ავტორი: [B]ek...   1-08-2010, 09:48   ნანახია: 274 [ ]
  
დავიწყებული არტური.....




ცოტა ხნის წინ როცა ''იუნაიტედის'' ლეგენდებზე ინფორმაციას გადავხედე, ძალიან გამიკვირდა,ის რომ არანაირი სტატია არ იდო ჩვენი გუნდის ლეგენდაზე ტონი დუნეზე და დავდე მასზე სტატია.ახლა ვნახე, რომ კიდევ ბევრზე არ არის არანაირი სტატია და ამიტომ მინდა იმ ლეგენდებზე, რომლებზეც გულშემატკივარმა ძალიან ცოტა იციან შეძლებისდაგვარად სრულად მივაწოდო ინფორმაცია.

არტურ რიჩარდ ალბისტონი, დაიბანა 1957 წლის 14 ივლისს ედინბურგში.ყოფილი შოტლანდიელი ფეხბურთელი იუნაიტედში 1972 წელს გადავიდა და 1974 წლამდე თამაშობდა სარეზერვო გუნდში, 1974 წლიდან კი პირველ გუნდში დაიწყო თამაში.ეს მისის პირველი პროფესიონალური გუნდი იყო...

მისი დებიუტი ''წითლებში'' 1974 წელს შედგა ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდის საპასუხო მატჩში ''მანჩესტერ სიტის'' წინააღმდეგ.ამ მარცხენა მცველმა ''ეშმაკურ'' კარიერაში 14 წელიწადში 379-ჯერ მოირგო გუნდის მაისური და 6-ჯერ მატჩი გოლით დაასრულა.ის დაეხმარა გუნდს FA-ს თასის მოგებაში 1977,1983 და 1985 წლებში.ალბისტონმა 1988 წელს გუნდი დატოვა და ''ვესტ ბრომვიჩ ალბიონში გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სახით.მაშინ ''ვესტ ბრომვიჩს'' რონ ატკინსონი წვრთნიდა.მისის პირველი ''ალბიონური'' დებიუტი 1988-89 წელს შედგა ''ლეისტერ სიტის'' წინააღმდეგ.მან 47 მატჩში 2 გოლი გაიტანა ამ გუნდში.შემდეგ ის თამაშობდა ისეთ გუნდებში სადაც ძალიან ცოტა ხანი თამაშობდა.ყველაზე შედეგიანი კი მაინც ''ჩესტერფილდში'' იყო, სადაც 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
თამაშობდა შოტლანდიის ნაკრებში 1982-1986 წლებში(14 მატჩში 0 გოლი).პროფესიონალური კარიერა კი არტურმა 1994 წელს დაასრულა.თავის კარიერაში მან 464 თამაშში 7 გოლი გაიტანა.1986 წელს მან ითამაშა მუნდიალზე(13 ივლისს), ურუგვაის წინააღმდეგ მატჩში(0-0).


სამწვრთნელო კარიერა

1996-1997 წლებში იყო დროისდენის მთავარი მწვრთნელი.

პირადი ინფორმაცია:

სრული სახელი:არტურ რიჩარდ ალბისტონი.
დაბადების თარიღი:14 ივლისს 1957 წელს(53 წლის)
დაბადების ადგილი:ედინბურგი, შოტლანდია.
სიმაღლე:1.70 სმ
პოზიცია:მარცხენა მცველი


ტიტულები:

ჩემპიონშიფი-1974-75
FA-ს თასი:1977,1983,1985
ქარითი შილდი:1977,1983