ავტორი: [B]ek...   2-08-2010, 00:22   ნანახია: 271 [ ]
  
ინგლისელი გოლეადორი...


სრული სახელი:ჯონ ფრედრიხ როული
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი 1920
დაბადების ადგილი:ვულვერჰემპტონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი:28 ივნისი 1998(77 წლის)
გარდაცვალების ადგილი:შოუ,ინგლისი
სიმაღლე:1.75
პოზიცია:თავდამსხმელი


ჯონ ფრედერიხ ''ჯეკ'' როული დაიბადა 1920 წლის 7 ოქტომბერს ვულვერჰემპტონში,ინგლისი.იყო ინგლისელი ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი 1930 წლიდან 1950 წლამდე.ყველაზე დასამახსოვრებლად თამაშობდა ''მანჩესტერ იუნაიტედში''.მანჩესტერულ კარიერაში მან 424 მატჩში 211 გოლი გაიტანა.

კარიერა

როულმა თავისის საფეხბურთო კარიერა 1935 წელს ''ვულვერჰემპტონ უანდერზში'' დაიწყო.ის მხოლოდდამხოლოდ 15 წლის იყო ამ გუნდში.ამიტომ თამაშის საშვალება არ მისცემია.1937 წელს კი ის ''ბურნიმუთში'' გადავიდა სადაც 22 მატჩში 12 გოლი გაიტანა.ეს ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 8 თვეში ეს ფეხბურთელი ''მანჩესტერ იუნაიტედში'' მოხვდა, სადაც იყო თავისი კარიერის პიკი.მისი სატრანსფერო თანხა 3,000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.მხოლოდ 17 წლის ასაკში მან უკვე ითამაშა სადებიუტო მატჩში 1937 წლის 23 ოქტომბერს ''შეფილდის'' წინააღმდეგ,საშინაო არენაზე.მისი მეორე მატჩი კი ''სვანსის'' წინააღმდეგ ითამაშა სადაც პოკერი გაიფორმა და გულშემატკივარს 4 გოლით დაამახსოვრა თავი.ამის შემდეგ ხშირად ხვდებოდა მეთ ბასბისეულ ''იუნაიტედის'' შემადგენლობაში.ის დაეხმარა გუნდს 1948 წელს FA-ს თასის(ფინალურ მატჩში გაიტა 2 გოლი) და 1952 წელს ჩემპიონშიფის მოგებაში.ის მესამეა იმ ფეხბურთელთა სიაში ვისაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გუნდში გატანილი და იმათშიც ვისაც 200-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.მას მხოლოდ დენის ლოუ და სერ ბობი ჩარლტონი უსწრებენ.

სამწვრნელო კარიერა

1955 წელს ჯეკი იყო ''პლაიმაუთის'' მწვრთელი სადაც დაიწყო სამწვრთნელო კარიერა.
1960–1963 წლებში წვრნიდა ''ოულდჰემ ატკეტიკს''.
1963–1964 ამსტერდამის აიაქსის მთავარი მწვრთნელიც კი იყო
1966–1967 -წლებში ''ვრექსჰემის'' ხოლო 1968–1969-წლებში კვლავ ''ოულდჰემის'' მწვრნელი გახდა.

სანაკრებო კარიერა

ამ ფეხბურთელმა ინგლისის ნაკრებში 1948–1952 წლებში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა...4 გოლი მან ჩრდილოეთ ირლანდიას გაუტანა 1949 წლის 16 ნოემბერს.

სანაკრებო გოლები:

2 დეკემბერი,1948, ჰაიბერი,ლონდონი,ინგლისი,შვეიცარია-ინგლისი 0-6,გაიტანა ერთი გოლი
16 ნოემბერი 1949,მაინ როუდი,მანჩესტერი,ინგლისი,ჩრდილოეთ ირლანდია-ინგლისი 2-9,გაიტანა 4 გოლი
1949 წლის 20 ნოემბერი,ვაით ჰარტ ლეინი,ლონდონი,ინგლისი,იტალია-ინგლისი 0-2, გაიტანა 1 გოლი.

როული გარდაიცვალა 1998 წლის ივნისში ქალაქ შაუში 77 წლის ასაკში...