ავტორი: Wripa   19-08-2010, 12:13   ნანახია: 513 [ ]
  
პიტერ შმეიხელი


ამ სტატიით მინდა გავიხსენოთ მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მეკარე პიტერ შმეიხელი.
გუნდმა ეს მეკარე 1990 წლის მარტში გადაიყვანა თავის გუნდში, სხვათაშორის მასზე დიდ იმედებს არ ამყარებდნენ რადგან იგი არენდის ძალით გადავიდა საკმაოდ უცნობი გუნდიდან - ”ლუთონ თაუნიდან”. მასში არც ერთი კაპიკი არ იყო გადახდილი, მაგრამ საბოლოოდ მისი თამაში ”ოლდ ტრაფორდზე” სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა, იმ მხრივ რომ ის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა იმ მხრივ რასაც მისგან ელოდნენ, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მეკარეობა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ”კრისტან პალასის” წინააღმდეგ სადაც იგი რამის ყველა ბურთს იგერიებდა, თანაც უმეტესობას - ფეხებით! ასევე დაეხმარა გუნდს 1991 წლის წარმატებებში, ამით მან ფაქტიურად ”იუნაიტედის” მდიდარ ისტორიაში ყოველ შემთხვევაში მეკარეთა შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. მართალია მისი ყოფნა გუნდში ხანგრძლივი არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სტაბილურობით გამოირჩეოდა და რაც მთავარია მისი კარში დგომის დროს გულსემატკივრებს შეეძლოთ მშვიდად ყოფილიყვნენ. ასე რომ ბევრისთვის უცნობმა მეკარემ ინგლისის პირველ გუნდში ”კეთილი” დროება გაატარა.

სერ ალექსს ნორვეგიასთან და საერთოდ ჩრდილოეთის ცივ ქვეყნებთან, სკანდინავიას რომ უწოდებენ საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს, ხოდა ამის შემდეგ ისიც არაა გასაკვირი რომ ”მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარე სწორედ სკანდინავიდანაა, თვითონ შმეიხელი დანიელი გახლდათ, იმას დაზუსტებით ვერ ვიტყვით რომ შმეიხელი ”იუნაიტედის” ისტორიაში საუკეთესო მეკარეაო, მაგრამ იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია რომ შმეიხელი უდავოდ საუკეთესო მეკარე იყო რომელსაც კი ფერგის ხანაში უთამაშია. დანიელი 1991 წელს მოვიდა და 8 წელზე მეტი დაჰყო, ძნელი მისახვედრი არაა რომ იგი 1999 წლის ტრიუმფში ერთ-ერთი წამყვანი ფუგურა გახლდათ მისი ბრწყინვალე სეივებმა გუნდს ხშირად შველოდა მნიშვნელოვან მატჩებში, მოკლედ პიტერს არც სეივები დაეწუნებოდა და არც სტაბილურობა, აი ის ვისი ნდობაც ფერგის ნამდვილად შეეძლო. საბოლოოდ მისი შეცვლა წლების მერე ისიც ალბათ არასრულფასოვად ედვინ ვან დერ სარმა შეძლო.
ასევე მინდა მოვიყვანო მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სიტყვები იკერ კასილასის: "მე ვიყავი 11 წლის ბავშვი, 1992 წელს, როდესაც ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. იგი იცავდა დანიის ნაკრების ღირსებას და შეუდარებლად თამაშობდა. მისი თამაშის ყურების შემდეგ მე მქონდა ერთი ოცნება, მეთამაშა ისე, როგორც ამას პიტერი აკეთებდა და როდესაც შესაძლებლობა მომეცემოდა ყოველთვის ვუყურებდი მატჩებს, რომლებშიც იგი იღებდა მონაწილეობას. დღეს იგი ჩემი მისაბაძი პიროვნება და ფეხბურთელია, ყოველთვის ვცდილობ მისგან ვისწავლო რაიმე".