მანჩესტერ იუნაიტედის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა ინტერიუ მისცა MUTV-ს მანიუს ახალი ფეხბურთელის ბებეს თაობაზე.დევიდ გილმა აღნიშნა ,რომ სულ ერთი კვირა იყო მანიუ დაინტერესებული ამ ფეხბურთელით და შვიდ დღეში ის უკვე გუნდში აღმოჩნდა.
წითლებმა მთელი მსოფლიო გააოცეს ოთხშაბათს საღამოს ,როცა ოფიციალურად გამოაცხადეს ,რომ იუნაიტედს კიდევ ერთი ახალი თავდამსხმელი შეუერთდებოდა,თან ფეხბურთელი ,რომლის შესახებ საფეხბურთო სამყაროში თითქმის არაფერი იყო ცნობილი.
„ის არის ფეხბურთელი ,რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ,მაგრამ სერიოზულ ინტერესში ყველაფერი მხოლოდ ერთი კვირის წინ გადაიზარდა,ჩვენ ველაპარაკეთ უამრავ ადამიანს მის თაობაზე ,გუშინ კი ჩვენ აქ ჩამოვფრინდით და კონტრაქტი გავუფორმეთ ბებეს.“-განაცხადა გილმა
"ეს შესანიშნავი ტრანსფერი იყო.ეს ფეხბურთელი არის ძალიან ნიჭიერი ,მას აქვს დიდი პოტენციალი და ამ ტრანსფერით ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი მანიუს სატრანსფერო პოლიტიკას.მანჩესტერი ფულს ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებში აბანდებს და შემდეგ მათ ნიჭიერებას უზავებს სერ ალექსის,მაიკის,რენეს და სხვა მწვრთნელების ცოდნასთან.ჩვენ ვფიქრობთ ,რომ მისი პოტენციალი გაიზრდება ჩვენთან.“-განაგრძო გილმა.
ბებე მანჩესტერს მომავალ კვირაში შეუერთდება მას შემდეგ ,რაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.უკვე გავრცელდა ხმები ,რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს არენდით სადმე გაუშვებდნენ,თუმცა გილმა ეს ხმები უკვე გაფანტა და აღნიშნა ,რომ ბებე სავარაუდოდ პირველი გუნდის მწევრი იქნება მომავალ სეზონში.
„ის ჩვენ შემოგვიერთდება და იქნება პირველი გუნდის წევრი.ჩემი აზრით ის სავარაუდოდ დარჩება გუნდში და იუნაიტედთან ერთად ჩაატარებს სეზონს.ამ ბიჭს ინგლისური სასწავლი აქვს,ამასთან მან უნდა გაიაროს ადაპტაცია მანჩესტერში.ის არაფრიდან პირდაპირ იუნაიტედში მოხვდა ,რაც დიდი ნახტომია ცხოვრებაში და ამასთან ურთულესი.ის ივარჯიშებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად და საუკეთესო მწვრთნელები მას ძალიან ბევრ რამეს ასწავლიან.ის ჩვენთან იქნება გაისად და არავინ იცის რა მოხდება“-დაასრულა გილმა.
წყარო:MANUTD.COM
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.