მანჩესტერ იუნაიტედი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.საუბარია 21 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველ როდრიგო პოსებონზე.პოსებონმა მანიუ დატოვა და ბრაზილიურ სანტოსში ,თავის მშობლიურ კლუბში გადავიდა.ბრაზილიურ კლუბთან მან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და იმედოვნებს ,რომ შეძლებს ახალ კლუბში დამკვიდრებას რაც შეიძლება მალე.
როდრიგო პოსებონმა 2 წელი გაატარა მანჩესტერ იუნაიტედში,ამ დროის განმავლობაში მან 8 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.მას აშკარად არ გაუმართლა ,რადგან ასოციაციის თასის დროს მიდლსბროს ავსტრიელმა მცველმა ემანუელ პოგატეტცმა მძიმე ტრამვა მიაყენა,რომლის მორჩენასაც დიდი დრო დასჭირდა.გასულ სეზონში ის პორტუგალიურ „ბრაგაში“ იყო განათხოვრებული.წელს მანიუ მას რეინჯერსში განათხოვრებას უპირებდა,თუმცა ფეხბურთელმა სამშობლოში თამაში არჩია.
წყარო:
dailymail.co.uk