ავტორი: BALU   3-08-2010, 03:13   ნანახია: 215 [ ]
  
კაპიტანი ჩარლი


დღეს მე შემოგთავაზებთ მანიუს კიდეც ერთი ლეგენდის ჩარლი რობერტსის ბიოგრაფიას.გარდა იმისა ,რომ ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო თავის დროზე ,ის გახლდათ მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანიც და სარგებლობდა უაღრესად დიდი პოპულარობით კლუბის ფანებს შორის.გარდა ამისა ,მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში,რომ მანჩესტერ იუნაიტედი,როგორც კლუბი საერთოდ არსებობს.

ჩარლი რობერტსი დაიბადა ქალაქ დარლინგტონში 1983 წლის 6 აპრილს.მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო „ბიშოპ ოკლენდში“,თუმცა ის მალევე გადაბარგდა „გრიმსბი თაუნში“.1904 წელს კი მოვიდა დრო ,რომ ის მანჩესტერ იუნაიტედში გადასულიყო.მაშინ გუნდს ერნესტ მენგნელი წვრთნიდა და მან რობერტსის სანაცვლოდ 400 გირვანქა გადაიხადა ,რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო.

იმ პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედში ახალი დირექტორი იყო ჯონ ჰენრი დევისი,რომლის წყალობითაც გუნდი სერიოზულად გაძლიერდა.რობერტსის მხარდამხარ თამაშობდნენ ბილი მერედიტი,ჰერბეტ ბერჯესი და ა.შ.ასე რომ „ბენკ სტრიტზე“ მაშინ ძალიან სერიოზული შემადგენლობა იყო შეკრებილი.

ჩარლი რობერტსი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა.ა1907 წელს კი ჩარლი გუნდის კაპიტნადაც აირჩიეს.სწორედ მისი კაპიტნობი დროს მოიგო იუნაიტედმა ინგლისის ჩემპიონატი 1908 და 1911 წლებში.გუნდი ასევე დაეუფლა ასოციაციის თასს 1909 წელს.

ჩარლი რობერტსს მანჩესტერის რიგებში 299 თამაში აქვს ჩატარებული და 23 გოლი აქვს შეგდებული.ინგლისის ეროვნულ გუნდში ის მხოლოდ სამჯერ მიიწვიეს 1904-1905 წლებში და მას შემდეგ მას ეროვნული გუნდის მაისურით აღარ უთამაში.არ იქნება აზრსმოკლებული თუ რობერტსს „ადამიან რაკეტას „ ვუწოდებთ,რადგან ის 100 მეტრს 13 წამში ფარავდა.

ჩარლი რობერტსმა მანიუში 9 წელი გაატარა და 1913 წელს სარეკორდო თანხად 1500 გირვანქად „ოლდჰემ ატლეტიკში“ გადავიდა.საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი ბილი მერედიტთან ერთად წვრთნიდა „მანჩესტერ ცენტრალს“.1939 წელს ჩარლი რობერტსი გარდაიცვალა.