
ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები, ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელით უეინ რუნით, უკმაყოფილონი არიან და მისგან მოითხოვენ უფრო მაღალ დონეზე თამაშს, რადგანაც მას ეს შეუძლია გუნდში ყველაზე უკეთ.
ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ რუნის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. მე მჯერა, რომ უეინი საერთაშორისო ტურნირებზე თავს გამოიჩენს და ყველა კრიტიკოს თუ უკმაყოფილო გულშემატკივარს, პასუხს ამით გასცემს.
დიახ ის ერთ - ერთი საუკეთესო ფორვარდია მთელს მსოფლიოში, მას ხომ იდეალური გოლის ალღო გააჩნია. სწორედ ამიტომაც მე მოვუწოდებ ფანებს რომ ყველამ მას დაუჭირონ მხარი, რათა უეინი წნეხის ქვეშ არ მოექცეს.
რუნის თავის ჩვეული ფორმის აღსადგენად, შეიძლება რამდენიმე კვირა ან დღე დასჭირდეს სწორედ ამიტომაც მე არ მივეცი თავს უფლება, გადამეღალა იგი გუშინდელ მატჩში და მხოლოდ 45 - წუთი ვამყოფე მოედანზე. (ინლისის და უნგრეთის დაპირისპირებაზეა საუბარი).
რასაკვირველია თამაშის დაწყებდა ჩვენ დავჯექით და დავილაპარაკეთ ამ ფაქტის შესახებ, უეინმა ეს ყველაფერი გაიგო და თანხმობა მომცა, ამიტომაც მინდა პრესას ვუთხრა, რომ ჩვენ შორის საკამათო არაფერი მომხდარა.
ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოთმინება გვმართებს. დრო და დრო რათქმაუნდა, რუნის მეტი სათამაშო დრო მიეცემა და იმედია იგი სასურველ კონდინციებს დაუბრუნდება.
მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მას და კიდევ ვთხოვ გულშემატკივრებს რომ მხარი დაუჭირონ ინგლისის ნაკრების, მთავარ დამრტყმელ ძალას - დაამატა ფაბიო კაპელომ.