს პირიქით მე ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ გუნდში მსოფლიო დონის მოთამაშე მოვიყვანო - აცხადებს სერ ალექს ფერგიუსონი.