
1) 1974 წლის 17 აგვისტოს, მატჩში ლეიტონთან, მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში დებიუტი ჰქონდა სტიუარდ პირსონს - სახელგანთქმულ "პანჩო"-ს, რომელიც მანჩესტერის რიგებში 1974-1979 წლებში თამაშობდა. სტიუარდმა "წითელი ეშმაკები"-ს რიგებში 178 მატჩი ჩაატარა და 66-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
2) 1983 წლის 17 აგვისტოს, "ოლდ ტრაფორდზე", წლების განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტნის მარტინ ბუჩანის გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა. მასპინძელთა მეტოქე ამ შეხვედრაში შოტლანდიური აბერდინი იყო, რომელიც "ოცნებების თეატრში" მათმა იმჟამინდელმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა ჩამოიყვანა.
3) 1991 წლის 17 აგვისტოს, მატჩში ნოტს კაუნტთან, მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში დებიუტი ჰქონდა პეტერ შმეიხელს - კლუბის ისტორიაში ყველაზე ცნობილ მეკარეს. პეტერმა "წითლები"-ს რიგებში 1991-1999 წლებში იასპარეზა და გამართულ 392 შეხვედრაში 178-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
4) 1996 წლის 17 აგვისტოს, მატჩში უიმბლდონთან, მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში დებიუტი ჰქონდა რონი იონსენს - მცველს რომელმაც ეშმაკების რიგებში 128 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. რონი მანჩესტერში 1996-2002 წლებში თამაშობდა.
5) 1996 წლის 17 აგვისტოს, მატჩში უიმბლდონის წინააღმდეგ, დევიდ ბექჰემმა გაიტანა იშვიათი სილამაზის გოლი. რომელიც 2002 წელს, ათწლეულის საუკეთესო გოლად დაასახელეს პრემიერლიგაში. ირვინისა და კანტონას დარტყმებმა კი დაასრულეს უიმბლდონის დამარცხება - 3:0 გაიმარჯვა იუნაიტედმა.
6) 2002 წლის 17 აგვისტოს, მატჩში ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავისი მეასე გოლი გაიტანა იუნაიტედის რიგებში.