ამ სტატიით მინდა გავიხსენოთ ”მანჩესტერ იუნაიტედის” დიდებული ჰოლანდიელი მცველი იაფ სტამი.
იაფ სტამი დაიბადა 1972 წლის 17 ივლისს, კამპენში. მართალია იაფ სტამს მანჩესტერ იუნაიტედში დიდი დრო არ გაუტარებია, იგი მხოლოდ 3 სეზონის განმავლობაში იცავდა იუნაითედის ღირსებას, მაგრამ ის 3 სეზონი მანჩესტერის გულშემატკივრებისთვის ნამდვილად დაუვიწყარია... მისი მანჩესტერში ყოფნის დროს, გუნდმა მოიგო 3 პრემიერ ლიგის ტიტული, ინტერკონტინენტალის ჩემპიონატი და რაც მთავარია ჩემპიონთა ლიგა. მან მანჩესტერის მაისურით გაიტანა მხოლოდ დამხოლოდ 1 გოლი, "ლესისტერ სიტის" წინააღმდეგ, ის თამაში "მანიუმ" 6-2 ანგერიშით გაიმარჯვა.იაფ სტამი 2 ჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო მცველი 1998-99 და 1999-2000 წლებში.
საბოლოოდ 2001-02 წლების სეზონზე სერ ალექს ფერგიუსონმა სტამის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, საბოლოოდ იაფ სტამი მანჩესტერიდან ”ლაციოში” გადავიდა. მაგრამ სტამის ის გატარებული 3 წელი ნამდვილად დაივიწყარი იყო მანჩესტერის გულშემატკივართათვის, მისი 6 ნომერი მაისური კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.