
გუშინ გაიმართა მატჩი მექსიკურ ,,ჩივასსა'' და ინგლისურ ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' შორის. ტაბლოიდზე ანგარიში 3 - 2 დაფიქსირდა მექსიკელების სასარგებლოდ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ გუნდში თამაშობდა აქ უკე ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელი ხავიერ ერნანდესი იგივე (ჩიჩარიტო). მან გუშინ ორივე გუნდის მაისური მოირგო. პირველ ტაიმში მას მისი ყოფილი გუნდის მაისური ეცვა, რომლითაც მან გოლის გატანაც კი მოახერხა ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' კარში. ხოლო მეორე ტაიმში კი ერნანდესი თავის ახალ გუნდთან ერთად გამოვიდა მოედანზე, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. ახლა მე კი გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას აწ უკვე გამართული მატჩისა.
გოლები: ერნანდესი , ბაუტისტა, სმოლინგი, რეინოსო და ნანი.
ჩივასი: მიჩელი, ესპარსა, რეინოსო, მაგალონი, პონსე, მექსია, ბაზსი, ბაუტისტა, მედინა, არელიანო, ერნანდესი.
მანჩესტერ იუნაიტედი: კუშჩაკი, დე ლაეტი, ოში, სმოლინგი, ფაბიო, კლევერლი, სკოულზი, გიბსონი, კორი ევანსი, ბერბატოვი, დიუფი.
არბიტრი: არმანდო არხუნდია.
გაფრთხილება: სკოულზი, არაუჟო.
გაძევება: არა
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კრის სმოლინგი. შეგახსენებთ რომ მან გოლიც გაიტანა, საკმაოდ ლამაზი თავური დარტყმით.
