მანჩესტერ იუნაიტედს უამრავი ლეგენდა ჰყავს.მაგალითად,ჯორჯ ბესტი,ბობი ჩარლტონი,ერიკ კანტონა და ა.შ. მაგრამ არიან ისეთებიც ,რომელთა შესახებაც ძალიან ცოტა ვიცით მიუხედავად იმისა,რომ ისინი სულით და გულით შეწირულები არიან ამ კლუბს.ასეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება 18-წლამდელთა მწვრთნელი პოლ მაკგინესი.ის გუნდისთვის კადრებს ამზადებს და წარმოადგენს კლუბის სისტემაში ძალიან მნიშვნელოვან ფიგურას,ვინაიდან ახალგაზრდული კლუბია სწორედ მთავარი გუნდის დასაყრდენი.
პოლ მაკგინესი ნამდვილი მანჩესტერელია.გარდა იმისა ,რომ ის მანჩესტერშია დაბადებული 1966 წელს,მისი მამაც მანჩესტერელი იყო. და არც მეტი არც ნაკლები „ბასბის ჩვილთა“ წარმომადგენელიც იყო.პოლის მამამ ვილფმა გუნდთან ერთად სამი ახალგაზრდული ასოციაციის თასი მოიგო.საბედნიეროდ ვილფი არ ყოფილა იმ თვითმფრინავში,რომელმაც კატასტროფა განიცადა.
ვილფ მაკგინესი იყო მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელიც 1969 წლის აგვისტოდან 1970 წლის დეკემბრამდე.პოლისთვის მამის კარიერა გაკვეთილი აღმოჩნდა და ბევრი რამე მის მიხედვით გააკეთა.პოლი ყველანაირად ცდილობდა ფეხბურთელის კარიერაზე უარის თქმას იმის გამო ,რომ არ გაეზიარებინა ის ბედი,რომელიც მამამისს ხვდა წილად.ვილფი იძულებული იყო 22 წლის ასაკში თავი დაენებებინა ფეხბურთისთვის,ვინაიდან მიიღო უმძიმესი ტრამვა.
„მე ყოველთვის ვფიქრობდი მამაჩემზე,რომელსაც კარიერის დასრულება მოუხდა ტრამვის გამო.მე მინდოდა უნივერსიტეტში სწავლა,თუმცა იმდენად ვიყავი შეყვარებული ფეხბურთზე ,რომ მასზე უარი ვერ ვთქვი“-იხსენებს მაკგინესი.
პოლ მაკგინესის საფეხბურთო კარიერა გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა.მანიუს მთავარ გუნდში მას არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია და მუდამ რეზერვის ფეხბურთელად ითვლებოდა.ის თამაშობდა ნორმან უაიტსაიდის,პოლ მაკგრეტის და სხვების მხარდამხარ.1986-1987 წლებში ის თამაშობდა“ქრიუ ალექსანდერში“ და იქ 20 შეხვედრა ჩაატარა.ამას გარდა 1 სეზონი 1991-1992 წლებში ჩაატარა „ჩესტერ სიტიში“.დანარჩენ დროს ის მანიუს რეზერვებში ატარებდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მან ჩააბარა ლოგბოროს უნივერსიტეტში და მიიღო დოქტორის ხარისხი.სხვთა შორის მასთან ერთად სწავლობდა მანიუს ფიზმომზადების მწვრთნელი ტონი სტრუდვიკიც.ამის შემდეგ ის გახდა მანიუს აკადემიის დირექტორი(1992 წლის 1 იანვარი),რომლის მოვალეობა არის ზრუნვა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე (17-21 წლები).მან ამ პოსტზე ნობი სტაილზი შეცვალა და იმუშავა 12 წელი იქ.2005 წელს კი გახდა მანიუს 18 წლამდელთა გუნდის მწვრთნელი და დღემდე იქ მუშაობს.
პოლ მაკგინესი მანიუს სისტემაში უდიდეს როლს ასრულებს.მან კარგად იცის თუ რაოდენ რთულია პატარა ბიჭებისთვის ოჯახიდან შორს ყოფნა და ახალ გარემოსთან შეგუება.ის ამ ყველაფერში შესანიშნავად ერკვევა და ამიტომაა ,რომ მანიუს დიდი მომავალი აქვს.მაკგინესი უკვე 23 წელია,რაც გუნდშია და მის განუყოფელ ნაწილად იქცა.მისი როლი გუნდში არანაკლებია ,ვიდრე გუნდის რომელიმე ლიდერის.