
,,მანჩესტერ იუნაიტედი'' მზადაა არ გაუშვას პატრის ევრა საფრანგეთში, სადაც მან დისციპლინალური მოსმენა უნდა გაიაროს. მომდევნო სამშაბათს პატრის ევრა, ნიკოლა ანელკა, ერიკ აბიდალი, ფრენკ რიბერი და ჯერემი ტულალა გამოძახებული არიან პარიზში, რათა გამოთქვან თავისი მოსაზრება თუ რა მოხდა მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებში. თუმცა ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' ამ გამოძახებით უკმაყოფილონი არიან - იუწყება The Guardian.
მიუხენის ,,ბაიერნმა'' უკვე უარი თქვა გაუშვას პარიზში ფრენკ რიბერი, რადგანაც მან ოპერაცია გაიკეთა და ძალების აღდგენა სჭირდება.
,,მანჩესტერ იუნაიტედში'' იგივეს ფიქრობენ, მაგრამ სანამ გაუშვებენ ფეხბურთელს, კლუბში კონსულტაციას მაინც გაივლიან მარცხენა მცველთან. თუ აუცილებელი გახდება წასვლა, სერ ალექს ფერგიუსონი არ დაუშვებს იმას რომ საკუთარ ფეხბურთელზე რაიმე ცუდი მოისმინოს. ,,იუნაიტედის'' მთავარი მწვრთენლი თვლის, რომ უსამართლოდ ადანაშაულებენ მის ფეხბურთელს.
ლორან ბლანი რომელიც საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელია, გამოიძახა 23 ფეხბურთელი ამხანაგურ მატჩზე ნორვეგიასთან, სადაც პატრის ევრა ვერ მოხვდა. ხოლო თვითონ ფეხბურთელი ძალიან გაბრაზებული იყო ამ ფაქტით და ძალიან დიდი გაოცება გამოთქვა.
ევრა დაუბრუნდა ვარჯიშებს გასულ კვირას, შესაბამისად აქვს იმის საშუალება, რომ ,,ნიუკასლის'' წინააღმდეგ ითამაშოს. შეგახსენებთ რომ ეს მატჩი ორშაბათს 16 აგვისტოს ,,ოლდტრაფორდზე'' შედგება.