
,,მანჩესტერ იუნაიტედი'' დაინტერესებულია ბულგარელი თავდამსხმელით რომელუ ლაკაკუთი რომელიც ამჟამად ,,ანდერლეხტის'' საკუთრებაა. დღეს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ,,წითლებმა'' ამ სატრანსფერო ბაზარზე რიგით მეორე ტრანსფერი გაჩარხეს, კონტრაქტს ხელი მოაწერა ტიაგო მანუელ დიას კორეამ , რომელიც - ბებეთია ცნობილი. ისმის კითხვა რათ უნდა სერ ალექს ფერგიუსონს გუნდში ამდენი ფორვარდი ?! მან ხომ უკვე ხავიერ ერნანდესი შეიძინა ! - ჯერჯერობით ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.
ფეხბურთელის აგენტმა აღნიშნა, რომ ,,იუნაიტედმა'' გამოხატა ძალიან დიდი ინტერესი თავის კლიენტის მიმართ, იგი თუ ,,წითლების'' საკუთრება გახდება მას ეს ძალიან გაახარებს, ხოლო მის კარიერაში კი იქნება ძალიან დიდი წინ გადაგმული ნაბიჯი. ასევე დავამატებ, რომ ლაკაკუმ ,,ანდერლეხტში'' პირველივე სეზონში 19 გოლის გატანა მოახერხა.
ფერგიუსონს სურს შექმნას მომავლის გუნდი, მაგრამ კლუბის ფინანსური პრობლემები დაბრკოლებების წინაშე აყენებს, ამიტომაც არის იგი დაინტერესებული ახაგაზრდა ტალანტების შეძენით - ეს უფრო მომგებიანია ვიდრე გამორჩეული და ძვირადღირებული ფეხბურთელის შეძენა, მას ეძლევა შანსი თავის გამოჩენის, რაც მარტივი საშუალებაა ფეხბურთის სამყაროში სახელის დამკვიდრებისა.
თუ ,,იუნაიტედმა'' გამოი ჩნა ძალიან დიდი დაინტერესება მისდამი, მაშინ ფეხბურთელის გუნდში დატოვება პრაქტიკულად გარდაუალია, ამიტომაც ,,ანდერლეხტის'' ხელმძღვანელობა ფეხბურთელს 9 - მილიონ ფუნტად აფასებს.
ასევე ,,წითლებს'' ამ ფორვარდის შეძენაში კონკურენციას, უწევენ სხვადასხვა ძლიერი და პოპულარული კლუბები, კერძოდ კი - მადრიდის ,,რეალი'', ლონდონის ,,ჩელსი'' და ,,ლივერპული''.