
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ,,ვერდერის'' ნახევარმცველის მესუთ ოზილის პროფილი, რომელსაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ,,ოლდტრაფორდზე'' მოხვედრას უაკვშირებდნენ. წყაროების მიხედვით უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქი ფეხბურთელი უკვე ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' საკუთრებაა. უახლოეს მომავალში ალბათ გავრცელდება ამ კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი ამბები.
თუმცა, ესეთი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა ,,იუნაიტედის'' ოფიციალურ საიტზე. გასულ წელს სწორედაც ამდაგვარი ფაქტი დაფიქსირდა როდესაც, ფრანგი თავდამსხმელი ანდრე - პიერ ჟინიაკი, უკვე ,,წითლების'' ფეხბურთელად დასახელდა, მაგრამ ის დღეს - დღეობით ,,ტულუზის'' ღირსებას იცავს. ასევე კიდევ ერთი ესეთი ფაქტი დაფიქსირდა როდესაც, კარლოს ტევესი ნაადრევად გახადეს ,,იუანიტედის'' ფეხბურთელი, შეიძლება ვივარაუდოდ რომ ამ ყველაფერს უცნობი ჰაკერები სჩადიან, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გამოვრიცხოდ, რადგან ასეთი დონის საიტი მაქსმიმალურად დაცულია ,,თაღლითებისგან''. ჯერჯერობით კლუბი ამაზე კომენტარს არ აკეთებს - თუ რა მოხდება ახლო მომავალში ამას ჩვენ მალე გავიგებთ.
ეს გახლავთ ამ მომხდარი ფაქტის ამსახველი ფოტო მასალა
