როგორც იცით მანიუმ ამ ზაფხულს შეიძინა ლონდონის „ფულემიდან“ ინგლისელი მცველი კრის სმოლინგი,რომელმაც წინასასეზონო თამაშების დროს ბევრ თამაშში მიიღო მონაწილეობა.გუშინწინ მან ისაუბრა თავის მანჩესტერულ ცხოვრებაზე და აღნიშნა,რომ ის ტკბება მანიუში გატარებული თითოეული წამით.
აქამდე სმოლინგმა მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში:უემბლიზე ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ და ნორმალური შთაბეჭდილებაც დატოვა.
„ეს ნამდვილად შესანიშნავი იყო-განაცხადა სმოლინგმა THEFA.COM-თან საუბარში-როდესაც შენ ახალ გუნდში გადადიხარ შენ უნდა შეეგუო ახალ გარემოს და ახალ ადამიანებს.მე თავადაც გაოცებული ვარ იმით,თუ როგორ კარგად შევეწყვე ახალ თანაგუნდელებს ,თან ძალიან მოკლე დროში.მე ვითამაშე 5 ან 6 შეხვედრაში უკვე და ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის“
„გუნდის სიდიადეზე მეტყველებს ის თუ რამხელა აჟიოტაჟი მოყვა იუნაიტედის ამერიკაში სტუმრობას.ჩვენ თამაშებს 50000-60000 კაცი ესწრებოდა.მაშინ კიდევ ერთხელ გავაცნობიერე თუ რამდენად დიდ გუნდში გადმოვედი სათაშოდ“-განაცხადა სმოლინგმა.
20 წლის მცველმა ასევე ისაუბრა პირველ ტიტულზე და აღნიშნა ,რომ ქომიუნითი შილდსის მოგება სეზონის შესანიშნავი დასაწყისი იყო.სმოლინგმა იმედი გამოთქვა ,რომ იუნაიტედი კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს.
წყარო:MANUTD.COM
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.