
სულ რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი ლონდონის ,,ჩელსისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' შორის, ამ შეხვედრაში ,,წითლებბა'' 1 - 3 იმარჯვეს და ,,ინგლისის სუპერ თასსაც'' დაეუფლენ. ამ შეხვედრაში თავი იჩინეს - ანტონიო ვალენსიამ, ხავიერ ერნანდესმა, სოლომონ კალუმ და დიმიტარ ბერბატოვმა.
ახლა კი გთავაზობთ ხავიერ ერნანდესის იგივე (ჩიჩარიტოს) მოკლე განცხადებას - ამ მატჩისგან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, მე ხომ პირველად შევხვდი ისეთ გუნდს როგორიც ლონდონის ,,ჩელსია'' და ჩემდასასიხარულოდ გოლიც გავიტანე, შეიძლება ითქვას, რომ კარგად შევასრულე ჩემზე დაკისრებული მოვალეობა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ხავიერს არც თანაგუნდელები გამორჩენია - ასევე მინდა დავამატო, რომ ამ მატჩის მოგებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, ანტონიო ვალენსიამ, პოლ სკოულზმა და რათქმაუნდა ედვინ ვან დერ სარმა, რომელმაც ძალიან კარგად იასპარეზა და მას პრაქტიკულად პატარა შეცდომაც კი არ დაუშვია - ,,ჩიჩარიტოს'' ასევე არ დავიწყებია ფაბიო და სილვა - ფაბიომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შესანიშნავად იასპარეზა მარცხენა ფლანგზე, მინდა მას დიდი მადლობა მოვუხადო ამისთვის. ახლა კი უკვე დროა დაგვაჯილდოვონ, ამ დღეიდან ჩენ მომავალ მატჩზე ვართ მოტივირებულნი.