
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' გოლკიპერი ედვინ ვან დერ სარი და ,,ჩელსის'' ფორვარდი დიდიე დროგბა, ოფიციალურად შეუდგნენ მზადებას ახალი სეზონისთვის.
სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა დამაჯერებლად მოუგო ,,უემბლიზე'' ლონდონის ,,ჩელსის'', ,,წითლებიდან'' გოლების გატანა მოახერხეს ანტონიო ვალენსიამ, ხავიერ ერნანდესმა და დიმიტარ ბერბატოვმა, ხოლო ,,ლურჯებიდან'' გოლის ავტორი სოლომონ კალუ გახდა, შესაბამისად ტაბლოზე ანგარიში 1 - 3 დაფიქსირდე ,,იუნაიტედის'' სასარგებლოდ.
სეზონის დასაწყისი ცოტა არ იყოს უცნაური გამოდგა - აღიარა ,,ეშმაკების'' კარების ჰოლანდიელმა მცველმა, რომელიც გასულ წელს ფიქრობდა კარიერის დასრულებაზე.
ჩვენ შევიკრიბეთ 3 კვირის წინ, თუმცა ის მოთამაშეები ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობდნენ - ან შვებულებაში არიან (პატრის ევრაზეა საუბარი) ან ეხლა შეუდგნენ ვარჯიშს.(აქ კი იგილუსხმებიან - მაიკლ კერიკი, უეინ რუნი და ნემანია ვიდიჩი.
ბევრი ,,მანჩესტერელი'' ტრამვირებულია ესენი არიან - რიო ფერდინანდი, ანდერსონი და ოუენ ჰარგრივზი. სერ ალექს ფერგიუსონის კომენტარის მიუხედავად გუშინდელ დაპირისპირებაში მაიკლ კერიკიც ვიხილეთ მოედანზე.
თავისთავად ყველა ვერ იქნება ჯერ ფორმაში. იმედი მაქვს რომ ერთი კვირის მერე, პრემიერ - ლიგის პირველ ტურში ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდება და ,,ნიუკასლთან'' დაპირისპირებაში სასურველ შედეგს მივაღწევთ ანუ გავიმარჯვებთ.
დიდიე დროგბა - უაზროდ არ მიდიოდა მომზადება ახალ სეზონთან დაკავშირებით ,,ჩელსიში'', რაც კარგად დაინახა კოდდიუარელმა ფორვარდმა დიდიე დროგბამ. ჩვენ არც თუ ადვილი მომზადება გვქონდა სეზონის წინ - ბევრი მოთამაშე ახლა დაბრუნდა შვებულებიდან. თვითონ მე ლონდონში ჩამოვედი 10 დღის წინ, შესაბამისად მქონდა საშუალება მიმეღო მონაწილეობა ინგლისის სუპერ თასის შეხვედრაში.
ჩვენ გუნდში ბევრი ფეხბურთელი გვყავს რომლებმაც ვერ მოასწრეს ფიზიკური კონდინციების აღდგენა. დამეთანხმებით ალბათ, რთულია 10 დღეში სასურველი ფორმა დაიბრუნო, ჯერ კიდევ ცოტა დრო დაგვჭირდება, თუმცა პრემიერ - ლიგაში სტარტის აღება მომავალ კვირას მოგვიწევს - ამბობს დიდერ დროგბა.