პირველ თამაშში ყოველთვის რაღაც სანერვიულოა. ეს სამი თვე ძალიან გაიწელა ჩვენთვის, თანაც თავში ცუდი აზრები გვიტრიალებდა რაც თასი ხელიდან გავუშვით.
2009 - 2010 წლების სეზონი არ შევა ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ისტორიაში, რადგანაც ეს სეზონი საშინელი იყო, არიენ რობენის დარტყმამ და ლონდონის ,,ჩელსისთან'' წაგებულმა მატჩმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ხოლო დაგროვილი ბოღმა ხვალინდელ თამაშზე დაიღვრება ლონდონის ,,ჩელსისთან''. ეს სეზონი შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს ვეტერანი ფეხბურთელებისთვის: რაიან გიგზისთვის, პოლ სკოულზისთვის, ედვინ ვარ დერ სარისთვის, გარი ნევილისთვის და შეიძლება ბატონი სერ ალექს ფერგიუსონისთვისაც.
გულშემატკივრები ძველებურად ცდილობენ გააგდონ გუნდიდან გლეიზერები, ბოლო დღეები მთელ ,,მანჩესტერში'' მოფენილია პლაკატები სადაც წერია: Love United, Hate Glazer ! ასევე გლეიზერების პოლიტიკამ გამოიწვია ბილეთების გაყიდვის ნაკლებობა. იმაზე აღარაფერს ვამბობ თუ რამდენი ვალი გააჩნიათ მათ ბანკთან.
ფანები ყოველ წელს ითხოვენ დიდ ტრანსფერებს და კლუბში უფრო მეტ ტოპ მოთამაშეების ნახვა სურთ.
სერ ალექს ფერგიუსონმა უკვე შეიძინა ახალგაზრდა მცველი კრის სმოლინგი ,,ფულემიდან'', და ასევე მექსიკელი ფორვარდი აწ უკვე ყოფილი ,,ჩივასის'' მოთამაშე ხავიერ ერნანდესი.
არის ვარიანტები თუ რატომაც შეიძლებოდა გაეშვათ დანი უელბეკი და მამე ბირამ დიუფი გუნდიდან: 1) ფორვარდების მოზღვავება გუნდში, 2) გამოცდილების მისაღებად 3) ხავიერ ერნანდესი. ალბათ გაგიჩდათ კითხვა, რატომ დავწერე მე ხავიერ ერნანდესი. ახლავე მოგახსენებთ ეს მექსიკელი ფორვარდი მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან იდეალურად გამოიყურებოდა, ფერგიმ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან გაგვიმართლა რათა ,,ჩიჩარიტო'' მუნდიალის დაწყებამდე გავიფორმეთ, რადგან მასზე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიდი ბრძოლა გაიმართებოდა და ფასი გაორამგდებოდა. სწორედ ამ სამი მიზეზით შეიძლება აიხსნას უელბეკის და მამე ბირამ დიუფის გუნდიდან 1 წლიანი არენდით გაშვება.