სახელი: ალფერდ ფარმენი
დაბადების თარიღი: 1869 წლის აპრილი
დაბადების ადგილი: ბირმინგემი, ინგლისი
პოზიცია: თავდამსხმელი
კარიერა: ??? - 1887 – "ბირმინგემის ეკსელსაიორი"
?(?)1887 - 1888 – "ასტონ ვილა"
?(?)1888 - 1889 – "ბოლტონი"
?(?)1889 – 1895 – "ნიუტონ ჰიტი" 137(59)
ისეთი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" ყოველთვის ამაყობდა თავისი ფეხბურთელებით, თავისი აღზრდილებითა და ლეგენდებით. "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომელთა სახელებიც არა მხოლოდ კლუბის ისტორიაში დარჩება, არამედ მსოფლიო ფეხბურთშიც."იუნაიტედის" გულშემატკივრებს მუდამ ემახსოვრებათ ეს სახელები: ჩარლტონი, ჯორჯ ბესტი, დენის ლოუ, რობსონი, კანტონა.. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ამ დიდი კლუბის აღშენებაში დიდი წილი მიუძღვით. ამ დროის ფეხბურთელებზე ინფორმაციის მოძიება ძალიან ძნელია, რადგან უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა. მაგრამ, ახლა ჩვენ ვისაუბრებთ "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ფეხბურთელზე, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს თამაშობდა და რომელზეც შეიძლება ითქვას: "კლუბის პირველი ვარსკვლავი".
არავისთვის არ არის უცნობი, რომ ძალიან დიდი ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედ" დიდ გასაჭირში იმყოფებოდა. პირველ რიგში : ყოველ კლუბს უნდა ჰქონოდა ამბიციები და პოტენციალი. შემდეგ: ყოველ პროფესიონალურ გუნდს უნდა ჰქონოდა ინფრასტრუქტურა, თავისი მმართველობა და ასევე, კლუბს უნდა მოეპოვებინა გამარჯვება მიუხედავად ყველა სიძნელეებისა. ХІХ საუკუნის ბოლოს, "ნიუტონ ჰიტი" იყო გუნდი, რომელიც კონკურენციას ვერ უწევდა ძლიერ გუნდებს. ხოლო, მოგვიანებით გუნდში გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელეიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ შეეცვალა კლუბის მდგომარეობა. რომლის სახელიც - ალფრედ ფარმენი იყო.
ჩვენი გმირი დედამიწას 1869 წელს მოევლინა, ბირმინგემში. ალფრედი ამ ქალაქში, ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა. როგორ დაინტერესდა ფარმენი ფეხბურთითი უცნობია. შესაძლოა, ის გაეცნო ამ სპორტს ქარხნების მუშებისგან. რადგა, ინგლისელებს ფეხბურთი იმ დროს ახალი გამოგონებული ქონდათ და ცდილობდნენ, რომ უფრო დიდი დრო მიენიჭებინათ ამ შესანიშნავი სპორტისთვის. შესაძლებელია, რომ იმ დროს ფეხბურთით დაინტერესდნენ ქვეყნის ყველა ბავშვი და თავის არ გამოცდა ამ თამაშში, ყოველი ბავშვისთვის ალბათ სისულელე იყო. ზოგიერთებს ეს კარგად გამოუვიდად, ხოლო სხვებს პირიქით. ალფრედი ალბათ გამოირჩეოდა სხვებისგან და გადაწყვიტა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა დაეწყო.
ფარმენმა თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო "ბირმინგემის ეკსელსაიორში". სამწუხაროდ შეუძლებელია იმის დაზუსტება, თუ რა პერიოდში თამაშობდა ის ამ კლუბში და ასევე მისი სტატისტიკის. თუ დავაკვირდეთ მის კარიერას საკუთარ ქალაქში, შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი იყო. მან შემდეგ გადაწყვიტა, რომ გამოეცადა თავი ბირმინგემის სხვა კლუბში - "ასტონ ვილაში". მაგრამ დაუდგენელია თუ როგორ წარიმართა მისი კარიერა ამ კლუბში.
მის კარიერაში, შემდეგი ახალი ეტაპი "ბოლტონი" იყო. ამ დროისთვის, მას უკვე გადაწყვეტილი ქონდა თუ რომელ პოზიციაზე ეთამაშა. მისი მიზანი იყო - გოლი გაეტანა ყოველ მატჩში. ალბათ მისმა კარგმა თამაშმა თავდასხმაში გამოიწვია, მისი "ნიუტონ ჰიტში" გადაბარგება. ასე, რომ 1889 წლის სექტემბერში ალფრედ ფარმენი "ნიუტონ ჰიტში" გადადის. ასე დაიწყო მისი საუკეთესო წლები, საფეხბურთო კარიერაში.

ალფრედმა, სწორედ მანჩესტერში იგემა გამარჯვების ნამდვილი გემო და გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა. გუნდმა დაიწყო ასპარეზობა ახალ ლიგაში, რომელმაც მხოლოდ 3 წელი იარსება. ალფერდმა მისი პირველი მატჩი 1889 წლის 9 ნოემბერს ჩაატარა, "ლონგ იტონ რეინჯერსის" წინააღმდეგ, რომელიც "ნიუტონ ჰიტის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამ მატჩში გაიტანა ალფერდმა მისი პირველი გოლი. შეიძლება ითქვას, რომ ალფერდის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა, როგოეც მისი მთელი სეზონი. მან ჩაატარა 20 მატჩი და 7 გოლის გატანა შეძლო.
შემდეგი 3 სეზონის განმავლობაში, ფარმენი მისი გუნდის ლიდერი გახდა, რომელიც ძალიან ხშირად იტანდა გოლებს, აკეთებდა შედეგიან გადაცემებს და ყველაფერს აკეთებდა იმიასთვის, რომ გამარჯვება მოეპოვებინა მისი გუნდისთვის. ამ დროს ალფრედით, ბევრი ბრიტანული კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ მან არ უღალატა მის გუნდს და "ნიუტონ ჰიტში" დარჩა. 1892 წელს, "ნიუტონ ჰიტმა" ახალ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ამ ლიგამ არსებობა შეწყვიტა. ამ სეზონში ალფრედმა მისი საუკეთესო შედეგი აჩვენა - 21 გოლი. ხოლო ამ შედეგით ის ინგლისის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. ძნელია იმის თქმა, თუ როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა ის, რომ სხვა კლუბში გადასულიყო. მაგრამ, შემდეგ სეზონში ბედისწერამ ფარმენს ისეთი მატჩი აჩუქა, რომლის დავიწყებაც ძალიან რთულია.
"ნიუტონ ჰიტმა" სეზონის პირველი მატჩი, მის ახალ სტადიონზე გამართა. 1893 წლის 1 სექტემბერს მანჩესტერული კლუბი დაუპირისპირდა "ბარნლის". ამ მატჩს დაესწრო გუნდისთვის რეკორდული მაჩვენებელი - 10 ათასი მაყურებელი. მატჩი ამ ორ გუნდს შორის ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. ფეხბურთელები ძალიან ნერვიულობდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. საბოლოოდ ეს მატჩი "ნიუტონ ჰიტის" გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3-2. ხოლო ამ გოლების ავტორი, სწორედ ჩვენი გმირი ალფრედ ფარმენი გახდა. ეს იყო ბრწყინვალე მარჩი ფორვარდისთვის! მგარამ ეს სეზონი კლუბისთვის ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა. გუნდა პირველ დივიზიონში 16-ე ადგილი დაიკავა. დიახ, კლუბს გავარდნა ემუქრებოდა. რატომ ჩაატარა კლუბმა ასეთი სეზონიი გაურკვეველია. ხოლო, ფარმენმა ეს სეზონი არც ის ცუდად ჩაატარა, მან შეძლო 10 გოლის გატანა.
მისმა შემდეგმა სეზონმა "ნიუტონ ჰიტში", ალფრედს არანაირი წარმატება არ მოუტანა. შესაძლოა მას მძიმე ტრავმამ შეუშალა ხელი და მის ბოლო სეზონში მან მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, გოლის გატანა კი ვერ შეძლო. შესაძლოა, ასეთმა ცუდმა თამაშმა გადააწყვეტინა ალფრედს, რომ საფეხბურთო კარიერა დაესრულებინა. ასევე შესაძლებელია, რომ იყო სხვა მიზეზებიც, რომელთა გაგება ჩვენთვის შეუძლებელია.
მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალფრედ ფარმენი მიეკუთვნება ამ დიდი კლუბის ლეგენდათა რიცხვს. მან სამუდამოდ დატოვა მისი კვალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში.