მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბებემ მცირე კომენტარი გააკეთა მის ცხოვრებაზე.როგორც იცით ეს ადამიანი ძალიან მძიმე პირობებში არის გაზრდილი.მას არასდროს ყოლია ოჯახი და მთელი ცხოვრება უპატრონოთა თავშესაფარში აქვს გატარებული.მისი მშობლები წარმოშობით კაბო ვერდედან არიან,ისევე როგორც ლუის ნანის დედ-მამა.მეტსახელი ბებე კი ძმამ ჯერ კიდევ ბავშვობაში შეარქვა.ფეხბურთის თამაში ისევე როგორც სხვა მრავალმა ფეხბურთელმა ქუჩაში დაიწყო და დახეული ბურთით თამაშობდა უმეტესად.
აი რას ამბობს ბებე მის წარსულსა და აწმყოზე:“მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე უმეტესწილად მარტო ,სხვების პატრონობის გარეშე ვცხოვრობდი.მე მახსენდება უამრავი ისეთი ღამე ,რომელიც მე ქუჩაში გამითენებია“-როგორც ხედავთ ბებეს ნამდვილად რთული ცხოვრება ჰქონდა.
„ცოტა უცნაურად ჟღერს მაგრამ ჩემი ცხოვრება კონკიას სპორტულ ვარიანტს ჰგავს,ყველა მსხვერპლშეწირვა ამას ამტკიცებს.ახლა მე ოცნებაში ვარ“-განაცხადა ბებემ.