
მაშინ როცა მანჩესტერ იუნაიტედი ამერიკულ ტურნეშია და ახალგაზრდა ვარსკვლავები ერთი მეორის მიყოლებით თავს იჩენენ გუნდის გამოცდილი ფეხბურთელები და უმთავრესი ვარსკვლავები ისვენებდნენ.მსოფლიო ჩემპიონატზე ნამყოფი ფეხბურთელები 28 დღის განმავლობაში ისვენებდნენ,თუმცა ახლა მაიკლ კარიკი,უეინ რუნი,პატრის ევრა,ნემანია ვიდიჩი და ჯი სუნგ პარკი კარინგტონზე არიან და ემზადებიან ახალი სეზონისთვის.
წინა კვირაში მანჩესტერ იუნაიტედის ფიზმომზადების მწვრთნელმა ტონი სტრუდვიკმა საზოგადოებას გააცნო სპეციალური პროგრამა,რომელიც განკუთვნილია მანიუს ახლადდაბრუნებული ფეხბურთელებისთვის.ისინი ეტაპობრივად მოუმატებენ დატვირთვებს და სეზონის დასაწყისისთვის ფორმაში იქნებიან.
პატრის ევრამ ისაუბრა ამ საკითხზე და გუნდისთვის წინასასეზონო მატჩების მნიშვნელობაზე.ფრანგი ამ დღეებში იმყოფებოდა კორეაში ,სადაც მისი თანაგუნდელის და მეგობრის ჯი სუნგ პარკის ახალი საფეხბურთო აკადემიის გახსნას დაესწრო.სწორედ იქ იხელთეს დრო MANUTD.KR-ს ჟურნალისტებმა და მათ ქვეყანაში სტუმრად ჩასული ევრა გამოკითხეს.
„წინასასეზონო თამაშები უმნიშვნელოვანესია გუნდის თითოეული ფეხბურთელისთვის,განსაკუთრებით მათთვის ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა.“-განაცხადა პატრის ევრამ და თავისი ვარაუდის განსამტკიცებლად თავისი მაგალითი მოიყვანა.მან გაიხსენა 2006 წელი ,როცა ის გუნდს იანვარში შეუერთდა და ვერაფრით მოახერხა გუნდთან შეთამაშება.“
მან ასევე აღნიშნა ამ ტურნეს მნიშვნელობა ახალგაზრდა ფეხბურთელთათვის,რომლებიც დიდი გამოცდილებას აგროვებენ ამ დროს.პატრისის აზრით ამხანაგური თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია:“ზოგი თვლის ,რომ ეს თამაშები უმნიშვნელოა და ასეთი ადამიანები მწარედ ცდებიან.სწორედ ამ დროს იღდგენს ფეხბურთელი კარგ ფიზიკურ ფორმას.ამ დროს თანაგუნდელები კარგად თამაშდებიან ერთმანეთთან.ეს კი ძალიან კარგი წინაპირობაა წარმატებული სეზონისთვის.“
წყარო:
MANUTD.COM