SUNDAY MIRROR-ის ცნობით მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის გადაიბიროს „პორტუს“ პორტუგალიელი ნახევარმცველი რაულ მეირელეში.გავრცელდა ხმები ,რომ ფერგიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო ,რაც გამოირიცხა მესუთ ოზილის ტრანსფერი.მიუხედავად იმისა,რომ სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი თვალით ნახა ოზილის თამაში გასულ კვირას „კრეივენ კოტეჯზე“,მანიუს მაინც არ სურს ,რომ გადაიხადოს 12 მილიონი ფუნტი ფეხბურთელში ,რომელსაც ერთ წელიწადში ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება.
ახლა კი ფერგიუსონი მოწადინებულია ,რომ შეიძინოს პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი რაულ მეირელეში ,რომელმაც მონაწიეობა მიიღო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე.პორტუ თავის ლიდერს 15 მილიონ ფუნტად აფასებს ,რაც იმაზე მეტია ,რის გადახდაზეც ფერგიუსონი მზად არის .რაულ მეირელეში ცენტრალური ნახევარმცველია და ძალიან კარგად დაყენებული დარტყმით გამოირჩევა.