ტრანსფერები ,ტრანსფერები და კიდევ ტრანსფერები


ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი(გაყიდვა)

1. კრიშტიანო რონალდუ რეალი 80 მილიონი ფუნტი

2. დევიდ ბექემი რეალი 25 მილიონი ფუნტი

3. იაპ სტამი ლაციო 15.25 მილიონი ფუნტი

4. ხუან ვერონი ჩელსი 15 მილიონი ფუნტი

5. ჯონ ობი მიკელი ჩელსი 12 მილიონი ფუნტი

6. რუუდ ვან ნისტელროი რეალი 10.3 მილიონი ფუნტი

7. გაბრიელ ჰაინცე რეალი 8 მილიონი ფუნტი

8. ენდი კოული ბლექბერნი 7.5 მილიონი ფუნტი

9. პოლ ინსი ინტერი 7 მილიონი ფუნტი

10. ჯუზეპე როსი ვილიარეალი 6.6 მილიონი ფუნტი



სატრანსფერო რეკორდები(გაყიდვები)
პირველი ფეხბურთელი ვის სანაცვლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა სატრანსფერო თანხა მიიღო ინგლისელი უილიამ ბრაიანტი გახლდათ:1900 წლის აპრილში ეს ფეხბურთელი 50 გირვანქის სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედიდან მეორე ინგლისურ კლუბში ბლექბერნ როვერსში გადაბარგდა.

პირველი ფეხბურთელი ვის სანაცვლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა 1000-ზე მეტი გირვანქა მიიღო გახლდათ ინგლისელი ფეხბურთელი ჰაროლდ ჰალსი:1912 წლის ივლისში ეს ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედიდან 1200 გირვანქად გადაბარგდა ბირმინგემის „ასტონ-ვილაში“.

პირველი ფეხბურთელი ვის სანაცვლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა მილიონ გირვანქაზე მეტი მიიღო გახლდათ კიდევ ერთი ინგლისელი ფეხბურთელი რეი უილკინსი:1984 წლის ივნისში მის სანაცვლოდ იტალიურმა „მილანმა“ 1.5 მილიონი გირვანქა გადაუხადა მანჩესტერ იუნაიტედს.

პირველი ფეხბურთელი ვის სანაცვლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა 10 მილიონზე მეტი გირვანქა მიიღო გახლდათ ჰოლანდიელი ფეხბურთელი იაპ სტამი.2001 წლის აგვისტოში ის 15.25 მილიონ გირვანქად გადავიდა რომის „ლაციოში“ მანჩესტერ იუნაიტედიდან.

პირველი ფეხბურთელი რომლის სანაცლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა 20 მილიონ გირვანქაზე მეტი მიიღო გახლდათ ინგლისელი ვარსკვლავი დევიდ ბექემი:2003 წელს ბექემი მადრიდის რეალში 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედიდან.

პირველი და უკანასკნელი ფეხბურთელი ,რომლის სანაცვლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა 30 მილიონ გირვანქაზე მეტი მიიღო არის კრიშტიანო რონალდო.პორტუგალიელი 80 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა გასულ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედიდან მადრიდის „რეალში“.



ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი(ყიდვა)


1. დიმიტარ ბერბატოვი ტოტენჰემი 30.75 მილიონი ფუნტი

2. უეინ რუნი ევერტონი 29.85 მილიონი ფუნტი

3. რიო ფერდინანდი ლიდსი 29.1 მილიონი ფუნტი

4. ხუან ვერონი ლაციო 28.1 მილიონი ფუნტი

5. რუუდ ვან ნისტელროი პსვ 19 მილიონი ფუნტი

6. მაიკლ კარიკი ტოტენჰემი 18.6 მილიონი ფუნტი

7. ოუენ ჰარგრივზი ბაიერნი 17 მილიონი ფუნტი

8. ანდერსონი პორტუ 17 მილიონი ფუნტი

9. ანტონიო ვალენსია უიგანი 16 მილიონი ფუნტი

10. ლუის ნანი სპორტინგი 14 მილიონი ფუნტი



სატრანსფერო რეკორდები(ყიდვა)
პირველი ფეხბურთელი ვის სანაცვლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა სატრანსფერო თანხა გადაიხადა გახლდათ ინგლისელი ფეხბურთელი ჯილბერტ გოდსმარკი.1900 წლის იანვარში კლუბმა ის 40 გიქვანქად შეიძინა „ეშფორდიდან“.იმ დროს იუნაიტედს ჯერ კიდევ „ნიუტონ ჰისი“ ერქვა.

პირველი ფეხბურთელი ვის სანაცვლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა 1000 გირვანქა გადაიხადა გახლდათ ინგლისელი ლესლი ჰოფტონი:1910 წლის ივლისში ის ზუსტად 1000 გირვანქად გადაიყვანეს მანჩესტერში „გლოსოპიდან“.

პირველი ფეხბურთელი ვის სანაცვლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა მილიონ გირვანქაზე მეტი გადაიხადა გახლდათ ინგლისელი გარი ბირტლესი:1980 წლის ოქტომბერში ის 1.25 მილიონ გირვანქად გადაბარგდა მანჩესტერში „ნოტინგემ ფორესტიდან“.

პირველი ფეხბურთელი ვის სანაცვლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა 10 მილიონ გირვანქაზე მეტი გადაიხადა,ჰოლანდიელი მცველი იაპ სტამი გახლდათ:1998 წლის ივლისში ის 10.75 მილიონ გირვანქად გადავიდა მანჩესტერში „პსვ ეინდჰოვენიდან.“

პირველი ფეხბურთელი ვის სანაცვლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა 20 მილიონზე მეტი გადაიხადა გახლდათ არგენტინელი ნახევარმცველი ხუან სებასტიან ვერონი:2001 წლის ზაფხულში ის მანჩესტერ იუნაიტედში 28.1 მილიონ გირვანქად გადავიდა რომის „ლაციოდან“.

პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელი ,რომლის სანაცვლოდაც მანჩესტერ იუნაიტედმა 30 მილიონ გირვანქაზე მეტი გადაიხადა გახლდათ ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი:2008 წლის 31 აგვისტოს ის მანიუმ ტოტენჰემიდან 30.75 მილიონ გირვანქად გადმოიყვანა.



მანიუს სატრანსფერო პოლიტიკა
მანჩესტერ იუნაიტედი სატრანსფერო ბაზარზე ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიურობით და ერთ -ერთი იმ გუნდთაგანია ,რომლებიც დომინირებენ და ამინდს ქმნიან სატრანსფერო ბირჟაზე.მრავალი ხმაურიანი ტრანსფერი უკავშირდება იუნაიტედის სახელს,თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს მანიუ მაინც და მაინც არ გამოირჩევა ვარსკვლავი ფეხბურთელების გადაბირებით.მაგალითისთვის თუნდაც დღევანდელი გუნდი ავიღოთ,დღეს გუნდის ლიდერები არიან უეინ რუნი,დარენ ფლეთჩერი,ლუის ნანი და ა.შ.არცერთი ეს ფეხბურთელი მანიუში გადმოსვლამდე ვარსკვლავთა კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა ,მაგრამ მანიუში გადმოსვლის შემდეგ ისინი ასეთ ფეხბურთელებად იქცნენ.თუმდაც გავიხსენოთ კრიშტიანო რონალდო ,რომელიც მანიუმ არნახულ თანხად გაყიდა.მაშინ როცა კრიშტი მანიუში მოხვდა ერთი რიგითი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო ,რომელიც შეიძლება „მარად პერსპექტიულ „ ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი ყოფილიყო,მაგრამ მანიუმ მისგან ფეხბურთელი გამოჭედა და შემდეგ არნახული სპორტული და კომერციული სარგებელი მიიღო.

მანჩესტერ იუნაიტედს თავისი ფილოსოფია აქვს ,რომელიც განაპირობებს კიდეც გუნდის ქმედებებს სატრანსფერო ბირჟაზე.ალბათ ყველას ახსოვს სერ მეტ ბასბის ლეგენდარული სიტყვები:“ოლდ ტრაფორდი ზრდის ფეხბურთელებს და არსდროს იღებს მზამზარეულს“-მანჩესტერ იუნაიტედის საკლუბო პოლიტიკა ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემას.1995-1996 წლის ჩემპიონი გუნდი გავიხსენოთ ამ თვალსაზრისის გასამტკიცებლად.მაშინ ფერგიუსონმა მრავალი სახელგანთქმლი ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან და ძირითადში ნევილები,ბექემი,ბატი და სქოულზი გადაიყვანა ,მათ კი ჩემპიონობა მოიპოვეს.ამ ყველაფრის გახსენებით მე მინდა მანიუს სატრანსფერო პოლიტიკის თავისებურებები თქვენთვის თვალნათელი გავხადო:მანიუ არასდროს ყიდულობს ვარსკვლავებს(გადახედეთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს და დააკვირდით რამდენი იყო იქიდან ვარსკვლავი გუნდში გადმოსვლამდე),მანიუ გუნდს ახალგაზრდებით აშენებს და შემდეგ მათი გაყიდვით დიდ შემოსავალს ნახულობს.

საქმისადმი ასეთმა მიდგომამ უკვე მრავალი წელია ,რაც შედეგი გამოიღო,გუნდი პერმანენტულად იგებს ტიტულებს და ახლა ფერგი აშენებს ახალ გუნდს.ნევილების ,ბექემის ,სქოულზის და გიგზის გუნდი აღარ არსებობს,ახლა ახალი ერა იწყება.ეპოქა, ,როცა გუნდის წამყვანი ფეხბურთელები და სილვები,მაკედა ,რუნი,სმოლინგი ,ერნანდესი და მათი მსგავსები იქნებიან.ახალგაზრდებში ენერგიის დაბანდება უფრო დიდ შედეგს გამოიღებს ვიდრე ვარსკვლავებში ფულის ყრა,თან მანიუს ასეთი რამე ჯერ არასდროს გაუკეთებია.



წლევანდელი ტრანსფერების მიმოხილვა


კრის სმოლინგი


ტრანსფერები ,ტრანსფერები და კიდევ ტრანსფერები


კრის სმოლინგი უეცრად გამოჩნდა ინგლისურ ფეხბურთში და მალევე აღმოჩნდა იუნაიტედში.როცა ამ ტრანსფერის შესახებ გავიგე,პირველი,რაც გავიფიქრე იყო:“რაში სჭირდებოდა ფერგის ეს დოყლაპიაი“-თუმცა ფერგიმ დედამიწის ზურგზე ყველაზე უკეთ იცის თუ ვინ სჭირდება მანჩესტერ იუნაიტედს.მითუმეტეს ასეთი ტრანსფერის მაგალითი ადრეც ყოფილა.მაგალითად მაშინ როცა გუნდმა ნემანია ვიდიჩი მოსკოვის „სპარტაკიდან“ გადაიბირა ყველა სკეპტიკურად უყურებდა ფერგის გადაწყვეტილებას ,მაგრამ თუ რამდენად გამართლებული გამოდგა ეს ტრანსფერი დღეს უკვე ცხადია.ასევე სავსებით შესაძლებელია,რომ სმოლინგიც გახდეს მანიუს შეუცვლელი ფიგურა.თან ვიდიჩი და ფერდინანდი ნელ-ნელა ასაკში შედიან და მათ შემცვლელები სჭირდებათ.ევანსი-სმოლინგის დუეტი ნელ-ნელა უნდა ჩაენაცვლოს მათ და შესაძლოა ერთ დღეს ფერდინანდი -ვიდიჩის მრისხანე დუეტი აღარც გვახსოვდეს.

რაც შეეხება მის თამაშს წინასასეზონო თამაშების დროს ისინი უკეთესის სურვილს ტოვებდა.სელტიკთან მის აშკარა შეცდომას მოყვა გოლი.საერთოდ ტურნეს დროს იუნაიტედმა 8 გოლი გაუშვა 5 ჩატარებულ შეხვედრაში და ყველა თამაშში ითამაშა კრისმა.ეს არასახარბილო რაოდენობა გოლების იმაზე მიუთითებს ,რომ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სავარჯიშო.სმოლინგი არც ჩელსისთან ყოფილა ბოლომდე დამაჯერებელი,განსაკუთრებით მეორე ტაიმში.მას უნდა ახსოვდეს ,რომ ის მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია უკვე და არა „ფულემის“,რომლისთვისაც ბურთების ასეთი რაოდენობით გაშვება შეიძლება ნორმალური იყოს.ასე რომ სმოლინგის თამაშს წინასასეზონო თამაშებისას შევაფასებ 7/10 ქულით.



ჩიჩარიტო


ტრანსფერები ,ტრანსფერები და კიდევ ტრანსფერები


ამ ბიჭმა გადმოსვლამდე მოიგო იუნაიტედის გულშემატკივართა გულები ,როცა მსოფლიო ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორი მოახდინა : მსოფლიო ფეხბურთის ორ გრანდს არგენტინას და საფრანგეთს გაუტანა გოლები.სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა ,რომ მანიუმ შესანიშნავად იმუშავა ამ ტრანსფერის დორს ,ვინაიდან ცოტა ხნის დაგვიანება მანიუს შეიძლება 15 -20 მილიონად დაჯდომოდა.ახლა კი მანიუს რიგებში ირიცხება ფეხბურთელი ,რომელშიც გადახდილი 7 მილიონი სასაცილოა მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით.ჩიჩა ძალიან კარგი პიროვნული თვისებებით გამოირჩევა და გუნდთან შეთამაშება არ გაუჭირდება.ამასთან აუცილებელი იყო ახალი ფეხბურთელის შეძენა ,რომელიც შეძლებდა და რუნის გვერდით ღირსეულად იასპარეზებდა,გაიტანდა გოლებს.ერნანდესი კი ზუსტად ასეთია,მას ჯერ მანიუს მაისურით მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია და გოლს გოლზე იტანს.თუმცა სწორედ ეს შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი.მის მიერ ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შემდეგ მასზე ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხია და შეიძლება გაუჭირდეს ჩვეულ სტილში თამაში.ტრანსფერის შეფასება10/10 ქულა



ჭორები

მანიუს სახელს უამრავი ფეხბურთელი დაუკავშირეს,თუმცა წამოუდგენელია ჩამოთვლილი ტრანსფერების განხორციელება.კარიმ ბენზემას გადმოსვლა იმიტომ იყო არარეალური ,რომ რეალს მასში ერთი წლის წინ 35 მილიონი აქვს გადახდილი და არცერთი ნორმალური კლუბი ამ თანხად ნაყიდ ფეხბურთელს ერთ წელიწადში არ ყიდის .სნეიდერის ტრანსფერი რეალში უფრო რეალური იყო ვიდრე მანიუში.თან სნეიდერი ოცნების კლუბი სწორედ რეალია.კიდევ ერთი ფაქტორი რის გამოც სნეიდერი და ოზილის გადმოსვლა შეუძლებელი იყო გახლდათ მანიუს სტრატეგია.ფერგის მანიუს არასდროს უთამაშია გამთამაშებლით და წარმოუდგენელია ფერგიმ 24 წლის შემდეგ მოინდომოს ტაქტიკის შეცვლა.ასევე საფუძველსმოკლებული იყო სხვა მრავალი სპეკულაციაც,რომლებიც მხოლოდ იმისთვის იყო მოგონებული ,რომ მკითხველს თავი რამით გაერთო და გაზეთებს ნორმალური ტირაჟი ჰქონოდათ.



2010-2011 სეზონის პროგნოზები

მანიუს ძალიან ახალგაზრდული ,თუმცა ძლიერი გუნდი ჰყავს ,რომელსაც შეთამაშება და ურთიერთგაგება სჭირდება.შეიძლება წელს მანიუმ რომელიმე ტიტული მოიგოს ,მაგრამ 1999 წლის გმირობის ან 2008 წლის შედეგის განმეორება ძალიან გაუჭირდება.ამის მიღწევას 2-3 წელი სჭირდება.ასეთი სერიოზული შედეგები ერთი წლის განმავლობაში არ მოდის.ფერგის რამდენიმე წელის დასჭირდა იმისთვის ,რომ რუნი-რონალდოს დუეტს 2008 წლის შედეგისთვის მიეღწია.რაფაელი,ფაბიო,ერნანდესი,კლევერლი ,მაკედა 2-3 წელიწადში არნახულ შედეგს მიაღწევენ უკვე დაბრძენებული რუნის თამადობით ,მაგრამ წელს ერთი დიდი ტროფეის მოგებაც კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს.


P.S. ეს ჩემი მე-100 სიახლეა

ავტორი: BALU   (12 აგვისტო 2010 07:55)
#1

ჯგუფი: User

სიახლეები: 120

კომენტარები: 923

რეგ.დრო: 20.12.2009

ძალიან ბევრი ვიწვალე და იმედია მოგეწონებათ smile smile









ავტორი: markeza   (12 აგვისტო 2010 07:57)
#2

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 2839

რეგ.დრო: 28.12.2009

sagol balu


au crishto ra janzeaa :(




ავტორი: BéRoNá   (12 აგვისტო 2010 08:02)
#3

ჯგუფი: User

სიახლეები: 39

კომენტარები: 830

რეგ.დრო: 20.12.2009

წლევანდელ ტრანსფერებს ბებე აკლია...









ავტორი: donbeqzi   (12 აგვისტო 2010 08:05)
#4

ჯგუფი: User

სიახლეები: 14

კომენტარები: 580

რეგ.დრო: 20.12.2009

რონალდო რატოა პირველი და უკანასკნელიი აგერ ერნანდესი გვეზრდება ასე 5-6 წელში რელი დაიტრევს მაგასაც. ჩვენ ხომ მათ ვუზრდით ფეხბურთელებსი აუ როგორ მძულს მთელი რეალი









ავტორი: BALU   (12 აგვისტო 2010 08:05)
#5

ჯგუფი: User

სიახლეები: 120

კომენტარები: 923

რეგ.დრო: 20.12.2009

JackWilshere,
მაგ ფეხბურთელის ტრანსფერი დღეს მოხდა და ჯერ კიდევ ბევრია გასარკვევ და მაგიტო არ დავწერე,მომავალში ეგეც იქნება









ავტორი: C.R.7   (12 აგვისტო 2010 08:06)
#6

ჯგუფი: Guest

სიახლეები: 0

კომენტარები: 0

რეგ.დრო: --

ეს გაყიდვები და ყიდვა ვიღაცას ედო და ვიცი...

ხოლო რაც შეეხება დანარჩენს საღოლ კაი ნამუშევარია




ავტორი: BALU   (12 აგვისტო 2010 08:08)
#7

ჯგუფი: User

სიახლეები: 120

კომენტარები: 923

რეგ.დრო: 20.12.2009

J.Hernandez14,
მე მედო გაყიდვები და ყიდვები ოღონდ ძაან დიდი ხნის წინ ,თან მეთქი ამ სიახლეში ჩავამატებთქო









ავტორი: Sano   (12 აგვისტო 2010 08:10)
#8

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 146

კომენტარები: 1260

რეგ.დრო: 20.12.2009

markeza,
არ გინდა მაგის ხელი მოგხვდეს ?> lol

BALU,
საღოლ









ავტორი: giorgi____rooney   (12 აგვისტო 2010 08:10)
#9

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 38

კომენტარები: 4744

რეგ.დრო: 7.03.2010

sg sg magari siaxlea









ავტორი: "ManUnited Fan"   (12 აგვისტო 2010 08:18)
#10

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 632

რეგ.დრო: 4.08.2010

magariaaaaaaa. me vfiqrob ro cels inglisshi yvelafers davipyrobt.




ავტორი: Sano   (12 აგვისტო 2010 08:25)
#11

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 146

კომენტარები: 1260

რეგ.დრო: 20.12.2009

JackWilshere,
გაამრთლებს ნეტა ბებე ?









ავტორი: BéRoNá   (12 აგვისტო 2010 08:31)
#12

ჯგუფი: User

სიახლეები: 39

კომენტარები: 830

რეგ.დრო: 20.12.2009

Hernandez.,
რავი ვნახოთ
8 მილიონს ტყუილად არავინ გადაიხდიდა..
ჩემი აზრით გაამართლებს









ავტორი: BALU   (12 აგვისტო 2010 08:47)
#13

ჯგუფი: User

სიახლეები: 120

კომენტარები: 923

რეგ.დრო: 20.12.2009

ბებე ახალი მანუჩო იქნება









ავტორი: captain   (12 აგვისტო 2010 09:00)
#14

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 2136

რეგ.დრო: 17.04.2010

ბერბაში გადაყრილი ფული ამ საიტზე ავატარების კონკურსში ჩაედოთ, რა კლავიატურების ომი ატყდებოდაი lol




ავტორი: lika   (12 აგვისტო 2010 09:02)
#15

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 155

კომენტარები: 3695

რეგ.დრო: 20.12.2009

ki bebe dzaan magari ai dzaan magari,

BALU
gilocav me100 statias









ავტორი: BALU   (12 აგვისტო 2010 09:06)
#16

ჯგუფი: User

სიახლეები: 120

კომენტარები: 923

რეგ.დრო: 20.12.2009

lika,
მადლობ smile smile









ავტორი: Red...Devil   (12 აგვისტო 2010 09:36)
#17

ჯგუფი: User

სიახლეები: 6

კომენტარები: 32

რეგ.დრო: 12.01.2010

sagol balu martla magari namushevaria kidev 10000 siaxle momelocos :)









ავტორი: Lasha_Manchester   (12 აგვისტო 2010 10:06)
#18

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 792

კომენტარები: 6470

რეგ.დრო: 19.12.2009

საღოლ საღოლ უმძლავრესი ნამუშევარია! :)









ავტორი: sLipa ;X   (12 აგვისტო 2010 10:39)
#19

ჯგუფი: Guest

სიახლეები: 0

კომენტარები: 0

რეგ.დრო: --

კარგია ავტორ .. : )




ავტორი: [X]ashursky   (12 აგვისტო 2010 10:49)
#20

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 90

კომენტარები: 6099

რეგ.დრო: 30.01.2010

მაგარი სტატიაა ავტორ საღოლ fellow
ჩვენი მაქსიმალური გადახდილი თანხა 30 მილიონია (ისიც ბერბაში) და რეალი 30 მილიონიან ფეხბურთელებს არც კადრულობს wink









ავტორი: zaali87   (12 აგვისტო 2010 11:31)
#21

ჯგუფი: User

სიახლეები: 5

კომენტარები: 227

რეგ.დრო: 10.05.2010

მართლაც კარგი სტატიაა სპ !!!

ერთი კითხვა და თხოვნა მაქ ჯერ მგონი ადაწყვეტილი არაა მარა რომელი 25 ფეხბურთელი უნდა შეიყვანოს პრემიერლიგისათვის ფერგიუსონმა ხომ არ იცით ან თუ რამე სტატია სადმე ამ თემაზე დაწერილი იქნებ ლინკი მაინც დაწეროთ !!! (მე პირადად ვერა და ვერ შევარჩიე 25 ... 2-3 ფეხბურთელით ზედმეტი გამომდის !)









ავტორი: laba-mufc   (12 აგვისტო 2010 11:41)
#22

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 56

რეგ.დრო: 20.06.2010

სურათზე რონალდო რა საზიზღრათააა გული ამერევა









ავტორი: BALU   (12 აგვისტო 2010 12:37)
#23

ჯგუფი: User

სიახლეები: 120

კომენტარები: 923

რეგ.დრო: 20.12.2009

zaali87,
პირველ სექტემბერს უნდა გაკეთდეს ეგ განაცხადი,იქამდე დიდი დროა და კიდე შეიძლება განათხოვრდეს ვინმე









ავტორი: Darren Fletcher   (12 აგვისტო 2010 13:19)
#24

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 201

კომენტარები: 4075

რეგ.დრო: 31.12.2009

BALU
გილოცავ მე-100 სიახლეს. :) კიდევ ბევრი დაგედოს ამ საიტზე სიახლეები,სტატიები და ა.შ









ავტორი: BALU   (12 აგვისტო 2010 14:59)
#25

ჯგუფი: User

სიახლეები: 120

კომენტარები: 923

რეგ.დრო: 20.12.2009

SOFO,
დიდი მადლობა smile smile









ავტორი: CaNToNa   (12 აგვისტო 2010 15:10)
#26

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 560

რეგ.დრო: 20.12.2009

gaixare kargi kaci xaR )









ავტორი: FeNiX FrOm REdS   (12 აგვისტო 2010 22:30)
#27

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 5

კომენტარები: 1251

რეგ.დრო: 21.12.2009

[b]BALU,
გილოცავ smile

მაგარი სტატიაა საღოლ[/b]









ავტორი: LAZONA   (13 აგვისტო 2010 01:50)
#28

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 142

რეგ.დრო: 16.02.2010

ბერბატოვის ...




ავტორი: love united   (13 აგვისტო 2010 12:09)
#29

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 36

კომენტარები: 5737

რეგ.დრო: 19.03.2010

xashurski
wink










ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.