მატჩების პირდაპირ ეთერში ყურება


კლუბები
 
1 ჩელსი 3
9
2 არსენალი 3
7
3 მანჩესტერი 3
7
4 ვულვზი 3
5
5 ნიუკასლი 3
4


კლუბები
 
1 მანჩესტერი 0
0
2 ვალენსია 0
0
3 რეინჯერსი 0
0
4 ბურსასპორი 0
0

პრემიერ ლიგა
ბერბატოვი
2
რუნი
1
ნანი
1
გიგზი
1
სქოულზი
1
ფლეთჩერი
1
 
ჩემპიონთა ლიგა
რუნი
0
ოუენი
0
სკოულზი
0
ნანი
0
ვალენსია
0
 

Eric The King...  ინტერვიუები
Eric The King...


დიდი ფეხბურთელები,დიდი მწვრთნელები,უდიდესი ისტორია,დიდება და სიამაყე ამ ყველაფრის შერწყმით ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედს მივიღებს მართლაც დიდებულ გუნდს რომლის ისტორიაც ყველასთვის ცნობილია მაგრამ არის ფაქტები რომელიც მსოფლიო პრესაში არც თუ ისე იბეჭდება,გუნდი უდიდესია სადაც უდიდეს ფეხბურთელებს უთამაშიათ და ეს მთელმა მსოფლიომ კარგად იცის იუნაიტედის ღირსებას უამრავი დიდი ფეხბურთელი იცავდა,მათგან თქვენი ყურადღების ცენტრში მინდა ფრანგი ლეგენდარული ფეხბურთელი ერიკ კანტონა მოვაქციო,ამ ფეხბურთელმა ისტორია შექმნა უცნობი დეტალები კანტონას ცხოვრებიდან ფრანგი ფეხბურთელმა რამოდენიმე დღის უკან ფრანგულ პრესას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა რომელსაც ქვემოთ იხილავთ ფრანგი ფეხბურთელი მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის შესახებ საუბრობს და თავისი გატარებულ წლებს იხსენებს კლუბში....


გამარჯობა ერიკ დიდი ხანია თქვენ ჟურნალისტებთან საუბარი არ გქონიათ,მე მოხარული ვარ რომ ამ ინტერვიუზე დამთანხმდი როგორც შევთანხმდით თემა მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის შესახებ იქნებოდა რატომ აირჩიეთ ეს თემა???

დიახ მართალს ამბობთ მე მართლაც დიდი ხანია ჟურნალისტებთან საუბარი არ მქონია,მე მათ გაურბივარ რადგან ხშირად თავიანთი იდიოტური კითხვებით ტვინს მიჭედავენ,რაც შეეხება თემას ეს არის თემა რომელზეც საუბარი მე არასდროს მომწყინდება მანჩესტერში მე უამრავი ბედნიერი წელი გავატარე და მინდა ეს ყველაფერი გავიხსენო თქვენთან ერთად

კარგით სიამოვნებით მოდით გუნდზე გადავიდეთ თქვენ მანჩესტერში 5 წელი ითამაშეთ ამ დროის მანძილზე კი 4-ჯერ გახდით ინგლისის ჩემპიონი გუნდთან ერთად როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს??


დიახ მე მანჩესტერში მართლაც საოცარი წლები გავატარე და ამ გუნდთან ერთად მთელი ინგლისი დავიპყარი იყო უამრავი თავდაუზოგავი ბრძოლა,სკანდალები,სიხარული,ცრემლი ამ დროის მანძილზე მე შევხვდი და გავიცანი ბრწყინვალე ადამიანები,იცით რა არის მანჩესტერში როდესაც გადავედი მე ვიგრძენი რომ სხვა სამყაროში ვიმყოფებოდი მე როდესაც გუნდში მივედი ჩემი ხასიათი ყველამ კარგად იცოდა მაგრამ მე დამავიწყდა ვინ ვიყავი როდესაც მე სერ ალექს ფერგიუსონი მესაუბრა მე ჩემს თავს კითხვა დაუსვა ,,ერიკ გონზე მოდი შენ სხვაგან იმყოფები'' მე მართლაც შევიცვალე და მიზნად დავისახე რომ ამ გუნდში ყველაფერი უნდა გამეკეთებია იმისთვის რათა ლეგენდა გავმხდარიყავი მე შევძელი ეს და გავხდი ამ უდიდესი გუნდის კაპიტანი და გუნდში ჩემი სახელი დავამკვიდრე,იცით რა არის არ დავმალავ და მე თითოეული თამაშის მეშინოდა ოლდ ტრაფორდზე როდესაც მოედანზე გამოვდიოდი მე მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა და ერთი საფიქრალი ,,არაფერზე იფიქრო მანჩესტერის და მოგების გარდა'' დანარჩენი სხვა იმ დროს ჩემთვის არ არსებობდა მე ეს გუნდი უზომოდ მიყვარდა

რამ გამოიწვია ეს ყველაფერი თქვენ ხომ იმ დროს დაუმორჩილებელი ფეხბურთელი იყავით და სკანდალები თქვენს ირგვლივ არ წყდებოდა რა მოხდა მანჩესტერში???

მე როდესაც მანჩესტერში მივედი სერ ალექს ფერგიუსონის კაბინეტში შევედი მან მე მითხრა ,,მე მსმენია შენი ხასიათის შესახებ მე აქ იმიტომ მოგიყვანე რომ გუნდს წარმატებაში დაეხმარო წინააღმდეგ შემთხვევაში შენ გუნდში აღარ იქნები'' მე იმ დროს ვიფიქრე მე მართლაც გონზე უნდა მოვსულიყავი მე სერ ალექსს ვესაუბრე და ჩვენი საუბრის შედეგი იყო ის რომ მე ვიშრომებდი ბევრს და დავეხმარებოდი გუნდს პრემიერლიგის მოგებაში,იმ დროს როდესაც მე მივედი მანჩესტერი არც თუ ისე კარგ ფორმაში იყო შემდეგ კი ბრწყინვალე გუნდი შევიკარით და ინგლისში ჩვენი ხანა დაიწყო სადაც მე 4 ოქროს მედალი დავიკიდე საოცარი წლები იყო მე სხვა ადამიანი ვიყავი და ამას არც უარყოფ ჩემს გვერდით ხომ უდიდესი ადამიანები იდგნენ და მე არ შემეძლო ამ გუნდისთვის ზურგი შემექცია

თქვენ ბევრჯერ გითქვამთ რომ ოლდ ტრაფორდზე მსხდომ ადამიანებს როდესაც აკვირდებოდით ცრემლები გერეოდათ თვალებზე რას იტყვით ამ ხალხზე???

უბრალოდ ვიტყვი რომ მსოფლიოში საუკეთესო ფანები არიან რომლებიც მზად არიან სიცოცხლეც დათმონ თავიანთი გუნდის გამო,თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ის რომ როდესაც მოედანზე ხარ და 76000 კაცი შენზე სიმღერაც მღერის შენ თვალებში გიყურებს და შენგან მოითხოვს სიხარულს,შენ მათ თვალებში კითხულობ ბრძოლას და მოთხოვნას ისინი შენ გაღმერთებენ და შენ უბრალოდ უნდა იყო არაადამიანი რომ ამ ხალხს სიხარული არ მიანიჭო,მე მართლაც ვერ ვიკავებდი ემოციებს რადგან არ შემეძლო ერთ წვიმიან დღეს როდესაც ჩვენ ასტონ ვილა ანგარიშით 3-0 დავამარცხეთ სერ ალექსმა მე შემცვლა როდესაც ტრიბუნისკენ წავედი მე ყველა იმ ადამიანის სახეს დავაკვირდი რომელიც ამ სტადიონზე ისხდა განსაკუთრებით ერთი ბიჭს რომელიც სულ დასველებული იყო და მის თვალებში ცეცხლი ენთო და უცებ უამრავმა ხალხმა დაიძახა Eric The King... მე ამ სიტყვების შემდეგ სხეული ამიკანკალდა და ვერ შევძელი ემოციების შეკავება მე დამავიწყდა ყველაფერი და მე ღმერთს მადლობას ვწირავდი იმის გამო რომ მე ეს განცდა განვიცადე მართლაც საოცრებაა მანჩესტერი სხვა გუნდია

თქვენ დღესაც გაქვთ ამ ხალხთან ურთიერთობა მე როგორც ვიცი თქვენ იუნაიტედის თამაშებს ხშირად ესწრებით???

კი რათქმაუნდა მე ოლდ ტრაფორდზე ხშირად ვარ და მე ბედნიერი ვარ იმის გამო რომ ეს ხალხი მე პატივს მცემს ავტოგრაფებს მართმევს და უხარიათ ჩემი გამოჩენა,თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სიამოვნებაა იყო ამ ხალხის ინტერესებში,საოცარი ხალხი და საოცარი კლუბია არ არსებობს დღე რომ მე მანჩესტერი არ გავიხსენო სახლში როდესაც მივდივარ მე ხშირად უყურებ ხოლმე იუნაიტედის თამაშებს და ვხვდები რომ გუნდი სხვა სტილით თამაშობს ვიდრე სხვა გუნდი ამ გუნდს თავისი ტრადიციები აქვს

რას იტყვით სერ ალექს ფერგიუსონზე???

უდიდესი ფსიქოლოგია,უდიდესი ადამიანი და უბრალოდ თავის საქმის პროფესიონალი რა უნდა ვთქვა ამ ადამიანზე კარგის მეტი,როდესაც სერ ალექს ესაუბრები შენ ის ისე გესაუბრება შენ არაფრის თქმის საშუალება არ გრჩება უდიდესი ადამიანია მან ხომ 23 წლის მანძილზე ისტორია შექმენა მე არ მესმის როგორ უნდა გაკიცხო სერ ალექსი რაც ადამიანმა გააკეთა უბრალოდ შეუძლებელია ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი მე მისი მადლობელი ვარ რომ იმ სიხარულს მაზიარა რასაც იუნაიტედში თამაში ქვია.

და ბოლოს აპირებთ იუნაიტედის მწვრთნელობას???

პირველი რიგში მინდა ვთქვა რომ სანამ სერ ალექსი გუნდშია მე ამაზე არ ვფიქრობ ხოლო მისი წასვლის შემდეგ თუ გუნდიდან მომივა მე წინადადება მე დავთანხმდები,ჩემთვის უდიდესი პატივია ასეთი დიადი გუნდის ჩაბარება მაგრამ ამისთვის მე ბევრი უნდა ვისწავლო რადგან იყო მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ უბრალოდ მუშაობას იწყებ გუნდში არამედ შენ სხვა სამყაროში მიდიხარ სადაც გულშემატკივარი დაუნდობელია და მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა

ნომერი: 1  
საღოლ სანამ გამოვაქვეყნებდი ბოლომდე წავიკითხე და საკმაოდ საინტერესოა...


--------------------




ნომერი: 2  
ERIC THE Jigaaaar




ნომერი: 3  
მაგარია...


--------------------




ნომერი: 4  
Eric The King...
am sityvebma gaaswoa umagresia da sul egre ikneba!


Eric The King...
geacvale umagresi kacia martlac saintereso statiaa!


--------------------




ნომერი: 5  
ამ კაცს ვენაცვალე!!! love უჯიგრესი და უძლიერესუ ფეხბურთელიააა!!! love


--------------------




ნომერი: 6  
dzaan magari kaci da dzaan magari pexburtelii :*:*:*




ნომერი: 7  
: Man.U Fan
shen gaixare egeti vrceli interviu martla sixarulit wavikitxe!!!
love love love Eric The King... love love love




ნომერი: 8  
MadloBt Vinc Waikitxa love



შეცდომა  
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

სახელი
პაროლი
 

კმაყოფილი ხართ მანჩესტერის საზაფხულო ტრანსფერებით?

კი
არა





{banner_video}




LEF.GE _ DESIGN STUDIO

LEF.GE _ DESIGN STUDIO

LEF.GE _ DESIGN STUDIO




მთავარი | რეგისტრაცია | ძიება
Copyright © Manunited.Ge DesiGn Created BY Web Design Studio ... [L]