
სრული სახელი:ტიაგო მანუელ დიას კორეია
დაბადების თარიღი:1990 წლის 12 ივლისი
დაბადების ადგილი:აგუალვა-კასემი,პორტუგალია
სიმაღლე:1.90სმ
პოზიცია:თავდამსხმელი
ამჟამინდელი კლუბი :მანჩესტერ იუნაიტედი
ყოფილი კლუბები:ეშტრელა ამადორა (????-2010),ვიტორია გიმარაეში (2010 ივლისი-2010 აგვისტო)
ტიაგო მანუელ დიას კორეია 20 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელია,1990 წელს პორტუგალიის პატარა ქალაქში დაიბადა.ამ ადამიანს მოკლედ ბებეს ეძახიან.მისმა ბავშვობამ მრავალი სხვა ფეხბურთელის მსგავსად სიღარიბეში გაიარა.მეტიც მას არასდროს გაუგია თუ რა არის ოჯახი,ის უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა.
ბებე 5 კვირის გადასული იყო ეშტრელა ამადორადან ვიტორია გიმარაეშში ,როცა ის მანჩესტერ იუნაიტედმა შეიძინა.ტრანსფერის სავარაუდო თანხა 7.4 მილიონი ევროა.ამ ფეხბურთელის შეძენით მანიუს გარდა მადრიდის რეალიც იყო დაინტერესებული.გავრცელდა ინფორმაცია ,რომ სერ ალექს ფეგიუსონს ამ ფეხბურთელის შეძენა კარლუშ კეირუშმა ურჩია,რომელმაც შეამჩნია ახალგაზრდა ფეხბურთელი მესამე პორტუგალიურ ლიგაში.ბებეს არასდროს უთამაშია პორტუგალიის ეროვნულ გუნდში ,მაგრამ ის თამაშობდა პორტუგალიის უპატრონოთა ნაკრებში.ფერგი ტრანსფერამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე შეხვდა ბებეს ,როცა ჩასული იყო კარლუშ კეირუშის დასახმარებლად პორტუგალიაში.(ფერგის ყოფილ თანაშემწეს პრობლემები შეექმნა და სასამართლოში ფერგი მის სასარგებლოდ უნდა გამოსულიყო).2010 წლის 11 აგვისტოდან კი ბებე უკვე მანიუს ფეხბურთელია ოფიციალურად.