
ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტური ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა, მაგრამ გამართული 9 მატჩი საკმარისი იყო იმისათვის, რომ გულშემატკივრებს ენახათ ყველაფერი – ავტოგოლები, თერთმეტმეტრიანი, გაძევებები, ერთი გუნდის მიერ მეორის განადგურება, დაძაბული მატჩები, მოსალოდნელი შედეგები და სენსაცია.
დავიწყოთ ტურის ცენტრალური მატჩით. პირველივე ტურში, გულშემატკივრებს “ლივერპულისა” და “არსენალის” დაპირისპირების ხილვის ბედნიერება ჰქონდათ. მოლოდინისამებრ, მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო მომენტების შექმნას ვენგერის შეგირდები ვერ ახერხებდნენ, სამაგიეროდ ბურთი უმეტესწილად “ლივერპულის” საჯარიმოს სიახლოვეს ტრიალებდა. პირველი დარტყმაც სწორედ “არსენალის” კარის მიმართულებით განხორციელდა – ჯარიმიდან ვერმაელენის სახიფათო დარტყმული რეინამ მოიგერია. მასპინძლებმა პირველი სახიფათო მომენტი 37-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ ლონდონელი მცველების შეცდომის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა იოვანოვიჩმა უხეიროდ ითამაშა. მასპინძლები ტაიმის ბოლო წუთზე გააქტიურდნენ. ჯერ ჯონსონის შორეული დარტყმა მოიგერია ალმუნიამ კუთხურზე, ხოლო სტანდარტის გათამაშებას ნ’გოგის თავური და კლიშის მიერ ბურთის ცარიელი კარიდან გამოტანა მოჰყვა. ტაიმის ბოლოს მასპინძელთა გააქტიურება უხეშობაშიც გადაიზარდა, რასაც გუნდის ახალწვეულის, ჯო კოულის “ლივერპულში” საპრემიერლიგო დებიუტის ჩაშხამება მოჰყვა – ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე კოულმა კოსელნისთან ზედმეტად იუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათიც დაიმსახურა.
მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, მე-2 ტაიმი როი ჰოჯსონის გუნდმა მეტოქეზე უკეთ დაიწყო და მალევე ანგარიშიც გახსნა. 47-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოსთან უილშირის არაზუსტ გადაცემას ბურთით მასკერანოს დარჩენა მოჰყვა, ხოლო არგენტინელის მიერ დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანილმა ნ’გოგმა ბურთი მეკარისგან ახლო ზედა კუთხეში მოათავსა. “ლივერპული” გატანილი გოლის შემდეგაც ფლობდა უპირატესობას, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა მასპინძლებმა, ტაიმის მეორე ნახევარში, თამაშის სადავეები მეტოქეს გადააბარეს. “ენფილდზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა, პირველის მსგავსად, მეორე ნახევრის ბოლოსაც მიიღო ძლიერი დარტყმა. ამჯერად საქმე გაძევებასთან კი არა, გაშვებულ გოლთან გვქონდა – სტუმართა ერთ-ერთი შეტევის დროს, კარიდან გასვლისას ცუდად ითამაშა რეინამ, რის შემდეგაც ბურთი შამახს, შემდეგ კი კარის ძელს მოხვდა. ძელიდან ასხლეტილი ბურთი რეინასთან მივიდა, მაგრამ ესპანელმა კიპერმა სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მას ადგილი კარში მიუჩინა. მატჩის ბოლო დასამახსოვრებელი მომენტი იყო უკვე “არსენალის” ახალწვეულის, ლორენ კოსელნის გაძევება. ფრანგმა მცველმა მე-2 გაფრთხილება ხელით თამაშის გამო დაიმსახურა და პრემიერლიგაში თავის სადებიუტო მატჩში წითელ ბარათს გამოჰკრა ხელი.
პირველი ტურის შემდეგ გათამაშებას ის გუნდი ლიდერობს, რომელიც გასული სეზონის ბოლოსაც პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა. ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ კედლებში “ვესტ ბრომვიჩი” გამოიჭირა და 6 უპასუხო გოლი გაუტანა. თუ ანჩელოტის გუნდმა პირველივე ტურში გააკეთა ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ მოგებაზე განაცხადი, “არისტოკრატების” შეტევის ლიდერმა, დიდიე დროგბამ თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა და ზედიზედ მეორედ საუკეთესო ბომბარდირობისთვის პირველი ნაბიჯიც გადადგა.
კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართა ლონდონში. “ტოტენჰემისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირებაშიც მასპინძლები ფლობდნენ უდიდეს უპირატესობას, მაგრამ სტუმართა კარში ბურთი არაფრით შედიოდა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რობერტო მანჩინის გუნდი, რომელიც ერთიანი კოლექტივის შთაბეჭდილებას ნაკლებად ტოვებდა, მოპოვებული ქულით კმაყოფილი უნდა იყოს.
განვილი 9 მატჩის უმთავრესი სენსაცია უიგანში დაფიქსირდა, საიდანაც პრემიერლიგის დებიუტანტმა “ბლექპულმა” 3 ქულა წაიღო შინ. ამაში განსაკუთრებული მოულოდნელობა არაფერი ყოფილა, მაგრამ მასპინძელთათვის 4 უპასუხო ბურთის გატანა ნამდვილადაა სენსაცია.
1. ჩელსი 1 1 0 0 6-0 3
2. ბლექპული 1 1 0 0 4-0 3
3. ასტონ ვილა 1 1 0 0 3-0 3
4. ვულვზი 1 1 0 0 2-1 3
5. ბლექბერნი 1 1 0 0 1-0 3
6. ბირმინგემი 1 0 1 0 2-2 1
7. სანდერლენდი 1 0 1 0 2-2 1
8. არსენალი 1 0 1 0 1-1 1
9. ლივერპული 1 0 1 0 1-1 1
10. ბოლტონი 1 0 1 0 0-0 1
11. ფულემი 1 0 1 0 0-0 1
12. სიტი 1 0 1 0 0-0 1
13. ტოტენჰემი 1 0 1 0 0-0 1
14. მანჩესტერი 0 0 0 0 0-0 0
15. ნიუკასლი 0 0 0 0 0-0 0
16. სტოკი 1 0 0 1 1-2 0
17. ევერტონი 1 0 0 1 0-1 0
18. ვესტ ჰემი 1 0 0 1 0-3 0
19. უიგანი 1 0 0 1 0-4 0
20. ვესტ ბრომვიჩი 1 0 0 1 0-6 0
15 აგვისტო
ლივერპული, “ენფილდი” 44722
ლივერპული-არსენალი 1:1 (0:0)
ლივერპული (4-2-3-1): რეინა, ჯონსონი, შკრტელი, კარაგერი, აგერი, ჯერარდი, მასკერანო (ლუკასი 78), კუიტი, იოვანოვიჩი (მაქსი 65), კოული, ნ’გოგი (ტორესი 74)
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
არსენალი (4-1-4-1): ალმუნია, სანია, კოსელნი, ვერმაელენი, კლიში, დიაბი (ვან პერსი 76), ებუე (უოლკოტი 59), ნასრი, უილშირი (როსიცკი 60), არშავინი, შამახი
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0 ნ’გოგი (47), 1:1 რეინა (90, ს.კ.)
გაფრთხილება: ჯერარდი 72 – უილშერი 41, როსიცკი 85, კოსელნი 90+2
გაძევება: კოული 45+1 – კოსელნი 90+4
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
დარტყმა 9 (4)-17 (3); ჯარიმა 15-17; კუთხური 9-11; თამაშგარე 5-1; ბურთის ფლობა 36%-64%; სეივი 3-3
14 აგვისტო
ლონდონი, “უაიტ ჰართ ლეინი” 35928
ტოტენჰემი-სიტი 0:0
ტოტენჰემი (4-4-2): გომესი, ჩორლუკა, დაუსონი, კინგი, ეკოტო, ლენონი (დოს სანტოსი 77), ჰადლსტოუნი, მოდრიჩი, ბეილი, კრაუჩი (კინი 68), დეფო (პავლიუჩენკო 68)
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი
სიტი (4-5-1): ჰარტი, რიჩარდსი, კ. ტურე, კომპანი, კოლაროვი (საპატერი 46), ვრაით-ფილიპსი (ჯონსონი 68), ?. ტურე, დე იონგი, ბერი, სილვა, ტევესი (ადებაიორი 83)
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გაფრთხილება: კომპანი 25, საბალეტა 60
მსაჯი: ანდრე მერინერი
დარტყმა 17 (13)-7 (2); ჯარიმა 13-15; კუთხური 10-3; თამაშგარე 1-1; ბურთის ფლობა 48%-52%; სეივი 2-12
ვულვერჰემპტონი, “მოლინიუ” 27850
ვულვზი-სტოკი 2:1 (2:0)
ვულვზი (4-4-2): ჰანემანი, ვან დამე (ელოკობი 71), კრადოკი, ბერა, უარდი, ფოლეი, ანრი, დ. ჯონსი, ჟარვისი, ბლეიკი, ფლეტჩერი (კოეგი 49/ჰალფორდი 89)
მწვრთნელი: მიკ მაკართი
სტოკი (4-4-2): სორენსენი, ჰუთი, შოუკროსი, ფაიე, ჰიგინბოთამი, უაითჰედი, დელაპი, ველანი (ტონგე 67), ეთერინგთონი, კ. ჯონსი (სიდიბე 14/თუნჩაი 51), ფულერი
მწვრთნელი: ტონი პულიზი
გოლები: 1:0 დ ჯონსი (37), 2:0 დ. ჯონსი (38), 2:1 ფაიე (55)
გაფრთხილება: ჰუთი 76, უაითჰედი 78
მსაჯი: ლი პრობერტი
დარტყმა 15 (4)-10 (4); ჯარიმა 19-16; კუთხური 5-5; თამაშგარე 0-3; ბურთის ფლობა 64%-36%; სეივი 3-2
ბირმინგემი, “ვილა პარკი” 36604
ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 3:0 (2:0)
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი, ლ. იანგი, კლარკი, დანი, უორნოკი, დაუნინგი, ალბრიგთონი (ბანანი 89), პეტროვი, მილნერი (რეო-კოკერი 85), ე. იანგი (ვაიმანი 86), კარეუ
მწვრთნელი: კევინ მაკდონალდი
ვესტ ჰემი (4-5-1): გრინი, რიდი, ტომკინსი (დიამანტი 74), აპსონი, ილუნგა, ფობერი, პარკერი, კოვაჩი, ნობლე, ბოა მორტე (პიკიონე 45/კოვაჩი 46), კოული
მწვრთნელი: ავრაამ გრანტი
გოლები: 1:0 დაუნინგი (15), 2:0 პეტროვი (40), 3:0 მილნერი (66)
გაფრთხილება: ალბრიგთონი 51 – ტომკინსი 61, ფობერი 62
მსაჯი: მაიკლ დინი
დარტყმა 28 (5)-14 (1); ჯარიმა 16-16; კუთხური 16-7; თამაშგარე 1-1; ბურთის ფლობა 57%-43%; სეივი 1-2
ბლექბერნი, “ივუდ პარკი” 25869
ბლექბერნი-ევერტონი 1:0 (1:0)
ბლექბერნი (4-3-3): რობინსონი, სალგადო, სამბია, ნელსენი, ჟივე, დანი (ნზონზი 11), ჯონსი, პედერსენი, დიუფი, კალინიჩი (დიუფი 60), ოლსონი
მწვრთნელი: სემ ელერდაისი
ევერტონი (4-1-3-2): ჰოვარდი, ნევილი, იაგიელკა, დისტინი, ბაინესი, ფელაინი (როდუელი 77), ოსმანი (ბეკფორდი 59), არტერა, პიენაარი, კეჰილი, საა (ბილიალედინოვი 73)
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლი: 1:0 კალინიჩი (15)
გაფრთხილება: პედერსენი 42, სალგადო 71 – კეჰილი 65
მსაჯი: ფილიპ დაუიდი
დარტყმა 6 (1)-21 (4); ჯარიმა 20-16; კუთხური 1-3; თამაშგარე 3-2; ბურთის ფლობა 30%-70%; სეივი 4-0
ბოლტონი, “რიბოკ სთედიუმი” 20352
ბოლტონი-ფულემი 0:0
ბოლტონი (4-4-2): იასკელაინენი, სტაინსონი, კეჰილი, ნაითი, რობინსონი, ლი, მუამბა (დევისი 86), ჰოლდენი, პეტროვი (ტეილორი 86), დევისი, ელმანდერი (კლასნიჩი 90)
მწვრთნელი: ოუენ კოილი
ფულემი (4-5-1): სტოკდეილი, პანცილი, ჰიუზი, ჰანგელანდი, კელი, დაფი, მერფი, გერა (დემპსი 75), ეთუუ, დევისი, ზამორა
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გაფრთხილება: მუამბა 40 – გერა 66, ზამორა 71, პანცილი 78
მსაჯი: სტუარტ ეტუელი
დარტყმა 11 (5)-15 (4); ჯარიმა 11-14; კუთხური 4-8; თამაშგარე 5-3; ბურთის ფლობა 47%-53%; სეივი 4-5
სანდერლენდი, “ლაით სთედიუმი” 38390
სანდერლენდი-ბირმინგემი 2:2 (1:1)
სანდერლენდი (4-4-2): მინოლეტი, ონუოა, ბრამბლი, მენსა, რიჩარდსონი, ჰენდერსონი, კატერმოლი, მალბრანკი (რივეროსი 63), ალ მუჰამადი (უაგორნი 90), კემპბელი, ბენტი (უელბეკი 83)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
ბირმნიგემი (4-4-2): ფოსტერი, კარი (გარდნერი 66), ჯონსონი, დანი, რიდუელი, ლარსონი, ბოიერი, ფერგიუსონი, ფაეი (მაკფადენი 46), ჟერომი, ო’კონორი (ჟიგიჩი 58)
მწვრთნელი: ალექს მაკლიში
გოლები: 1:0 ბენტი (24), 2:0 კარი (56), 2:1 დანი (77), 2:2 რიდუელი (99)
გაფრთხილება: კატერმოლი 28, რიჩარდსონი 30, ბენტი 66 – კარი 24, ჯონსონი 71, გარდნერი 90
მსაჯი: ენთონი ტეილორი
გაძევება: კატერმოლი 44
დარტყმა 9 (2)-13 (6); ჯარიმა 15-10; კუთხური 3-6; თამაშგარე 2-1; ბურთის ფლობა 44%-56%; სეივი 4-1
უიგანი, “DW სთედიუმი” 38390
უიგანი-ბლექპული 0:4 (0:3)
უიგანი (4-5-1): კირკლენდი, გოჰური, ბოისი (სტამი 47), ალკარასი, ფიგუეროა, დიამე (ტომასი 47), მაკკართი, როდალეგა, უატსონი, მოსესი (მაკკართური 73), ბოსელი
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ბლექპული (4-3-3): გილკსი, კათკარტი, ბაპტისტე, ევატი, კრეინეი, ვაუგანი, ადამი, გრანდინი, ტეილორ-ფლეტჩერი (ოიელი 78), ჰერვუდი (ბაშამი 62), ორმეროდი (სილვესტრე 60)
მწვრთნელი: იან ჰოლოუეი
გოლები: 0:1 ტეილორ-ფლეტჩერი (16), 0:2 ჰერვუდი (37), 0:3 ჰერვუდი (42), 0:4 ბაპტისტე (76)
გაფრთხილება: გოჰური 13 – ევატი 23
მსაჯი: მარკ ჰესლი
დარტყმა 9 (2)-13 (6); ჯარიმა 15-10; კუთხური 3-6; თამაშგარე 2-1; ბურთის ფლობა 44%-56%; სეივი 4-1
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი” 41589
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 6:0 (2:0)
ჩელსი (4-3-2-1): ჩეხი, პ. ფერეირა (ივანოვიჩი 60), ალექსი, ტერი, კოული, მიკელი, ესიენი, ლემპარდი (ბენაიუნი 65), მალუდა, ანელკა, დროგბა (კალუ 70)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): კარსონი, ჯარა, პაბლო, ტამასი, ჩეხი, მორისონი, დორანსი (მილერი 67), თომასი (ბარნესი 84), მულუმბუ, ბრანტი, ბენდარი (კოქსი 67)
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
გოლები: 1:0 მალუდა (6), 2:0 დროგბა (45), 3:0 დროგბა (55), 4:0 ლემპარდი (63), 5:0 დროგბა (68), 6:0 მალუდა (90)
გაფრთხილება: პ. ფერეირა 59
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
დარტყმა 19 (12)-11 (1); ჯარიმა 12-10; კუთხური 3-2; თამაშგარე 3-1; ბურთის ფლობა 60%-40%; სეივი 106
16 აგვისტო
მანჩესტერი-ნიუკასლი